გენგიგელი / GENGIGEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გენგიგელი / GENGIGEL-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიალურონის მჟავა /hyaluronic acid sodium

გენგიგელი / GENGIGEL-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილების ტროფიკისა და რეგენერაციის გასაუმჯობესებელი საშუალებები


გენგიგელი / GENGIGEL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
გელი 20მლ:
მოქმედი ნივთიერება:
ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით)…………. 0.2%
სავლები 150მლ
მოქმედი ნივთიერება:
ჰიალურონის მჟავა (სოდიუმ ჰიალურონატის სახით)…………. 0.025%
დამხმარე ნივთიერებები:  ქსილიტი, ცელულოზა, ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი (PEG-40), პოლიკარბოფილი, სოდიუმ ჰიდროქსიდი, დემინერალიზებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
– გენგიგელი შეიცავს მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას, რომელიც ჯანმრთელი ღრძილის და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეუცვლელი ელემენტია.
– ჰიალურონის მჟავა ურთიერთქმედებს შემაერთებელი ქსოვილის სხვა ელემენტებთან და უზრუნველყოფს პერიოდონტის შემაერთებელი ქსოვილის სტაბილურობას და ელასტიურობას.
ჰიალურონის მჟავა მოქმედებს როგორც  მიკროორგანიზმებისგან დამცავი ბარიერი და შესაბამისად ამცირებს პერიოდონტის დაავადებების განვითარების რისკს.  ღრძილის ანთებითი მდგომარეობებისა და ტრავმების დროს ქსოვილის მოთხოვნილება ჰიალურონის მჟავას მიმართ მნიშვნელოვნად იზრდება (≈200%-მდე საწყის დონესთან შეადრებით), რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვნ როლს უჯრედული ციკლის რეგულაციასა და ქსოვილის ადგილობრივი რეგენერაციის ოპტიმიზაციაში.
– ჰიალურონის მჟავა მოქმედებს ფიბრობლასტების გადაადგილებაზე და ფიბროგენეზზე, რაც განაპირობებს დაზიანებული ქსოვილის სწრაფ რეგენერაციას.
– ჰიალურონის მჟავას გააჩნია წყლის შეკავების მაღალი პოტენციალი (ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა იკავებს წლის ≈1000 მოლეკულას), რაც შეშუპების საწინააღმდეგო, ე.წ. „ღრუბლის“ ეფექტს განაპირობებს.
– ჰიალურონის მჟავას აქვს მთელი რიგი დადებითი თვისებები, რაც ხელს უწყობს პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების წარმატებულ მკურნალობას.
გენგიგელი®:
•              შეიცავს არაცხოველურ, ბიოტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებულ, მაღალი მოლეკულური წონის მქონე ჰიალურონის მჟავას (სოდიუმ ჰიალურონატის სახით)
•              გენგიგელშის შემადგენლობაში შემავალი ბიოპოლიმერების ნაკრები უზრუნველყობს მის გამოხატულ მუკოადჰეზიურ თვისებებს
•              გენგიგელი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, გამოიყენება შეუზღუდავად ორსულებში, დიაბეტის მქონე პაციენტებში, ბავშვებში 0 ასაკიდან.
გამოყენების ჩვენება:
ჰიალურონის მჟავა ხელს უწყობს პირის ღრუს რბილი ქსოვილების სწრაფ აღდგენას:
•              ღრძილის ანთებითი პროცესების დროს (პაროდონტიტი, გინგივიტი, ღძილის პათოლოგიური ჯიბე)
•              ღრძილებიდან სისხლდენისას
•              აფტოზური სტომატიტის და წყლულის დროს
•              პირის ღრუს ქსოვილების ტრავმული დაზიანების დროს (პროთეზით ან ბრეკეტ-სისტემით გამოწვეული ღრძილის დაზიანება)
•              კბილის ექსტრაქციის შემდგომ პერიოდში
•              იმპლანტაციის შემდგომ პერიოდში
გამოყეების წესი:
გელი:  გამოიყენება 3-4 ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში (პათოლოგიური სიმპტომების სრულ გაქრობამდე). გელის თხელი ფენა დაიტანება ღრძილზე და მასირებული მოძრაობებით თანაბრად შეიზილება ლორწოვანის ზედაპირზე
სავლები: 10მლ (ერთი დოზა) განუზავებელი სახით გამოივლეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დღეში 3-5 ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.
გაფრთხილება:
შესაძლოა გამოვლინდეს ინდივიდუალური მგრძნობელობა პროდუქტის მიმართ
ინახება  5°C დან 40°C-მდე ტემპერატურის პირობებში
გამოშვების ფორმა: გელი 20მლ, 150მლ სავლები ხსნარი
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: RICERFARMA srl. იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook