ინსულატარდი ჰმ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ინსულინი იზოფანი/INSULIN ISOPHANE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰიპოგლიკემიური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ინსულინი იზოფანი……..  40 სე
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ინსულინის პრეპარატი საშუალო ხანგრძლიობის მოქმედებით. ამცირებს გლუკოზის კონცენტრაციას სისხლში, ამაღლებს ქსოვილების მიერ მისი ათვისების უნარს, აძლიერებს ლიპოგენეზს და გლიკოგენეზს, ცილის სინთეზს, აქვეითებს ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციას. ურთიერთქმედებს უჯრედის შიგა მემბრანის სპეციფიკურ რეცეპტორებთან და წარმოქმნის ინსულინორეცეპტორულ კომპლექსს. ცამფ–ის სინთეზის აქტივაციით (ცხიმოვან უჯრედებში და ღვიძლის უჯრედებში) ან უშუალოდ უჯრედში შეღწევით (კუნთებში).
ინსულინორეცეპტორული კომპლექსი ასტიმულირებს შიგაუჯრედულ პროცესებს, მათ შორის რიგი ძირითადი ფერმენტების (ჰექსოკინაზა, პირუვატკინაზა, გლიკოგენსინთეტაზა და სხვა);
სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირება განპირობებულია მისი შიგაუჯრედული ტრანსპორტის მომატებით, ქსოვილების მიერ მისი შეწოვის და ათვისების გაძლიერებით, ლიპოგენეზის, გლიკოგენოგენეზის, ცილის სინთეზის სტიმულაციით, ღვიძლის მიერ გლუკოზის პროდუქციის სიჩქარის დაქვეითებით (გლიკოგენის დაშლის დაქვეითება) და სხვა.
კანქვეშა ინექციის შემდეგ მოქმედება დგება 1–1.5 საათის შემდეგ, მაქსიმალური ეფექტი – 4–12 სთ–მდე შუალედში, მოქმედების ხანგრძლივობა – 11–12 სთ, რაც დამოკიდებულია ინსულისნის შენმადგენლობაზე და დოზაზე და ინდივიდუალობაზე.
ჩვენებები:

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
პერორალური ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობა, ნაწილობრივი რეზისტენტობა (ასეთ შემთხვევაში გამოიყენება კომბინირებულ თერაპიაში);
ინტერკურენტული დაავადებები;
ოპერაციული ჩარევა (მონო – ან კომბინირებული თერაპია);
ორსულობის ფონზე შაქრიანი დიაბეტი (დიეტოთერაპიის უეფექტობისას).

მიღების წესი და დოზირება:
საუზმემდე დღეში 30–45 წუთით ადრე 1–2–ჯერ დღეღამეში (ინექციის ადგილს ყოველ ჯერზე ცვლინ). განსაკუთრებულ შემთხვევაში ექიმი ნიშნავს პრეპარატს კუნთში.
ვენაში საშუალო ხანგრძლიობის ინსულინის შეყვანა აკრძალულია!
დოზას არჩევენ ინდივიდუალურად და დამოკიდებულია სისხლში და შარდში გლუკოზის შემცველობაზე, განსაკუთრებით დაავადების მიმდინარეობისას.
ჩვეულებრივ დოზა შეადგენს 8–24 ME 1–ჯერ დღეში. ინსულინის მიმართ მაღალი მგრძნობელობისას ბავშვებში და მოზრდილებში საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს 8 ME/დღეში დოზა, დაბალი მგრძნობელობის პაციენტებში – დოზა აჭარბებს 24 ME/დღეში. თუ დილის დოზა აჭრბებს 0.6 ME/კგ–ზე, კეთდება 2 ინექციის სახით სხვადასხვა ადგილზე.
ავადმყოფები, რომლებიც ღბულობენ დღეღამეში 100 ME და მეტს, ინსულინის შეცვლისას რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადაყვანისას საჭიროა გლუკოზის კონტროლი სისხლში.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, ჰიპოგლიკემია.
გვერდითი მოქმედება:
– ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება – ცხელება, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება);
– ჰიპოგლიკემია (კანის საფარველის სიფერმკრთალე, ოფლის გამოყოფის გაძლიერება, გულის ცემის გაძლიერება, კანკალი, შიმშილის გრძნობა, აღგზნებულობა, განგაში, პირის ღრუს პარესთეზია, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა, შიში, დეპრესიული განწყობა, გაღიზიანებულობა, უჩვეულო ქცევები, არათავდაჯერებულობა მოძრაობაში. დარღვევა მეტყველების და სმენის), ჰიპოგლიკემიური კომა;
– ჰიპერგლიკემია და დიაბეტური აციდოზი (დაბალი დოზის დროს, ინექციის გამოტოვებისას, დიეტის დაუცველობისას, ცხელებისა და ინფექციის დროს): ძილიანობა, წყურვილი, მადის დაქვეითება, სახის ჰიპერემია; ცნობიერების დარღვევა (პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობის განვითარებამდე); მხედველობის გარდამავალი დარღვევა (განსაკუთრებით თერაპიის დასწყისში);
ჯვარედინი იმუნოლოგიური რეაქციები ადამიანის ინსულინთან; ანტიინსულარული ანტისხეულების ტიტრის მომატება გლიკემიის შემდგომი ზრდით; ჰიპერემია, ქავილი და ლიპოდისტროფია (ატროფია ან ჰიპერტროფია კანქვეშა ცხიმოვანი შრის) შეყვანის ადგილას. მკურნალობის დასწყისში – შეშუპება და რეფრაქციის დარღვევა (ატარებს დროებით ხასიათს და გაივლის მკურნალობის გაგრძელებისას).
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპოგლიკემია (სისუსტე, „ცივი“ ოფლი, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გაძლიერებული გულისცემა, კანკალი, ნევროზულობა, შიმშილის შეგრძნება, ხელის მტევნების, ფეხების, ტუჩების, ენის პარესთეზია, თავის ტკივილი), ჰიპოგლიკემიური კომა, კრუნჩხვა.
მკურნალობა: მსუბუქ ჰიპოგლიკემიას ავადმყოფი თვითონ უმკლავდება, დამოუკიდებლად, შაქრის ან ადვილად შეწოვადი საკვები პროდუქტის მიღებთ.
უფრო რთულ შემთხვევაში კანქვეშ, კუნთში, ან ვენაში შეჰყავთ გლუკაგონი ან ვენაში დექსტროზას ჰიპერტონული ხსნარი.
ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებისას ვენაში ნაკადად შეჰყავთ 20–40 მლ (100მლ–მდე) 40% დექსტროზას ხსნარი მანამ, სანამ ავადმყოფი არ გამოვა კომატოზური მდგომარეობიდან.
განსაკუთრებული მითითებები:
თუ ფლაკონის მინაზე გაჩნდა უცხო სხეული, აღინიშნა შემღვრევა ან ნალექი სუბსტანციაში, მაშინ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. შეყვანილი ინსულინის ტემპერატურა უნდა შეესაბამებოდეს ოთახის ტემპერატურას.
ინსულინის დოზის კორექტირება უნდა მოხდეს: ინფექციური დაავადებისას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას, ადისონის დაავდებისას, ჰიპოპიტუიტარიზმის დროს, თირკმელების ქრონიკული უკმარისობისა და შაქრიანი დიაბეტის დროს 65 წელზე მეტი ასაკის პირებში.
ჰიპოგლიკემიის მიზეზი შეიძლება იყოს: ინსულინის დოზის გადაჭარბება, პრეპარატის შეცვლა, კვების გამოტოვება, ღებინება, დიარეა, ფიზიკური დატვირთვა; დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ ინსულინზე მოთხოვნილებას (შორს წასული თირკმელების და ღვიძლის დაავადებები, ასევე თირკმელზედას, ფარისებრის, ჰიპოფიზის ჰიპოფუნქცია), ინექციის ადგილის შეცვლა (მაგალითად, მუცლის კანი, მხარი, თეძო), ასევე ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის დაქვეითება შესაძლებელია ავადმყოფის გადაყვანისას ცხოველური ინსულინიდან ადამიანის ინსულინზე, რისი აუცილებლობაც ყოველთვის კლინიკურად უნდა იყოს დადასტურებული და მოხდეს მხოლოდ ექიმის კონტროლით.
ორსულობის პერიოდში გათვალისწინებული უნდა იქნას ინსულინზე მოთხოვნილების
დაქვეითება (I ტრიმესტრი) ან მომატება (II-III ტრიმესტრი).
მშობიარობის დროს და უშუალოდ მის შემდეგ ინსულინზე მოთხოვნილება შეიძლება   მკვეთრად შემცირდეს. ლაქტაციის პერიოდში აუცილებელია ყოველდღიური დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში (ინსულინზე მოთხოვნილების სტაბილიზაციამდე).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფარმაცევტულად შეუთავსებელია სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან. ჰიპოგლიკემიური მოქმედება ძლიერდება სულფონამიდებით (მათ შორის პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, სულფანილამიდები), მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მათ შორის ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი), კარბოანჰიდრაზის ინჰიბიტორები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მათ შორის სალიცილატები), ანაბოლური სტეროიდები (მათ შორის, სტანოზოლოლი, ოკსანდრონოლი, მეტანდროსტენოლოლი), ანდროგენები, ბრომოკრიპტინი, ტეტრაციკლინები, კლოფიბრატი, კეტოკონაზოლი, მებენდაზოლი, თეოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ფენფლურამინი, Li+ პრეპარატები, პირიდოქსინი, ქინიდინი, ქინინი, ქლოროქინინი, ეთანოლი.
ჰიპოგლიკემიურ მოქმედებას ასუსტებს გლუკაგონი,სომატროპინი, გლუკოკორტიკოსტეროიდი, პერორალური კონტრაცეპტივები, ესტროგენი, თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, თირეოიდული ჰორმონები, ჰეპარინი, სულფინპირაზონი, სიმპატომიმეტიკები, დანაზოლი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, კლონიდინი, კალციუმის ანტაგონისტები, დიაზოქსიდი, მორფინი, მარიხუანა, ნიკოტინი, ფენიტოინი, ეპინეფრინი, H1–ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები.
ბეტა ადრენობლოკატორებს, რეზერპინს, ოქტრეოტიდს, პენტამიდინს შეუძლიათ როგორც  შეამცირონ ისე გააძლიერონ ინსულინის ჰიპოგლიკემიური მოქმედება.
მწარმოებელი: NOVO NORDISK

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook