გალფერი – GALFER (FERROUS FUMARATE)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გალფერი – GALFER (FERROUS FUMARATE)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტიანემიური საშუალება.


გალფერი – GALFER (FERROUS FUMARATE) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



შემადგენლობა 1კაფს. შეიცავს 305 მგ რკინის ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულა დამზადებულია ჟელატინისგან და შეიცავს ყვითელ ქინოლონს (E104), ინდიგოტინს (E132), ტიტანის დიოქსიდს (E171) და ერითროზინს (E127), როგორც ფერის მიმცემ საშუალებებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი აღადგენს ორგანიზში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა გალფერი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, რადგან, პრეპარატში შემავალი ორვალენტიანი რკინა ადვილად აბსორბირდება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 4 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 სთ.
ჩვენება რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: რკინის დეფიციტის პრევენციისთვის მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, რკინის დეფიციტის სამკურნალოდ – თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. შესაძლოა ექიმის მიერ ინდივიდუალური დოზის შერჩევა.
რკინის პრეპარატები მიიღება საკვების მიღებამდე. თუ პრეპარატმა გამოიწვია დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასურველია მისი მიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.
გალფერის კაფსულების მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცველობაზე. რკინის დეფიციტის აღდგენის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი, გალფერის კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იღებს მუქ შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.
უკუჩვენება:
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ქავილი);
– რკინის ჭარბ აბსორბციასთან ან სისხლში რკინის ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები;
– განმეორებით ჩატარებული სისხლის გადასხმა;
– კუჭის წყლული; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
– ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან;
– 12 წლამდე ასაკი;
პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის კონსულტაციით: B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტის დროს 3 თვის ორსულებში.
განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან ამ პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, შესაძლებელია გაცდენილი დოზის გახსენებისთანავე მიღება, ხოლო მომდევნო დღეს მისი მიღება ჩვეულებრივვი რეჟიმით.
აუცილებელია რეკომენდებული დოზის დაცვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული გალფერის მიღება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ მის შეწოვას: ტეტრაციკლინის (ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი ან მინოციკლინი), ნეომიცინის ან ქლორამფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები;
პენეცილამინი; ანტაციდები; ქოლესტირამინი.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 3 წელი.
ფორმა, შეფუთვა, – კაფსულები, შეფუთვაში მოთავსებულია 28ც.
მწარმოებელი – THORNTON & ROSSLTD დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook