იმუტენს PR / Imutens PR

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
1 ტაბლეტის შემადგენლობა:
ბეტა-გლუკანი – 200 მგ.,
ასკილის ექსტრაქტი – 25 მგ.,
ვიტამინი C- 50 მგ.,
თუთია – 7,5 მგ.,
დინდგელი – 50 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეტა-გლუკანი  ნატურალური პოლისაქარიდია – მიღებული საფუარისგან-შაცცჰარომყცეს ცერევისიაე-იწვევს ანტიგენწარმდგენი უჯრედების-მაკროფაგების გააქტივებას. ბეტა-გლუკანი ზრდის სეკრეტორული იმუნოგლობულინი A-ს კონცენტრაციას ლორწოვან გარსზე. ბეტა-გლუკანს აქვს ინფექციისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ასკილი შეიცავს ჩ, P, E, B1, B2 და K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილს აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ასევე, ანტიულცეროგენული მოქმედება. ვიტამინი C-ძლიერი ანტიოქსიდანტია. ვიტამინი ჩ ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. ამცირებს სისხლძარღვთა კედლების განვლადობას. თუთია (ძნ)-მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. თუთია წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში არსებული 80-მდე ფერმენტის კოფერმენტს. თრგუნავს რინოვირუსების რეპლიკაციას. დინდგელს აქვს ანტიმიკრობული თვისებები. დინდგელი ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიურ ისე არასპეციფიურ ფაქტორებს. დინდგელი ასტიმულირებს ფაგოციტების ფუნქციას, ზრდის გამა გლობულინების რაოდენობას. დინდგელი ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ააქტივებს მაკროფაგებს, მოქმედებს როგორც სპეციფიურ, ისე არასპეციფიურ იმუნიტეტზე, აქვს ანთების, ინფექციისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას მავნე გარემო ფაქტორების, სტრესის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ. იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას წყლულის განვითარებისგან. გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში *ხშირი ავადობა *დაავადების შემდგომი პერიოდი *ფიზიკური და გონებრივი გადაღლა *გრიპის ეპიდემიები და გაციების მაღალი ალბათობა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
დოზირება: 1 – 2 ტაბლეტი დღეში, მცირეოდენ წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსია 1 თვე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook