გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლიკლაზიდი/gliclazide

გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები. სულფონილშარდოვანას წარმოებულები


გლიკლაზიდი MR –APO / GLIKLAZIDE-MR-APO აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ
კოდი: A10BB

1. რა არის გლიკლაზიდ MR -APO 60მგ
ტაბლეტები და რა შემთხვევაში გამოიყენება
გლიკ ლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები-ეს არის პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია სისხლში შაქრის დონის დასაწევად (სულფონილშარდოვანას ჯგუფის პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატი)
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  გამოიყენება ზოგიერთი ტიპის (II ტიპის) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ მოზრდილებში, როდესაც დიეტის დაცვა, ფიზიკური დატვირთვა და წონის დაკლება, სისხლში გლუკოზის ადექვატური დონის გასაკონტროლებლად არასაკმარისია.

2. გლიკლაზიდ MR -APO 60მგ
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შემდეგ შემთხვევებში:
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა)  გლიკლაზიდზე, გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  ნებისმიერ კომპონენტზე, ამ ჯგუფის სხვა პრეპარატებზე (სულფონილშარდოვანას პრეპარატები) ან სხვა მონათესავე პრეპარატებზე (ჰიპოგლიკემიური სულფონამიდები);
• თუ თქვენ გაწუხებთ ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი (I ტიპი);
• თუ თქვენს შარდში აღმოჩენილია კეტონური სხეულები და შაქარი (ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ გაქვთ დიაბეტური კეტოაციდოზი), დიაბეტური კომის ან პრეკომის შემთხვევაში;
• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის სერიოზული დაავადება;
• თუ თქვენ ღებულობთ სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატებს (მიკონაზოლი, იხ. განყოფილება <<სხვა პრეპარატების მიღება>>);
• თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი (იხილეთ განყ. <<ორსულობა და ძუძუთი კვება>>).

გლიკლაზიდ MR -APO 60მგ
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებისას იყავით განსაკუთრებით ფრთხილად
სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციისათვის თქვენ უნდა დაიცვათ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გეგმა. ეს ნიშნავს, რომ ტაბლეტების რეგულარული მიღების გარდა თქვენ უნდა დაიცვათ დიეტა, გააკეთოთ ფიზიკური ვარჯიშები და როდესაც ეს აუცილებელია დაიკლოთ წონაში.

გლიკლაზიდით მკურნალობისას საჭიროა სისხლში შაქრის (შეიძლება შარდშიც), ასევე გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1ც) დონის რეგულარული მონიტორინგი.

მკურნალობის პირველ კვირებში არსებობს სისხლში შაქრის დაწევის რისკი (ჰიპოგლიკემია), ამიტომაც საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლი.

შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) შეიძლება განვითარდეს შემდეგ შემთხვევებში:
-თუ თქვენ არ იკვებებით რეგულარულად ან ტოვებთ საკვების მიღებას,
-თუ თქვენ უარს ამბობთ საკვების მიღებაზე.

-თუ თქვენ ცუდად იკვებებით
-თუ თქვენ შეცვალეთ საკვების შემადგენლობა
-თუ თქვენ ზრდით ფიზიკურ დატვირთვას, ნახშირწყლების მიღების ადაპტირების გარეშე
-თუ თქვენ გამოიყენებთ ალკოჰოლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ ღებულობთ საკვებს,
-თუ თქვენ ერთდროულად ღებულობთ სხვა სამედიცინო ან ნატურალურ პრეპარატებს
-თუ თქვენ ღებულობთ გლიკლაზიდს ძალიან მაღალი დოზებით,
-თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი ჰორმონდამოკიდებული დარღვევები (ფარისებრი ჯირკვლის, ჰიპოფიზის ან თირკმლისზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური დარღვევა)
-თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების მწვავე მოშლა.

სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონის დროს თქვენ შესაძლოა გაგიჩნდეთ შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, ძლიერი შიმშილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა, აგრესიულობა, ცუდი კონცენტრაცია, ყურადღების და რეაქციის დროის შემცირება, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ტრემორ, სენსორული დარღვევები, თავბრუსხვევა და უძლურების შეგრძნება.
აგრეთვე შესაძლოა განვითარდეს შემდეგი ნიშნები და კლინიკური გამოვლინებები: მომატებული ოფლიანობა, ცივი და ნამიანი კანი, შფოთვა, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, მაღალი არტერიული წნევა, მოულოდნელი ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლოა გადავიდეს სხეულის უახლოეს ნაწილებში (სტენოკარდია).

თუ სისხლში შაქრის შემცველობა აგრძელებს შემცირებას, თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ცნობიერების გამოხატული დაბინდვა (დელირიები), კონვულსიები, თვითკონტროლის დაკარგვა, სუნთქვა შესაძლოა გახდეს ზედაპირული, გულის შეკუმშვები შენელებული, თქვენ შესაძლოა დაკარგოთ გონება.

ხშირ შემთხვევაში სისხლში შაქრის შემცირებული დონის კლინიკური გამოხატულება სწრაფად წარმავალია, მას შემდეგ, რაც მიიღებთ შაქარს, ნებისმიერი ფორმით, მაგალითად გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხი, ტკბილი წვენი, ტკბილი ჩაი. ამიტომ თქვენ ყოველთვის თან უნდა ატაროთ შაქარი, ნებისმიერი ფორმით (გლუკოზის ტაბლეტი, შაქრის ნატეხები). გახსოვდეთ, რომ ხელოვნური დამატკბობლები არაეფექტურია. თუ შაქრის მიღებამ არ გშველით ან თუ კლინიკური გამოვლინება ხელახლა განმეორდა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს.

სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკური გამოხატულება შესაძლოა საერთოდ არ განვითარდეს, იყოს ნაკლებად გამოხატული ან განვითარდეს ძალიან ნელა, ან თქვენ მაშინვე ვერ მიხვდეთ, რომ თქვენ შეგიმცირდეთ შაქრის დონე. ეს შესაძლოა შეემთხვეთ ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ზოგიერთ პრეპარატებს (მაგ., პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბეტა ბლოკატორები)
თუ თქვენ აღმოჩნდით სტრესულ სიტუაციაში (მაგალითად, უბედური შემთხვევა, ქირურგიული ოპერაცია, ცხელება ან სხვ.) ექიმმა შესაძლოა დროებით დაგინიშნოთ ინსულინით თერაპია.

სისხლში შაქრის დონის მოამტების კლინიკური გამოხატულება (ჰიპერგლიკემია) შესაძლოა დადგეს თუ გლიკლაზიდმა ჯერ კიდევ არასაკმარისად შეამცირა სისხლში შაქრის დონე, თუ თქვენ არ იცავდით ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობის სქემას ან ზოგიერთ სტრესულ მდგომარეობებში.
შესაძლო გამოვლინებებია: წყურვილის შეგრძნება, გახშირებული შარდვა, პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე და ქავილი, კანის ინფექციები და შემცირებული ეფექტურობა.

თუ თქვენ გამოგივლინდათ მსგავსი ნიშნები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს აქვთ გლუკოზო-6-ფოსფატ-დეჰიდროგენაზას მემკვიდრეობითი დეფიციტი (G6PD, ერითროციტების ნორმიდან გადახრა), თქვენ შესაძლოა განგივითარდეთ ჰემოგლობინის დონის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ჰემოლიზური ანემია). პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებში არ არის რეკომენდებული, შესაბამისი მონაცემების არქონის გამო.

სხვა
პრეპარატების მიღება
ყოველთვის აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, თუ რა პრეპარატებს ღებულობთ ან ღებულობდით ახლო წარსულში, იმის მიუხედავად რომ ეს პრეპარატები აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე, რადგან მათ შესაძლოა ჰქონდეთ ურთიერთქმედება გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებთან.

შესაძლოა გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერება და სისხლში შაქრის დაბალი დონის კლინიკრი გამოვლინება, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ერთ-ერთს:

-სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება სისხლში შაქრის მომატებული დონის სამკურნალოდ (პერორალური ანტიდიაბეტური პრეპარატები, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის აგონისტები ან ინსულინი)  ან ინსულინი)
-ანტიბიოტიკები (მაგ., სულფონამიდები, კლარითრომცინი),
-პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის ან გულის უკმარისობის სამკურნალოდ (ბეტა ბლოკატორები, აგფ ინჰიბიტორები, ისეთი როგორიცაა კაპტოპრილი ან ენალაპრილი)
-სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები (მიკონაზოლი, ფლუკონაზოლი)
-კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლელულების სამკურნალო პრეპარატები (H2 რეცეპტორების ანტაგონისტები),
-დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები)
-ტკივილგამაყუჩებელი ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები (ფენილბუტაზონი, იბუპროფენი)
-სპირტის შემცველი პრეპარატები.

გლიკლაზიდის ჰიპოგლიკემიური ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს ან სისხლში შაქრის შემცველობა გაიზარდოს, თუ თქვენ ღებულობთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპერატებიდან ერთ-ერთს:
-ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (ქლორპრომაზინი),
-პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ანთებას (კორტიკოსტეროიდები)
-ასთმის სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატები, რომლებიც გამოიყნება მშობიარობის დროს (ინტრავენური სალბუტამოლი, რიტოდრინი, ტერბუტალინი),
-სარძევე ჯირკვლის მხრივ დარღვევების, ჭარბი მენსტრუალური სისხლდენის და ენდომეტრიოზის სამკურნალო პრეპარატები (დანაზოლი)
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებმა შესაძლოა გააძლიერონ პრეპარატების მოქმედება, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას (მაგ., ვარფარინი)

ვიდრე დაიწყებთ სხვა პრეპარატის მიღებას კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან. თუ თქვენ მიმართეთ საავადმყოფოს, გააფრთხილეთ სამედიცინო პერსონალი იმის შესახებ, რომ თქვენ ღებულობთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს.

გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება საკვებთან და სასმელთან
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები შესაძლებელია მიიღოთ საკვებთან და უალკოჰოლო სასმელებთან ერთად. ალკოჰოლის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან მას არაპროგნოზირებადი სახით შეუძლია ხელი შეუშალოს  თქვენი დიაბეტის კონტროლს.

ორსულობა და ლაქტაცია
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ორსულობის რეკომენდებული არ არის. თუ თქვენ გეგმავთ ორსულობას ან დადასტურდა თქვენი ორსულობის ფაქტი, აცნობეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს, რათა მან დანიშნოს უფრო შესაფერისი მკურნალობა.

თუ თქვენ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები. სხვა ნებისმიერ სამკურნალო პრეპარატზე გადასვლამდე საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
თქვენი კონცენტრირების უნარი ან რეაქციების სისწარაფე შესაძლოა შემცირდეს სისხლში შაქრის ძალიან დაბალი (ჰიპგლიკემია) ან ძალიან მაღალი (ჰიპერგლიკემია) დონის დროს ან თუ თქვენ ამ მდგომარეობების შედეგად დაგერღვათ მხედველობა. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოთ როგორც თქვენი, ასევე სხვა ადამიანების სიცოცხლე (ავტომობილის ან მექანიზმების მართვისას).
შეეკითხეთ თქვენს ექიმს შეგიძლიათ თუ არა ავტომობილის მართვა, თუ თქვენ:
-ხშირად აღგენიშნებათ სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია)
– სისხლში შაქრის დაბალი დონის (ჰიპოგლიკემია) სიმპტომები არ არსებობს ან მცირეა

საჭირო ინფორმაცია ზოგიერთ კომპონენტზე, რომელიც შედის გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების შემადგენლობაში:

გლიკლაზიდ MR -APO 60მგ შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი სახეობის შაქრის მიმართ, მიმართეთ მკურნალ ექიმს ვიდრე დაიწყებთ ამ პრეპარატის მიღებას.

3. როგორ
მიიღება
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
დოზირება
გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღების დროს,  ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის დანიშნულება. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპრატის მიღების სისწორეში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმი ადგენს თერაპიულ დოზას, სისხლში და შესაძლოა შარდშიც, შაქრის დონის საფუძველზე.
გარე ფაქტორების ნებისმიერი ცვლილება (წონის შემცირება, ცხოვრების წესის შეცვლა, სტრესი) ან შაქრის დონის გაუმჯობესებამ შესაძლოა მოითხოვოს გლიკლაზიდის დოზის შეცვლა.
ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს ნახევარი ტაბლეტიდან ორ ტაბლეტამდე (მაქსიმუმ 120მგ) ერთჯერადი მიღებისათვის, საუზმის დროს. ეს დამოკიდებულია მკურნალობის პასუხზე.
თუ თქვენ ღებულობთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტებს კომბინაციაში ალფა-გლიკოზიდაზების ინჰიბიტორებთან, მეტფორმინთან, თიაზოლიდინდიონთან, დიპეპტიდილპეპტიდაზა IV-ის ინჰიბიტორთან, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი-1-ის რეცეპტორის აგონიტთან ან ინსულინთან, ექიმი თქვენთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული პრეპარატის საჭირო დოზას.
თუ თქვენ თვლით, რომ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები ახდენენ ძალიან ძლიერ ან არასაკმარის მოქმედებას, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიღების წესები და მეთოდები:
მიიღება პერორალურად.

გადაყლაპეთ ნახევარი ან მთელი ტაბლეტი მთლიანად. ტაბლეტები არ დაფხვნათ და არ გაღეჭოთ. ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია საუზმის დროს ერთ ჭიქა წყალთან ერთად (სასურველია ყოველდღე ერთი და იგივე დროს).
ტაბლეტის მიღების შემდეგ აუცილებლად უნდა მიიღოთ საკვები.

თუ თქვენ მიიღეთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები უფრო დიდი რაოდენობით ვიდრე რეკომენდებულია.
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტაბლეტები, მიმართეთ სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყონებლივ აცნობეთ ექიმს ამის შესახებ. ჭარბი დოზირების ნიშნებს წარმოადგენს სისხლში შაქრის დაბალი დონის ნიშნები (ჰიპოგლიკემია), რომელიც აღწერილია განყოფილებაში 2. Aამ კლინიკური გამოვლინებების შესამსუბუქებლად შეიძლება დაუყოვნებლივ მიიღოთ შაქარი (4-6 ნატეხი) ან დალიოთ ტკბილი სასმელი, რის შემდგეაც საჭიროა კარგად დანაყრდეთ. თუ ავადმყოფი იმყოფება უგონო მდგომარეობაში საჭიროა ექიმის დაუყოვნებლივი კონსულტაცია და სასწრაფო დახმარების გამოძახება. ასევე უნდა მოიქცეთ მაშინ თუ ვინმემ, მაგალითად ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს პრეპარატი. არ მისცეთ საკვები და სასმელი პაციენტებს გონების დაკარგვის შემთხვევაში. წინასწარ უნდა იზრუნოთ იმისათვის, რომ გვერდით ყოველთვის იყოს ადამიანი, რომელიც გაფრთხილებულია ამ მდგომარეობის შესახებ და რომელიც აუცილებლობისას შეძლებ ექიმის გამოძახებას.

თუ თქვენ დაგავიწყდათ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება:
მნიშნელოვანია პრეპარატის მიღება ყოველდღე, რადგან მიღების რეგულარობა მკურნალობას უფრო ეფექტურს ხდის.
მიუხედავად ამისა, თუ თქვენ დაგავიწყდათ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა.

სანამ დაიწყებთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ
მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღებას:
იმის გამო, რომ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა გრძელდება  მთელი ცხოვრება, თქვენ უნდა აცნობოთ ექიმს ვიდრე შეწყვიტავთ ამ პრეპარატის მიღებას. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია).

თუ თქვენ პრეპარატის მიღებასთან დაკავშრებით გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენა
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატები გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების აქტიურმა ნივთიერებამ, თუმცა არა ყველა პაციენტში, შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.

ყველაზე ხშირად აღინიშნება სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია). კლინიკური გამოვლინება აღწერილია განყოფილებაში: <<მოიქეცით განსაკუთრებული სიფრთხილით>>).
მკურნალობის არარსებობისას ამ კლინიკურმა გამოვლინებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, გონების დაკარგვა და კომაც. თუ სისხლში შაქრის დაბალი დონის ეპიზოდი აღმოჩნდება მძიმე ან ძალინ ხანგრძლივი, მაშინაც თუ იგი დროებით შემსუბუქდა შაქრის გამოყენების გზით, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.

დარღვევები ღვიძლის მხრივ:

გვაქვს იზოლირებული შეტყობინებები ნორმიდან გადახრის შესახებ ღვიძლის ფუნქციის მხრივ, რაც იწვევს კანის და თვალის სკლერების გაყვითლებას. თუ ეს მოხდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. როგორც წესი სიმპტომები ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. თქვენი ექიმის გადაწყვეტს საჭიროა თუ არა მკურნალობის შეწყვეტა.

დარღვევები კანის მხრივ:
ყოფილა შეტყობინებები კანის ისეთი რაექციების შესახებ, როგორიცაა გამონაყარი, სიწითლე, ქავილი და ჭინჭრის ციება, ანგიოშეშუპება (ქსოვილების სწრაფი შეშუპება, როგორიც არის ქუთუთოების, სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. გამონაყარმა შეიძლება მიიღოს გენერალიზებული ხასიათი ბუშტუკების და კანი აქერცლვით.

დარღვევები სისხლის მხრივ:
ყოფილა შეტყობინებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირების შესახებ (თრომბოციტები, ერითროციტები და ლეკოციტები), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიფერმკრთალე და ხანგრძლივი სისხლდენა, დაფიქსირებულია შეტყობინებები სილურჯეების გამოვლინების შესახებ, ყელის ტკივილი და ცხელება. სიმპტომები როგორც წესი გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებიენება, საკვების მოუნელებლობა, დიარეა და ყაბზობა. ეს გამოვლინებები მცირდება, როდესაც გლიკლაზიდ MR-APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების მიღება ხდება საკვების მიღებისას, როგორც რეკომენდებულია.

ოფთალმოლოგიური დარღვევები
თქვენი მხედველობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისსში. ეს ეფექტი დაკავშირებულია სისხლში შაქრის დონის ცვლილებასთან.
სულფონილშარდოვანას მიღების დროს ცნობილია სისხლში უჯრედების რაოდენობის მწვავე ცვლილებების და სისხლძარღვების კედლების ალერგიული ანთების შემთხვევები. აღნიშნული იყო ღვიძლის მუშაობის დარღვევის სიმპტომები (მაგალითად, სიყვითლე), რომლებიც უფრო ხშირად ქრებოდა სულფონილშარდოვანას მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შეეძლოთ გამოეწვიათ სიცოცხლისთვის საშიში ღვიძლის უკმარისობა.

თუ გვერდითი ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს ან თუ თქვენ აღნიშნეთ არასასურველი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
არ მიიღოთ გლიკლაზიდ MR -APO 60მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტები მუყაოს კოლოფზეა და კონტურულ-უჯრედულ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამორურვის შემდეგ. შენახვის ვადის მითითებისას იგულისხმება აღნიშნული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არა უმეტეს 30○C ტემპერატურაზე.

არ შეიძლება პრეპარატის გადაგდება გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გადაყაროთ მკურნალობის შემდეგ დარჩენილი პრეპარატი. ეს ზომები მიმართულია გარემოს დასაცავად.

6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს გლიკლაზიდ MR -APO 60მგ  მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი:
აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს გლიკლაზიდი. აქტიური ნივთიერების მოდიფიცირებული გამოთავისუფლების თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60მგ გლიკლაზიდს. სხვა კომპონენეტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მალტოდექსტრინი, ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური გაუწყლოებული დიოქსიდი.
ვარგისობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა: 60 მგ ტაბლეტი #100
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Apotex, კანადა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook