ინგლისური მარილი 25გ Magnezii Sulfas 25 g

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: მაგნიუმის სულფატი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური, საფაღარათო საშუალება.
შემადგენლობა: მაგნიუმის სულფატი ………  25 გ
აღწერა:
მწარე გემოს უფერო, გამჭვირვალე კრისტალებია,.
ჩვენება:
გამოიყენება, როგორც საფაღარათო,  ნაღვლმდენი,   სპაზმოლიზური საშუალება. ასევე, როგორც ანტიდოტი, ბარიუმის მარილებით ინტოქსიკაციის დროს.
უკუჩვენება:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
ინიშნება, როგორც საფაღარათო საშუალება, მიიღება პერორალურად, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მოზრდილებში – 10-30 გ  1/2 ჭიქა თბილ წყალში გახსნილი.
ჭარბი დოზა:
აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
დადგენილი არ არის.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი
შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ
შეფუთვა: 25 გ   პოლიეთილენის პაკეტებში
მწარმოებელი: შპს “ ნობელფარმი ”

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook