ინდაპი – INDAP

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ინდაპამიდი/INDAPAMIDE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ინდაპამიდი……………         2.5 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინდაპი წარმოადგენს არათიაზიდურ, სულფანილამიდური ჯგუფის შემცველ შარდმდენ საშუალებას მოქმედების საშუალო სიძლიერით.
ჩვენებები:
არტერიული ჰიპერტენზია.
დოზირების რეჟიმი:
2.5 მგ (1 კაფსულა) ერთხელ დღეში წყლის მიყოლებით, კაფსულის დაღეჭვის გარეშე.
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში სხვა ანტიჰიპერტენზულ საშუალებებთან (ბეტა-ბლოკატორებთან, კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან, აგფ-ინჰიბიტორებთან).
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; სისუსტე, სწრაფად დაღლა, ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად – ორთოსტატული ჰიპოტენზია.
უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
*თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლა;
*ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
*შაქრიანი დიაბეტი დეკომპენსაციის სტადიაში;
*პოდაგრა;
*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
– ხანგრძლივი გამოყენებისას ან ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება დარღვევები ელექტროლიტური ბალანსის მხრივ, მათ შორის ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი. ეს დარღვევები აღინიშნება ავადმყოფებში გულის უკმარისობით, თირკმელების დაავადებით, ღვიძლის ციროზით, ღებინების და დიარეის დროს, ასევე პირებში, რომლებიც იმყოფებიან უმარილო დიეტაზე. ინდაპის გამოყენებისას მცირდება შარდმჟავას ელიმინაცია ორგანიზმიდან, რაც იწვევს ლატენტური პოდაგრის გამწვავებას.
– ინდაპის, საგულე გლიკოზიდების და კორტიკოსტეროიდების ერთდროული გამოყენება ზრდის ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს. ასევე შეიძლება გაიზარდოს მაგნიუმის გამოყოფა შარდით, რაც იწვევს ჰიპომაგნიემიას.
-ინდაპის და ლითიუმის პრეპარატების ერთდული გამოყენება იწვევს ლითიუმის ტოქსიკური ეფექტის მომატებას მისი რენული კლირენსის შემცირების გამო.
პრეპარატის კარგი ამტანობა და გამოყენების უსაფრთხოება განაპირობებს მის მიღებას ავადმყოფებში არტერიული ჰიპერტენზიით და თანმხლები პათოლოგიით: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შაქრიანი დიაბეტით, თირკმელების ქრონიკული უკმარისობით, ჰიპერლიპიდემიით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: PRO. MED. CS. P RAHA, ჩეხეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook