ინსომნის ბეიბი / INSOMNIS Baby

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები, ფიტოპრეპარატები

პრეპარატის
17 წვეთის (0,5 მლ.) შემადგენლობა:
პასიფლორა (Passiflora incarnata)………………………………………………………. 30 მგ.,
ბარამბო (Melissa officinalis)………………………………………………………………. 12,5 მგ.,
კატაბალახას ფესურის ექსტრაქტი (Valerianae rhizomata)………………. 8,5 მგ.,
მაგნიუმის ლაქტატი………………………………………………………………………… 5,94 მგ.,
ვიტამინი B6………………………………………………………………………………………. 0,07 მგ.

ფარმაკოლოგიური დახასიათება:
ინსომნის ბეიბი მცენარეული სედაციური პრეპარატია. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედების გზით აღადგენს ბავშვის ფიზიოლოგიურ ღრმა ძილს; ხელს უწყობს ემოციური სტრესის, გაღიზიანების, დაძაბულობის მოხსნას; გააჩნია ძილისმომგვრელი ეფექტი; ინსომნის ბეიბი -ს მცენარეებს აქვთ ანთებისსაწინააღმდეგო,  სპაზმოლიზური, ანტიკონვულსიური მოქმედება; აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას.

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში:
– უძილობა, ძილის დარღვევა, მოუსვენარი ძილი, ღამით ხშირი გაღვიძების ეპიზოდები, რთულად ჩაძინება
– აგზნება და ძილის რიტმის დარღვევა კბილების ამოჭრის პერიოდში
– ნერვული და ემოციური დაძაბულობა
– ნევროზი, ფსიქოსომატური დარღვევები, ნევროზულობა
– მღელვარება, სტრესი
– მიდრეკილება კრუნჩხვისადმი
– კრუნჩხვის გადატანის შემდგომი პერიოდი
– ისტერია, დეპრესია
– ბავშვთა ჰიპერაქტივობის სინდრომი

წინააღმდეგჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ (იდიოსინკრაზია).

დოზირება და მიღების წესი:
0-6 თვე: 3 – 5 წვეთი 2-ჯერ დღეში;
6-12 თვე: 10 წვეთი 2-ჯერ დღეში;
1-3 წელი: 20 წვეთი 2-3_ჯერ დღეში;
3-7- წელი: 30 წვეთი 2-3_ჯერ დღეში;
შესაძლებელია წვეთების გახსნა მცირე რაოდენობის წყალსა ან წვენში.
შენახვის წესი:
ინსომნის ბეიბი ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისგან დაცულ ადგილას, +25°ჩ-ზე დაბალ ტემპერატურაზე. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ინსომნის ბეიბი დამზადებულია სპეციალურად ბავშვებისთვის; არ შეიცავს სპირტსა და მღებავ ნივთიერებებს.
გამოშვების ფორმა: წვეთები 30 მლ.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vefa Ilaҫ, თურქეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook