გინიპრალი / GYNIPRAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინიპრალი / GYNIPRAL-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): hexoprenalin

გინიპრალი / GYNIPRAL-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მიომეტრიუმის ტონუსისა და შეკუმშვის აქტივობის დამწევი საშუალებები, ბეტა2 – ადრენორეცეპტორების მასტიმულირებელი საშუალებები


გინიპრალი / GYNIPRAL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
2 მლ თითოეული ამპულა შეიცავს:
გექსოპრენალინის სულფატი      –  0,010 მგ
ნატრიუმის პიროსულფიტი        – 0,040 მგ
დინატრიუმის ედეტატ დიჰიდრატი – 0,050 მგ
ნატრიუმის ქლორიდი  – 18,00 მგ
გოგირდის მჟავა 2 N რამდენიც საჭიროა pH ოპტიმიზაციისათვის.

საინექციო წყალი – 2 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური

თვისებები
ფარმაკოდინამიკა
გინიპრალი წარმოადგენს საშვილოსნოს კუნთების მომადუნებელ სელექტიურ ß2-სიმპატომიმეტიკს. გინიპრალისÒ ზემოქმედებით მცირდება საშვილოსნოს შეკუმშვების სიხშირე და ინტენსივობა. პრეპარატი თრგუნავს სპონტანურ და ასევე ოქსიტოცინით გამოწვეულ სამშობიარო შეტევებს; მშობიარობის დროს ახდენს მეტისმეტად ძლიერი და არარეგულარული შეტევების ნორმალიზებას. გინიპრალისÒ მოქმედებით ნაადრევი შეტევები უმეტეს შემთხვევაში წყდება, რაც იძლევა ორსულობის გახანგრძლივების საშუალებას მშობიარობის ნორმალურ ვადამდე. თავისი ß2- სელექტიურობის შედეგად გინიპრალიÒ ახდენს უმნიშვნელო მოქმედებას გულის მუშაობაზე და დედისა და ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე.

ფარმაკოკინეტიკა
გინიპრალი შედგება ორი კატექოლამინური ჯგუფისაგან, რომლებიც კატექოლამინ-0-მეთილტრანსფერაზას მეშვეობით ადამიანის ორგანიზმში მეთილირებას განიცდიან. მაშინ, როდესაც მეთილის ერთი ჯგუფის შეყვანით იზოპრენალინის მოქმედება თითქმის მთლიანად წყდება, ჰექსოპრენალინი ხდება ბიოლოგიურად არააქტიური მხოლოდ ორივე თავისი კატექოლამინური ჯგუფის მეთილირების შემთხვევაში. გინიპრალისÒ ეს თვისება და ასევე ზედაპირზე ადგეზიის მაღალი უნარი ითვლება მისი ხანგრძლივი მოქმედების მიზეზად.

ვირთხებზე 3H-ნიშანდებული ნივთიერებებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ შარდით ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყოფა გრძელდება დროის მიხედვით უფრო დიდხანს ინტრავენური ინექციის შემდეგ, ვიდრე იზოპრენალინის შეყვანის შემდეგ; 2 საათის შემდეგ იზოპრენალინის მხოლოდ 0,6% გამოიყოფოდა უცვლელი სახით. ამასთან შედარებით ჰექსოპრენალინის გამოყენებისას პირველი 4 საათის განმავლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების 80% გამოიყოფოდა შარდით უცვლელი სახით, ანუ თავისუფალი ჰექსოპრენალინის და მონომეთილდერივატის სახით. შემდომ იზრდება დიმეთილდერივატის და შეუღლებული ნაერთების (გლუკორონიდის და სულფატის) ეკსკრეცია. უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა ნაღველით რთული მეტაბოლიტების ფორმით. ამის გარდა, ბრონქებში შეყვანისას ნიშანდებული 3H-ჰექსოპრენალინი შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყოფა შარდით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების ფორმით. შეყვანილი ნივთიერების ნაწილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება აქტიური შეყვანის ადგილას. კუნთებში შეყვანის შემდეგ აქტიური მეტაბოლიტი ასევე კარგად გამოიყოფოდა შარდით. ინექციის ადგილას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აღინიშნება პრეპარატის მოქმედება. ჰექსოპრენალინი კარგად აბსორბირდება პერორალურად მიღებისას, მისი ნაწილი გამოიყოფა შარდით დიმეთილირებული მეტაბოლიტის სახით.

გამოყენების
ჩვენება
1. მწვავე ტოკოლიზი
მშობიარობის დროს სამშობიარო შეტევების შეკავება საშვილოსნოსშიდა ასფიქციის დროს, საშვილოსნოს იმობილიზაცია საკეისრო კვეთის წინ, ნაყოფის გარდიგარდმო მდგომარეობიდან შემობრუნების წინ, ჭიპლარის პროლაფსის შემთხვევაში, სამშობიარო მოქმედების გართულების დროს. როგორც ექსტრემალური ზომა ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, ორსულის საავადმყოფოში გადაყვანის წინ.
2. მასიური ტოკოლიზი
ნაადრევი სამშობიარო შეტევების შეკავება საშვილოსნოს გადასწორებული და/ან გახსნილი ყელის არსებობისას.
3. ხანგრძლივი ტოკოლიზი
გადაუსწორებელი ან გაუხსნელი საშვილოსნოს ყელის მდგომარეობაში დაწყებული გაძლიერებული და გახშირებული სამშობიარო შეტევების დროს ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა. საშვილოსნოს იმობილიზაცია ცერვიკალურ სერკლაჟამდე, მისი მსვლელობის და მის შემდეგ.

უკუჩვენება
–           ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კოპონენტის მიმართ (განსაკუთრებით ავადმყოფებისათვის ბრონქიალური ასტმით და სულფიტებისადმი ჰიპერმგრძნობელობით);
–           ტირეოტოქსიკოზი;
–           გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით გულის რითმის დარღვევები, რომლებიც მიმდინარეობენ ტაქიკარდიით, მიოკარდიტი, მიტრალური სარქველის მანკი და აორტალური სტენოზი;
–           გულის იშემიური დაავადება;
–           არტერიული ჰიპერტენზია;
–           ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები;
–           დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
–           სისხლდენა საშვილოსნოდან, პლაცენტის ნაადრევი მოცილება;
–           საშვილოსნოსშიდა ინფექციები;
–           ორსულობა (1 ტრიმესტრი);
–           ლაქტაციის პერიოდი.

გამოყენების
წესი და დოზირება
ინტრავენურად ნაკადით შეყვანისათვის ან ინფუზიისათვის.
ამპულის შიგთავსი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ნელა (5-10 წუთის განმავლობაში) ავტომატურად მადოზირებელი ინფუზომატების გამოყენებით ან ჩვეულებრივი საინფუზიო სისტემების მეშვეობით – ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით განზავების შემდეგ 10 მლ-მდე.
ამპულა დავიჭიროთ ფერადი ნიშნულით ზევით. შევანჯღრიოთ სითხე ამპულის წვეტიდან ქვევით. გადავტეხოთ ამპულის ბოლო, როგორც ნაჩვენებია სურათზე.
დოზირება
1. მწვავე ტოკოლიზი.
10 მკგ (2 მლ-ანი 1 ამპულა). შემდგომში, აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა შეიძლება იქნას გაგრძელებული ინფუზიის დახმარებით (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია – გინიპრალი 25 მკგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად).
2. მასიური ტოკოლიზი.
მკურნალობის დასაწყისში იწყებენ შეყვანას 10 მკგ-დან (2 მლ-ანი 1 ამპულა) გინიპრალის შემდგომი ინფუზიით სიჩქარით 0,3 მკგ/წთ. ალტერნატიული მკურნალობის სახით შესაძლებელია მხოლოდ გინიპრალის ინფუზიის გამოყენება სიჩქარით 0,3 მკგ/წთ., პრეპარატის წინასწარი ბოლუსური შეყვანის გარეშე.
3. ხანგრძლივი ტოკოლიზი.
ხანგრძლივი წვეთოვანი ინფუზია 0,075 მკგ/წთ (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია – – გინიპრალიÒ 25 მკგ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად).
თუ 48 საათის განმავლობაში არ ხდება შეტევების განახლება, მკურნალობის გაგრძელება შეიძლება გინიპრალისÒ ტაბლეტებით 0,5 მგ (იხ. შესაბამისი გამოყენების ინსტრუქცია).

მითითებული დოზირების გამოყენება შეიძლება მხოლოდ როგორც საორიენტაციოსი, ტოკოლიზის დროს აუცილებელია მისი რეგულირება ინდივიდიუალურად.

გვერდითი
მოქმედება
თავის ტკივილი, შფოთვა, ტრემორი, მომატებული ოფლის გამოყოფა, ტაქიკარდია (ნაყოფის გულის შეკუმშვების სიხშირე უმეტეს შემთხვევებში რჩება უცვლელი ან ოდნავ იცვლება), შეშუპება, თავბრუსხვევა, იშვიათ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება.
ავადმყოფებში ბრონქიალური ასთმით და ჰიპერმგრძნობელობით სულფიტების მიმართ გინიპრალისÒ მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა შესაძლო სიმპტომებია: გაძნელებული სუნთქვა, გონების დარღვევა და დაკარგვა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქტური შოკი.
შეიძლება აღინიშნოს დედის გულის შეკუმშვების სიხშირის უმნიშვნელო მომატება. შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება, განსაკუთრებით დიასტოლური. იშვიათ შემთხვევებში აღინიშბებოდა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები, ჩივილები გულის არეში ტკივილებზე (კარდიალგია). ეს სიმპტომები სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. პრეპარატის გლიკოგენოლიზური მოქმედება ვლინდება სისხლში შაქრის შემცველობის მომატებით, შაქრიანი დიაბეტის დროს ეს ეფექტი უფრო ძლიერად არის გამოხატული.
დიურეზი, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, მცირდება.
ჰიპოკალიემია, ჰიპოკალციემია თერაპიის დასაწყისში, მაგრამ შემდგომი მკურნალობის პროცესში კალიუმის და კალციუმის შემცველობა ნორმალიზდება. შესაძლებელია სისხლის შრატში ტრანსამინაზების კონცენტრაციის დროებითი ზრდა. შეიძლება გაჩნდეს ნაწლავების პერისტალტიკის შეფერხება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ნაწლავების ატონია, ამიტომ ტოკოლიზური თერაპიის დროს აუცილებელია ყურადღების მიქცევა კუჭის მოქმედების რეგულარობაზე.
ახალშობილებში – ჰიპოგლიკემია და აციდოზი, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქტური შოკი.

ჭარბი
დოზირება
სიმპტომები: დედის გულისცემის შეკუმშვების სიხშირის ძლიერი მომატება, ტრემორი, გამოხატული ტაქიკარდია, თავის ტკივილი, მომატებული ოფლის გამოყოფა, შფოთვა, კარდიალგია, ქოშინი.
მკურნალობა: გინიპრალის ანტაგონისტების გამოყენება – არასელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორების, რომლებიც მთლიანად ანეიტრალებენ გინიპრალის მოქმედებას.

ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არასელექტიური ბეტა-ბლოკატორები ასუსტებენ გინიპრალისÒ მოქმედებას ან ანეიტრალებენ მას. მეთილქსანტინები (მაგ., ტეოფილინი) აძლიერებენ გინიპრალისÒ მოქმედებას. ღვიძლში გლიკოგენის დაგროვების ინტენსივობა, გამოწვეული გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებით, მცირდება გინიპრალისÒ მოქმედებით. გინიპრალიÒ ასუსტებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების მოქმედებას. თავი უნდა ავარიდოთ გინიპრალისÒ სხვა სიმპატომიმეტიკებთან (გულ-სისხლძარღვთა და ანტიასთმატური საშუალებები) ერთდროულად გამოყენებას, ვინაოდან ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის მუშაობაზე ზემოქმედების გაძლიერება და ჭარბი დოზირების სიმპტომების გაჩენა. ზოგადი ანესთეზიის საშუალებები (ფტოროტანი) და ადრენოსტიმულატორები აძლიერებენ გვერდით ეფექტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან.
გინიპრალი შეუთავსებელია ჭვავის რქის ალკალოიდებთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ასევე პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კალციუმს და ვიტამინ B-ს, დიჰიდროტაქისტეროლს ან მინერალოკორტიკოსტეროიდებთან.

სულფიტი წარმოადგენს მაღალაქტიურ კომპონენტს, ამიტომ თავი უნდა შევიკავოთ გინიპრალისÒ შერევისაგან სხვა ხსნარებთან, გარდა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარისა და 5% გლუკოზის ხსნარისა.

განსაკუთრებული
მითითებები
გინიპრალის გამოყენების დროს საჭიროა დედის პულსზე და არტერიულ წნევაზე დაკვირვება, ასევე ნაყოფის გულისცემაზე. რეკომენდირებულია ელექტროკარდიოგრამის დარეგისტრირება მკურნალობამდე და მკურნალობის დროს. პაციენტებისათვის მომატებული მგრძნობელობით სიმპატომიმეტიკებისადმი საჭიროა გინიპრალისÒ მიღება მცირე ინდივიდუალურად დანიშნული დოზებით, ექიმის მუდმივი დაკვირვების ქვეშ.
დედის გულისცემის შეკუმშვების სიხშირის მნიშვნელოვან ზრდისას და/ან არტერიული წნევის გამოხატულად დაქვეითების დროს, საჭიროა დოზის შემცირება; ჩივილის არსებობის შემთხვევაში გაძნელებულ სუნთქვაზე, ტკივილებზე გულის არეში და გულის უკმარისობის ნიშნების გაჩენისას პრეპარატ გინიპრალისÒ მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.
ორსულებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა ნახშირწყლის ცვლაზე დაკვირვება, ვინაიდან გინიპრალისÒ გამოყენებამ, განსაკუთრებით მკურნალობის საწყის სტადიაზე, შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის ზრდა. თუ მშობიარობა მიმდინარეობს უშუალოდ გინიპრალითÒ მკურნალობის კურსის შემდეგ, აუცილებელია ახალშობილებში ჰიპოგლიკემიის და აციდოზის გაჩენის შესაძლებლობის გათვალისწინება ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტების (რძის და კეტონის მჟავები) ტრანსპლაცენტარული შეღწევის გამო.

ცალკეულ შემთხვევებში გლუკოკორტიკოსტეროიდების ერთდროულმა გამოყენებამ გინიპრალისÒ ინფუზიის დროს შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების შეშუპება. ამიტომ ინფუზიური თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტების მუდმივი საგულდაგულო კლინიკური დაკვირვება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კორტიკოსტეროიდებით კომბინირებული მკურნალობის დროს ავადმყოფებში თანმხლები დაავადებებით, რომლებიც ხელს უწყობენ სითხის შეკავებას (თირკმელების დაავადებები). აუცილებელია ჭარბი რაოდენობის სითხის მიღების მკაცრი განსაზღვრა. ფილტვების შეშუპების განვითარების შესაძლო რისკი მოითხოვს ინფუზიების მოცულობის შეზღუდვას, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ასევე განზავებისათვის ისეთი ხსნარების გამოყენებას, რომლებიც არ შეიცავენ ელექტროლიტებს. საჭიროა საკვებთან მარილის მოხმარების შეზღუდვა.
ტოკოლიზური თერაპიის დაწყების წინ საჭიროა კალიუმის პრეპარატების მიღება, რადგანაც ჰიპოკალიემიის დროს სიმპატომიმეტიკების მოქმედება მიოკარდზე ძლიერდება.
ზოგიერთი ნარკოტიკების (გალოტანი) და სიმპატომიმეტიკების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა. გინიპრალისÒ მიღება უნდა შეწყდეს ნარკოზისათვის გალოტანის გამოყენების წინ.
ხანგრძლივი ტოკოლიზური თერაპიის წინ საჭიროა ფეტოპლაცენტარული კომპლექსის მდგომარეობის დაკვირვება, და დარწმუნება იმაში, რომ პლაცენტა მოცილებული არ არის. ტოკოლიზური თერაპიის ფონზე შეიძლება შეინიღბოს პლაცენტის ნაადრევი მოცილების ნიშნები. სანაყოფე ბუშტის გახეთქვისა და საშვილოსნოს ყელის 2-3 სმ-ზე მეტად გახსნის შემთხვევაში ტოკოლიზური თერაპია ნაკლებად ეფექტურია.
ტოკოლიზური მკურნალობის დროს ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენებით შეიძლება გაძლიერდეს თანმხლები დისტროფიული მიოტონიის ნიშნები. ასეთ შემთხვევებში რეკომენდირებულია დიფენილჰიდანტოინის პრეპარატების (ფენიტოინის) გამოყენება.

შენახვის
პირობები
ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 10მკგ/2მლ 2მლ ხსნარი ი.ვ. შეყვანისათვის ამპულა №5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Nycomed Austria GmbH, ავსტრია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook