ინდივან 400 – INDIVAN 400

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ინდინავირი/INDINAVIR

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალება; პროტეაზის ინჰიბიტორი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
ინდინავირი…………   400 მგ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტივირუსული საშუალება, პროტეაზას ინჰიბიტორი. აქტიურია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის მიმართ. ახდენს ვირუსული პროტეაზას ინჰიბირებას სპეციფიკურ რეცეპტორებთან შეკვრის გზით, რაც ხელს უშლის ვირუსული პოლიპროტეინების წარმოქმნას და იწვევს არააქტიური ვირუსული ნაწილაკების ფორმირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღებისას სწრაფად აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 0.5–1.1 სთ–ში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება  – 60%. კუმულაცია უმნიშვნელოდ არის გამოხატული.
მეტაბოლიზდება ჟანგვის გზით და გლუკურონის მჟავასთან წარმოქმნის 7 მეტაბოლიტს. ინდინავირის 20%–ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
T 1/2 შეადგენს 1.5–2.2 სთ.
ჩვენებები:
დაავადებები გამოწვეული ადამიანის უმუნოდეფიციტის ვირუსით მოზრდილ პაციენტებში, არ აქვს მნიშვნელობა ღებულობდა თუ არა ანტირეტროვირუსულ საშუალებას (ანტირეტროვირუსულ საშუალებებთან კომბინაციაში ან მონოთერაპიის სახით).
დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში შიგნით მისაღებად – 600–800მგ. ყოველ 8 საათში. ინდინავირის დოზა ერთნაირია როგორც მონოთერაპიისას, ისე სხვა ანტირეტროვირუსულ საშუალებებეთან კომბინაციაში.
გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
ტკივილი მუცელში, გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, გემოვნების დარღვევა, ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება, ჰიპერბილირუბინემია.
ცნსის მხრივ:
ასთენია, მომატებული დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰიპერსთეზია, ძილის დარღვევა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:
ნეფროლითიაზი, ჰემატურია, პროტეინურია;
დერმატოლოგიური რეაქციები:
ქავილი, კანის სიმშრალე;
სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ:
ჰემოლიტური ანემია;
სხვა: ლიმფადენოპათია.
უკუჩვენებები:
ინდინავირის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისას პრეპარატის  მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დედისათვის სავარაუდო  სასარგებლო შედეგი სჭარბობს ნაყოფზე  შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების საკითხი.
განსაკუთრებული მითითებები:
ინდინავირით მკურნალობისას პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია ადექვატური რაოდენობით წყლით დატვირთვაზე, ნეფროლითიაზის გამოსარიცხად. ღვიძლის არასაკმარისი ფუნქციონირების გამო ნაჩვენებია ინდინავირის დოზის შემცირება.
უსიმპტომო ჰიპერბილირუბინემიის დროს არ არის საწირო ინდინავირის დოზის შემცირება, ამ დროს ბილირუბინის მნიშვნელობა თანდათან უბრუნდება ნორმას.
ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ინდინავირისა და რიფაბუტინის ერთდროული მიღებისას ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მატულობს.
კეტოკონაზოლთან მიღებისას ინდინავირის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მატულობს.
ინდინავირის მიღება არ შეიძლება ტერფენადინთან, ასტემიზოლთან, ციზაპრიმიდთან, მიდაზოლამთან და თიაზოლამთან ერთად, რადგანაც CYP3A4 ინჰიბიტორებთან ერთად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატების მეტაბოლიზმის დათრგუნვა და გულის რითმის დარღვევა.
რადგანაც რიფამპიცინი წარმოადგენს CYP3A4 ძლიერ ინდუქტორს შესაძლებელია სისხლის პლაზმაში ინდინავირის კონცენტრაციის შემცირება (ინდინავირისა და რიფამპიცინის კომბინაცია არ არის რეკომენდირებული).
მწარმოებელი: CIPLA

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook