ისოზიდი – ISOZID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზონიაზიდი/ISONIAZID
კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიტუბერკულოზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტიტუბერკულოზური საშუალება; მოქმედებს ბაქტერიციდულად, თრგუნავს მიკოლური მჟავების სინთეზს, რომელიც წარმოადგენს მიკობაქტერიის უჯრედული კედლის მნიშვნელოვან კომპონენტს. განსაკუთრებით აქტიურია სწრაფად გამრავლებადი მიკროორგანიზმების მიმართ (მათ შორის, უჯრედში არსებული).
ჩვენებები:
ტუბერკულოზი (ნებისმიერი ლოკალიზაციის, მოზრდილებში და ბავშვებში, მკურნალობა და პროფილაქტიკა, კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა, წამლისმიერი ჰეპატიტი და ღვიძლისმიერი უკმარისობა (იზონიაზიდის წინმსწრები მკურნალობის ფონზე), ღვიძლის დაავადება გამწვავების სტადიაში.
სიფრთხილით:
ალკოჰოლიზმი, ღვიძლისმიერი უკმარისობა, კრუნჩხვითი გულყრები, ორსულობა (არ ნიშნავენ 10მგ/კგ მეტი დოზით). გულ–სისხლძარღვთა დეკომპენსირებული დაავადება (გულის ქრონიკული უკმარისობა, სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი).
გვერდითი მოქმედება:
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, იშვიათად – განსაკუთრებული დაღლილობა ან სისუსტე, გაღიზიანებულობა, ეიფორია, უძილობა, პარესთეზია, კიდურების დაბუჟება, პერიფერიული ნევროპათია, მხედველობის ნერვის ნევრიტი, პოლინევრიტი, ფსიქოზი, განწყობის ცვლილება, დეპრესია. ეპილეფსიან ავადმყოფებს შეიძლება გაუხშირდეთ გულყრები.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემის შეგრძნება, სტენოკარდია, არტერიული წნევის მომატება.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, ტოქსიკური ჰეპატიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერთერმია, ართრალგია.
ადგილობრივი რეაქციები: ინექციის ადგილის გაღიზიანება.
სხვა: ძალიან იშვიათდ გინეკომასტია, მენორაგია, მიდრეკილება სისხლიდენისა და სისხლჩაქცევებისკენ.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, დიზართრია, მოთენთილობა, დეზორიენტაცია, ჰიპერრეფლექსია, პერიფერიული პოლინევროპათია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, კეტონურია, კრუნჩხვები (პრეპარატის მიღებიდან 1–3 სთ–ის შემდეგ), კომა.
მკურნალობა: პერიფერიული პოლინევროპათია (ვიტამინები B6, B1. B12, ATФ, გლუტამინის მჟვა, ნიკოტინამიდი, მასაჟი, ფიზიოთერაპიული პროცედურები);
კრუნჩხვა: (ი/მ ვიტამინი B6 – 200–250 მგ, ი/ვ 40% დექსტროზის ხსნარი – 20მლ, ი/მ 25% მაგნიუმის სულფატის ხსნარი – 10მლ, დიაზეპამი);
თირკმელების ფუნქციის დარღვევა (მეთიონინი, ლიპამიდი, ATФ, ვიტამინი B12).
მიღბის წესი და დოზირება:
შიგნით, ჭამის შემდეგ, 600–900მგ/დღ 1–3 მიღებაზე, მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 600მგ, დღეღამური – 900მგ,
ბავშვებში – 5–15მგ/კგ/დღ. ი/მ – 5–12 მგ/კგ, 1–2 –ჯერ დღეში 2–6 თვე. ი/ვ (30–60წამის მანძილზე) – 10–15 მგ/კგ/დღ 10% ხსნარის სახით; კურსი – 30–150გადასხმა.
შეყვანის შემდეგ აუცილებელია წოლითი რეჯიმის დაცვა 1–1,5 სთ–ის განმავლობაში.
პროფილაქტიკის მიზნით – შიგნით, 5–10მგ/კგ/დღ 2 მიღება 2 თვის მანძილზე ან ი/მ – 300მგ 1–ჯერ დღში.
ორსულობის დროს და ფილტვ–გულის უკიმარისობის მძიმე ფორმის დროს, ათროსკლეროზისას, გულის იშემიური დაავადებისას და არტერიული ჰიპერტენზიისას არ ინიშნება 10მგ/კგ მეტი დოზით.
განსაკუთრებული მითითებები:
მიკრობული რეზისტენტობის განვითარების შენელების მიზნით ნიშნავენ სხვა ანტიტუბერკულოზურ საშუალებებთან ერთად. მეტაბოლიზმის სხვადასხვა სიჩქარის გამო, იზონიაზიდის მიღების წინ მიზანშეწონილია განისაზღვროს მისი ინაქტივაციის სიჩქარე (სისხლში და შარდში შემცველობის დინამისკის მიხედვით).
სწრაფი ინაქტივაციისას იზონიაზიდს იყენებენ უფრო მაღალ დოზებში.
პერიფერიული ნევრიტის რისკისას (65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, ორსულები, ავადმყოფები ღვიძლის ქრონიკული დაავადებით, ალკოჰოლიკები, კვების დარღვევისას, თნმხლები კრუნჩვის საწინაღმდეგო თერაპიისას) რეკომენდებულია 10–25მგ/დღ პირიდოქსინის დანიშვნა.
მკურნალობისას უნდა მოერიდოთ საკვებად ყველის გამოყენებას (განსაკუთრებით შვეიცარიულისას) თევზი, რადგანაც მათი იზონიაზიდთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციის განვითარება (კანის ჰიპერემია, ქავილი, სიცხის და სიცივის შეგრძნება, გულისცემის შეგრძნება, მომატებული ოფლიანობა, ციება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა) რაც დაკავშირებულია მაო–ს და დიამინოქსიდაზების აქტიობის დათრგუნვასთან და  რაც თავის მხრივ იწვევს თევზში და ყველში შემავალი თიამინისა და ჰისტამინის მეტაბოლიზმის დარღვევას.
მხედველობაშია მისაღები, რომ იზონიაზიდს შეუძლია ჰიპერგლიკემიის გამოწვევა, მეორადი გლუკოზურიით;
ლაბორატორიული მაჩვებლები ალტ, ასტ, ბილირუბინის კონცენტრაცია სისხლის შრატში ტრანზიტორულად შეიძლება გაიზარდოს კლინიკური გამოვლინებების გარეშე. ტოქსიური ჰეპატიტის გამოვლენისას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– იზონიაზიდის ციკლოსერინთან კომბინაცია აძლიერებს მიდრეკილებას კრუნჩხვებისადმი;
– ბლორპრომაზინი და ფენირამიდოლი ახანგრძლივებენ იზონიაზიდის ნახევრადგამოყოფის პერიოდს.
– დიფენილჰიდანტოინის, ვალპროის მჟავისა და კარბამაზეპინის მიღებისას იზონიაზიდი ზრდის სისხლის პლაზმაში მათ კონცენტრაციას.
– დისულფირამისა და იზონიაზიდის ერთდროული მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ დროს ძლიერდება დისულფირამის მოქმედება.
– პარაცეტამოლთან კომბინაციაში იზრდება ჰეპატო– და ნეფროტოქსიურობა;
ეთანოლი ამაღლებს იზონიაზიდის ჰეპატოტოქსიურობას და აძლიერებს მის მეტაბოლიზმს,
ქვეითდება თეოფილინის მეტაბოლიზმი, რაც იწვევს სისხლში მისი კონცენტრაციის მომატებას;
ანტაციდური საშუალებები აქვეითებენ შეწოვის პროცესს და სისხლში ქვეითდება იზონიაზიდის კონცენტრაცია (ანტაციდები მიღება ხდება იზონიაზიდის მიღებიდან არა უადრეს 1 სათისა).
გამოშვების ფორმახსნარი ი/ვ და ი/მ, ტაბლეტები
მწარმოებელი: FATOL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook