იფენეკი დერმო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ეკონაზოლი/ECONAZOLE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დერმატოლოგიური მოსაფრქვევი ფხვნილი 1%: ბოთლში 30 გ.
100 გ
ეკონაზოლის ნიტრატი………..1 გ
კრემი გარეგანი გამოყენებისათვის 1%: ტუბში 30 გ
1 გ
ეკონაზოლი……………….  10 მგ
ჩვენებები:
კანის, ლორწოვანი გარსის და თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება, ლიქენი, ერითრაზმა.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული. ამუხრუჭებს ერგოსტეროლის ბიოსინთეზს და არღვევს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის გამტარობას. აქტიურია დერმატოფიტების Trichophyton, Microsporum, Epidermophyton, Candida–ს ტიპის საფუარისმაგვარი სოკოების, ასევე,  Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) და Corinebcterium minutissimum  ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის მიმართ (სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები). ადვილად იხსნება ლიპიდებში და კარგად აღწევს ქსოვილებში.
მიღების წესი და დოზირება:
ადგილობრივად.
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე და მსუბუქად შეიზილება: ტერფის, მტევნის და სხეულის მიკოზის დროს – 1–ჯერ დღეში, ფერადი ლიქენის დროს – 2–ჯერ დღეში (დილით და საღამოს). ტერფის მიკოზის რეციდივის პროფილაქტიკისთვის კლინიკური გამოვლინების არ არსებობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 კვირა.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
გაღიზიანება, წვისა და ქავილის შეგრძნება, კანის გაწითლება, გამონაყარი, ჰიპერპიგმენტაცია და კანის ატროფიული ცვლილება (ხანგრძლივი ხმარებისას).
ურთიერთქმედება:
არ არის გამოვლენილი შეუთავსებლობა და ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებაზე მონაცემები არ არის.
უსაფრთხოების ზომები:
პირველი სიმპტომების გაჩენისას, რაც ზემგრძნობელობაზე და გაღიზიანებაზე მიუთითებს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უნდა მოერიდოთ კრემის თვალში მოხვედრას. ვულვოვაგინალური მიკოზისას პარტნიორები მკურნალობენ. საჭიროა ექიმის ინფორმირება სხვა პრეპარატებით ერთდროული მკურნალობისას.
შენახვის პირობები:
არა უმეტეს 250C, ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადა – 2 წელი. ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
მწარმოებელი: ITALFARMACO

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook