გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM-ის  საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზოკონაზოლის ნიტრატი/
ISOCONAZOLE

გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური საშუალება.


გინო-ტრავოგენი ოვულუმ – GYNO – TRAVOGEN OVULUM აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური სუპოზიტორიები: შეფუთვაში 1 ოვულა (2 ც. სათითურით).
1 სუპ.
იზოკონაზოლის ნიტრატი…………..    600 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკოზურ საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის გინეკოლოგიაში. ხასიათდება ფუნგისტატიკური მოქმედებით დერმატოფიტებზე. საფუარის მსგავს და ობის სოკოებზე. აქტიურია აგრეთვე ერითრაზმის და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ.
ჩვენებები:
ყველა სახის დერმატომიკოზები, მათ შორის ხელმეორედ ინფიცირებული: კანდიდოზი, ერითრაზმა, ვაგინალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოებით და/ან გრამდადებითი მიკროორგანიზმებით.
დოზირების რეჟიმი:
ოვულის შეყვანა ხდება ღრმად საშოში, სასურველია მწოლიარე მდგომარეობაში ღამით, ძილის წინ ერთხელ დღეში, ერთჯერადად. ამისათვის საჭიროა სპეციალური სათითურის გამოყენება, რომელიც თან ახლავს პრეპარატს.
პრეპარატის ერთჯერადი გამოყენებისას, არასაკმარისი ეფექტურობის შემთხვევაში შესაძლებელია კურსის გამეორება 10 დღის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად – გაღიზიანება წვის და ქავილის შეგრძნება საშოში პირველი 12-24 სთ-ის  განმავლობაში.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა იზოკონაზოლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
იზოკონაზოლის შემცველი პრეპარატების ორსულობის დროს გამოყენების გამოცდილებამ არ გამოავლინა მისი მავნე გავლენა ნაყოფზე. ძალიან მცირე აბსორბციისა (5%-ზე ნაკლები) და თერაპიის ხანმოკლე კურსის გამო, შეიძლება გამოირიცხოს ბავშვზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების ალბათობა ლაქტაციის დროს.
პედიატრიაში გამოყენება: პრეპარატი არ ენიშნებათ ქალწულებს.
განსაკუთრებული მითითებები:
მენსტრუაციის დროს პრეპარატის გამოყენება რა არის რეკომენდებული. ვულვო-ვაგინალური მიკოზების დროს რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.
ჭარბი დოზირება:
დღეისათვის ცნობები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქიდან გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: Schering S. p A, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook