გოგრის ზეთი“LIK” თუთია / Pumpkin Oil

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რბილი ჟელატინის კაფსულები 0,78

აქტიური კომპონენტები: 0,012გ თუთიის ოქსიდი (0,01გ თუთიის შემცველობით), გოგრის ზეთი 0,5გ-მდე
ამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, ლიმონმჟავა.

სასარგებლო თვისებები და გამოყენება:
გოგრის ზეთი მიიღება ცივი წნეხის ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც უნარჩუნებს მას კვებით და ბიოლოგიურ ღირებულებებს. შეიცავს ცილებს, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს (ლინოლეის,ოლეინის მჟავა და სხვა), ვიტამინებს (А, Е, В, С, Р, К), ფოსფოლიპიდებს, ფლავონოიდებს, მაკრო და მიკრო ელემენტებს (რკინა,მაგნიუმი, თუთია, სელენი) და სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს.
• რეკომენდებულია საშარდე სისტემის მოქმედების გასაუმჯობესებლად და როგორც თუთიის წყარო
• ეფექტურია პროსტატიტისა და წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს
• ეფექტურია სიმსუქნის, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის და ალკოჰოლური დაზიანების, ასევე ჰეპატიტის შემთხვევების დროს
• ეფექტურია კუჭის წყლულის, კოლიტის, შეკრულობის, ბუასილის, უკანა ტანის ნახეთქების დროს
• ეფექტურია დერმატიტებისა და დერმატომიკოზების დროს (ჰერპესი, ფსორიაზი, დიათეზი, ეგზემა,  აკნე (ფერიმჭამელა))
• აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
• აწესრიგებს სპერმატოგენეზის პროცესს და ოვულატორულ ციკლს
• ასტიმულირებს ანაბოლური ჰორმონების (ინსულინის, ტესტოსტერონის და სხვ.) სინთეზს
• მონაწილეობს სისხლწარმოქმნის პროცესში
• უზრუნველყოფს თვალის ბადურის ფუნქციის სტაბილურობას და ხელს უწყობს თვალის ბროლის გამჭირვალობის შენარჩუნებას
• ხელს უწყობს მეხსიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას
• აძლიერებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ
• ეფექტურია ჰელმენთების (ჭიებით ინვაზიის) დროს
• რეკომენდებულია თუთიის ნაკლებობისას

გამოყენების წესი: მიიღება პერორალურად ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ 1-2 კაფსულა დღეში 1 ან 2-ჯერ, თბილი წყლის მიყოლებით.

უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა გოგრის ზეთის და თუთიის მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე წარმოების თარიღიდან (იხილეთ შეფუთვაზე).

შენახვის წესი: მშრალ ადგილას არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 0,78 გ რბილი ჟელატინის კაფსულები #60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: LEKINTERKAPS, უზბეკეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook