იხთიოლი – ICHTHYOLUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: Ammonium sulfoichthyolicum
სამკურნალო თვისებები:
ახდენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ გამაუტკივარებელ, კერატოპლასტიურ (უზრუნველყოფს ეპითელიზაციას, ქსოვილის რეგენერაციას) და რამდენადმე ანტისეპტიურ მოქმედებას, დიდი კონცენტრაციით – კერატოლიტურ მოქმედებას.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გამოდის:
იხთიოლის მალამოს 10% და 20% სახით 25 გ;
1,0 და 2,0% იხთიოლის ხსნარის სახით;
იხთიოლის 0,2გ რექტალური სანთლების  სახით.
იხთიოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ორგანულად დაკავშირებულ გოგირდს თიოფენის ჰომოლოგის სახით.
ჩვენებები:
იხთიოლი გამოიყენება ადგილობრივად:
კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ (ფურუნკულოზი, დამწვრობა, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ქარისმიერი ანთება და სხვა). იხთიოლი ინიშნება 5–30% იხთიოლის მმალამოს  ან აბაზანების სახით (10–30% წყალ–სპირტიანი ხსნარი);
მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს (პარამეტრიტი, მეტრიტი, სალპინგიტი, ოოფორიტი, პროსტატი) გამოიყენება იხთიოლის სანთლები (0,1–0,2გ) და ტამპონები, 10% იხთიოლის ხსნარში დასველებული.
გამოყენების წესები:
იხთიოლი გამოიყენება 10–20% იხთიოლის მალამოს, 10–30% წყლიან–სპირტიანი ხსნარის აბაზანებისთვის, სანთელი და 10% იხთიოლის ხსნარი გლიცერინით ტამპონების დასასველებლად ან როგორც დამატება გათქვეფილ მიქსტურაზე.
სანთლები იხთიოლით – ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის, ინიშნება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს.
1–5%
გათქვეფილი ნარევი იხთიოლით კარგად აწყნარებს ზედაპირილ ანთებით პროცესს და ამცირებს სუბიექტურ უსიამოვნო შეგრძნებას.
მალამო იხთიოლით გამოიყენება სტაციონარულ პირობებში, როგორც რედუციული საშუალება და ფსორიაზის რეგრესიულ სტადიაში. მალამო იწვევს კანის სისხლძარღვების რეფლექტორულ გაფართოებას. წარმოქმნილი აქტიური ჰიპერემია განაპირობებს ინფილტრატის გაწოვას და ამით ქრონიკული ანთბითი პროცესის ჩაცხრომას.
1–2%
იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება აბაზანების სახით სხვადასვა დერმატოზების, მწვავე ეგზემის, და სხვა დაზიანებების დროს. 1% იხთიოლის წყლიანი ხსნარი გამოიყენება ელექტროფორეზისთვის ქრონიკული ინფილტრატების სწრაფი გაწოვისთვის, ჰიპერტროფიული ნაწიბურებისთვის.
უფრო მაღალ კონცენტრაციებში (10% და მეტი) იხთიოლის პრეპარატები მოქმედებენ კერატოლიტურად, უზრუნველყოფს გარქოვანებული შრის დარბილებას და მოშორებას.
იხთიოლი სუფთა სახით გამოიყენება ფურუნკულოზის მკურნალობისთვის.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის მონაცემები.
განსაკუთრებული მითითებები:
იხთიოლის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ მის ხსნარებთან შეუთავსებელია ალკალოიდები, მძიმე მეტალების მარილები და იოდის შემცველი მარილები.
შენახვის პირობები და ვადა:
ინახება გრილ ადგილზე.
ვადა: იხთიოლი – 10 წელი; იხთიოლის მალამო და სანთლები – 2 წელი.
მწარმოებელი: ბელორუსია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook