გინომიქსი / ginomiqsi

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინომიქსი / ginomiqsi-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნეომიცინი, ნისტატინი, პოლიმიქსინ B სულფატი/ Polymyxin B sulfate, neomycin, nystatine

გინომიქსი / ginomiqsi-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.


გინომიქსი / ginomiqsi აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
ყოველი კაფსულა (1.820მგ) შეიცავს:
1. ნეომიცინის სულფატს 50.2მგ (35მგ. 35 000 სე ნეომიცინის სახით),
2. ნისტატინს 100.000 სე,
3. პოლიმიქსინ B სულფატს 35.000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნეომიცინის სულფატი – წარმოადგენს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მოქმედებსბაქტერიციდულად გრამდადებით მიკროორგანიზმებზე (Staphylococcus aureus, Corinebacterium spp., დასხვა) და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Enterococcus faecium, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Haemophilus influenzae, Proteus vulgaris, Klebsiella pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Pseudomonas aeruginosa, Ureaplasma urealyticum). ახდენს ფუნგიციდურ აქტივობას პათოგენურ სოკოებზე,განსაკუთრებით საფუარისმგავსებზე Candida albicans, Cryptococcus და Histoplasma. აუმჯობესებს საშოსლორწოვანის ტროფიკას.

პოლიმიქსინ B- სულფატი – პოლიპეპტიდური ბუნების ანტიბიოტიკი, აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ
ნისტატინი მიეკუთვნება პოლიენური ჯგუფის ანტიბიოტიკებს და პროდუცირდება აქტინომიცეტ Streptomyces noursei მიერ. ნისტატინი სელექტიურად მოქმედებს პათოგენურ, განსაკუთრებით საფუარის მაგვარ, კანდიდას ჯგუფის სოკოებზე და ასპერგილებზე, ცვლის მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის შეღწევადობას და ამცირებს მათ ზრდას.

ფარმაკოკინეტიკა
აქტიური ნივთიერებები თანაბრად ნაწილდებიან საშოს ლორწოვანზე და ავლენენ ადგილობრივ ბაქტერიოციდულ და ფუნგიციდურ მოქმედებას.

ჯინომიქსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
· ვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
· ვულვოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
· ცერვიკოვაგინიტები არასპეციფიური, სოკოვანი და შერეული
· ვაგინალური კანდიდოზი
· გინეკოლოგიაში ყველა სახის ქირურგიული ჩარევის წინ
· საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ
· საშვილოსნოსშიდა დიაგნოსტიკური პროცედურების წინ
· მშობიარობის წინ

დოზირება და გამოყენების წესი: ინიშნება ინტრავაგინალურად. მწვავე ან ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში 1-2 კაფსულა დღეში, დილით და საღამოს. მკურნალობის კურსი: 6-12 დღე.
პროფილაქტიკის მიზნით: 6 დღე

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით

გვერდითი ეფექტი
· ეკზემატურ-ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.
· ინტოლერანტული ალერგიული სიმპტომები ადგილობრივად მიღებისას.

უსაფრთხოების ზომები
· დაიცავით დანიშნული დოზა და მიღების წესი
· პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ როდესაც ვითარდება მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ანტიბიოტიკებზე ან მათ მსგავს პრეპარატებზე.
· ბაქტერიების რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად შეამოწმეთ სენსიტიურობა
· გამოყენება უნდა მოხდეს ვაგინალურად და არა ორალურად
· მკურნალობა არ შეწყვიტოთ მენსტრუაციის პერიოდში
გამოშვების ფორმა: ვაგინალური კაფსულა #12
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Kolmar Pharma, კორეა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook