გინკორ გელი – GINKOR GEL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინკორ გელი – GINKOR GEL-ის  საერთაშორისო დასახელება: გინკო ბილობას ექსტრაქტი, ტროქსერუტინი/GINKGO BILOBA; TROXERUTIN

გინკორ გელი – GINKOR GEL-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი; ვენომატონიზებელი საშუალება


გინკორ გელი – GINKOR GEL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 40 გ
1 გ 1 ტუბი
გინკო ბილობას ექსტრაქტი …………..   4 მგ 56 მგ
ტროქსერუტინი………………………….. 30 მგ 1.2 გ
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი. ამცირებს კაპილარების განვლადობას, უზრუნველყოფს სისხლძარღვოვანი ტონუსის ოპტიმიზაციას, მეტაბოლიზმის პროდუქტების განდევნას, არეგულირებს კაპილარულ მოცულობას. ხელს უწყობს გლუკოზის მოხმარების გაზრდას, ლაქტატის გამოყოფას და აერობული გლიკოლიზის პროცესის აღდგენას ქსოვილებში; ლიკვიდაციას უკეთებს ქსოვილოვან შეშუპებას, პლაზმის პროტეინების ტრანსუდაციას და ფოსფოლიპაზა A2–ის ინჰიბირებით ლეიკოციტების, ლიპოოქსიგენაზის ინფილტრაციას, ახდენს თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორის ბლოკირებას.
ახასიათებს ანტიოქსიდანტური აქტივობა, იცავს ლიზოსომალურ მემბრანას. ჰიპოქსიის პირობებში უზრუნველყოფს ვენის კედლების ენდოთელიარული უჯრედების გამძლეობის მატებას;
თრგუნავს მიკრო ბოჭკოების კოლაგენის გახლეჩვას და აღადგენს გლუვი კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.
აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ზრდის ერთროციტების მემბრანის გამძლეობას და აქვეითებს მათ აგრეგაციას. თრომბოციტების ჰიპერაგრეგაციისას ვენოზური თრომბების წარმოქმნის რისკს ამცირებს.
ჩვენებები:
სისხლჩაქცევები, ჰემატომა;
ინექციის ადგილის მტკივნეულობა;
ვარიკოზულად გაფართოებული ვენები;
ზედაპირული ფლებიტი;
ქვედა კიდურების კლინიკურად გამოვლენილი ვენური უკმარისობა.
მიღების წესი და დოზირება:
გარეგანი მოხმარების.
კანზე დაიტანება ყოველდღე 2–3–ჯერ დღეში, მსუბუქად შეიზილება.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
გელი არ გამოიყენება ლორწოვან გარსზე, კანის საფარველის მთლიანობის დაზიანებისას.
გელის გამოყენების შემდეგ დამუშავებული ადგილი მზეს მოარიდეთ.
მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNATIONAL

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook