ირუქსოლი მალამო – IRUXOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფერმენტული პრეპარატი, დამზადებული Clostridium hystolyticum– სგან. შეიცავს კლოისტრიდიოპეპტიდაზა A და სხვა პეპტიდაზებს. უზრუნველყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, არ მოქმედებს ინტაქტურ ეპითელზე, გრანულაციურ, ცხიმოვან, კუნთოვან ქსოვილზე. ბაქტერიულად დაინფიცირებული ჭრილობისას ნეკროტული ქსოვილის ფერმენტული დაშლა, ბაქტერიებს საკვებ გარემოს გარეშე ტოვებს.
კლოსტიდიოპეპტიდაზა – პროტეოლიტური ფერმენტია, გამოყოფილი Clostridium hystolyticum–ის მიერ, ქლორამფენიკოლი – ბაქტერიოსტატიკური ანტიბიოტიკი, მოქმედების ფართო სპექტრით.
მალამო ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებით, ასუფთავებს ჭრილობას, უზრუნველყოფს მის გრანულაციას.

ჩვენებები:
დაწყლულებული და ნეკროზი (ვარიკოზული წყლულები, ნაწოლები, კიდურების განგრენა, მოყინვა), ძნლად შეხორცებად წყლულები, კანის ტრანსპლანტაციის წინ. ფერმენტული გაწმენდა ნეკროტული ქსოვილისგან კანისა და კანქვეშა დაწყლულებისას.

უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის სისხლწარმოქმნის ფუნქციის დათრგუნვა (მათ შორის ანამნეზში), პანმიელოპათია, ჰემოლიტური სიყვითლე.

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რექციები, წვა, ტკივილი. როგორც კაუზისტიკა – ჰემოპოეზის დარღვევა (ქლორამფენიკოლის შეწოვის შედეგი).

მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი. მალამოს გამოყენების წინ მშრალი ჭრილობების ფსკერი აუცილებლად უნდა დასველდეს 0.9% NaCl ხსნარით. მშრალი და მაგარი ფუფხი თავდაპირველად უნდა დარბილდეს სველი სახვევით. 2მმ მალამოს ფენას დაიტანენ მაშინვე მსუბუქად დასველებულ ჭრილობაზე 1–2–ჯერ დღეში. ვარიკოზული წყლულების მკურნალობისას ერთდროულად ხდება ირუქსოლის დამწოლი ნახვევის გამოყენება, არტერიალური სისხლის მიმოქცევის დარღვევისას – მკურნალობა ტარდება შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით. ინფექციის სიჭარბისას აუცილებელია ანტიბაქტერიალური თერაპიის ჩატარება.

განსაკუთრებული მითითებები:
ჭრილობის კიდეების გაღიზიანების შემცირების მიზნით შეიძლება თუთიის პასტის ან სხვა მსგავსი პრეპარეტის გამოყენება. ჭრილობაზე დამატებით სხვა პრეპარატის გამოყენებას უნდა ერიდოთ, რადგან ამ დროს შესაძლებელი ირუქსოლის ეფექტისდაქვეითება.

ურთიერთქმედება:
არ არის რეკომენდებული ადგილობრივი გამოყების სხვა სამკურნალო საშუალებებით სარგებლობა. ანტისეპტიკები, მძიმე მეტალები, დეტერგენტები, საპონი ასუსტებს პრეპარატის აქტიობას.
არ შეიძლება ირუქსოლისა და ტიროტრიცინის, გრამიციდინის ტეტრაციკლინის კომბინირება.
გამოშვების ფორმა: მალამო გარაგანი გამოყენებისთვის.
მწარმოებელი: NORDMARK AG, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook