ინსადოლი – INSADOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო ფიტოთერაპიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 ც.
1 ტაბ.
Zea mays L-ის ფრაქციის სტანდარტირებული ექსტრაქტი…………    35 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ინსადოლი პაროდონტიტის სამკურნალო პრეპარატია. ის ამცირებს ტკივილს და სისხლდენას ღრძილებიდან, ასტიმულირებს პაროდონტიტის დროს ალვეოლური წანაზარდების ძვლოვანი ქსოვილის ოსტეოგენეზს.
ფარმაკოკინეტიკა:
ინსადოლის მოქმედება მისი კომპონენტების ერთდროული მოქმედების შედეგია, ამიტომ პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის შესწავლა შეუძლებელია. მარკერებით და ბიოლოგიური კვლევით ვერ ხერხდება მეტაბოლიტების დადგენაც.
ჩვენებები:
პაროდონტის დაავადება (პაროდონტიტი).
ქრონიკული გინგივიტი.
მიღების წესი და დოზირება:
გინგივიტის დროს რეკომენდებულია 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში.
პაროდონტიტის დროს 1 თვე 2-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, შემდგომი 2 თვე და მეტი 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ან ჩაის კოვზი დღეში.
ტაბლეტები ინიშნება საკვების მიღებამდე წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები:
რეკომენდებული დოზით პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.
უკუჩვენებები:
*პაროდონტის დაავადება გამწვავების ფაზაში;
*ღრძილების გამოხატული ჰიპერპლაზია;
*ორსულობა;
*ლაქტაცია;
*პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
*პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის დროს პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ინსადოლის ტერატოგენობის შემსწავლელი კვლევა არ არის ჩატარებული.
განსაკუთრებული მითითებები:
პაროდონტიტის ქირურგიული მკურნალობის შემთხვევაში ინსადოლი ინიშნება  ოპერაციის შემდეგ.
ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარტი ინახება 20-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტი – 3 წელი;
ხსნარი – 5 წელი.
მწარმოებელი: EXPANPHARMA, შვეიცარია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook