იმუნოსტიმი / IMUNOSTIM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბაქტერიული წარმოშობის იმუნომასტიმულირებელი საშუალებები
შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ბაქტერიული ლიზატი (Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Escherichia coli) – 50მგ; ასკორბინის მჟავა (ვიტ.C) – 10მგ.
დამატებითი კომპონენტები: გლუკოზა, სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მენთოლის ზეთი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
იმუნოსტიმი შეიცავს ბაქტერიულ ლიზატებს – იმ ბაქტერიების უვნებელ შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს. ლიზატები თვითონ არ იწვევენ დაავადების განვითარებას, თუმცა, აქვთ უნარი მოახდინონ იმუნური სისტემის მობილიზება. ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს ანტისხეულებს ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ. ფაქტიურად, ბაქტერიული ლიზატები გვევლინებიან იმუნური სისტემის მოდულატორებად და ახდენენ ორგანიზმის მობილიზაციას ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. იმუნოსტიმის შემცველობაში შემავალი C ვიტამინი ბაქტერიულ ლიზატებთან კომბინაციაში ეფექტურად აძლიერებს ზოგად იმუნურ სისტემას. ბაქტერიული ლიზატები ახდენენ ლორწოვანი გარსის ლიმფოიდური ქსოვილის (MALT – immune system of mucous membranes) სტიმულაციას, რომლის საშუალებით მნიშვნელოვნად ზრდიან ორგანიზმის მზადყოფნას ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ.
ჩვენებები
– რესპირაციული ორგანოების დაავადების პრევენცია (ნაზო-ფარინგეალური ინფექცია, გაციება, გრიპი, სინუსიტები, ოტიტები, ფარინგიტი, ბრონქიტი,): განსაკუთრებით, შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში, როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია
– რესპირაციული ორგანოების დაავადების მიმდინარეობისას: უკეთესია იმუნოსტიმის გამოყენება დაავადების პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე (ანგინა, ტემპერატურის მატება და ა.შ) რადგან დაავადების მიმდინარეობის დროს გარანტირებული იყოს ორგანიზმზე დადებითი ეფექტი.
– რესპირაციული ორგანოების ხშირი და განმეორებადი ინფექციებისას: გამოიყენება წლის ნებისმიერ დროს საჭიროებისამებრ.
– პირის ღრუს მწვავე ინფექციები და სტომატიტი.
იმუნოსტიმის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს პაციენტის ჯანმრთელობაზე, ზრდის რა ორგანიზმის დამცავ ფუნქციას დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ.
მიღების წესები და დოზები
იმუნოსტიმი არის სასიამოვნო გემოს ტაბლეტები, რომელიც მიიღება პერორალურად და ადვილად იხსნება პირის ღრუში, მიიღება 1 ტ. 2-3-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (ბაზისური იმუნიტეტის შესაქმნელად) ამის შემდეგ კეთდება 14-დღიანი შუალედი, და შემდეგ 1 ტ. 1-2-ჯერ დღეში 10 დღის მანძილზე (იმუნური სისტემის გასაძლიერებლად) ეს არის საწუწნი აბები (არ დაღეჭოთ!)
გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა.
უკუჩვენება
3 წლამდე ასაკი; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; არ არის რეკომენდებული ბაქტერიული ალერგენების მიმართ მგრძნობიარე პირებში.
განსაკუთრებული მითითებები
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მიიღება ნებისმიერ პრეპარატთან კომბინაციაში. მისი გამოყენება შეიძლება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისაგან მოშორებით 10 – 25°C-ის პირობებში, მზისა და სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: GreenSwan pharmaceuticals, ჩეხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook