გოლდ რეი / GOLD RAY

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გოლდ რეი / GOLD RAY -ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გოლდ რეი / GOLD RAY-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალებები


გოლდ რეი / GOLD RAY აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>



შემადგენლობა

თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატურალური ფუტკრის რძე (ლიოფილი¬ზატი HAD 5,8%)   1000 მგ
ბეტა-კაროტინი (ვიტამინ A-ს პროვიტამინი)  2500 სე
ხორბლის ღივების ზეთი  500 მგ
ნივრის ფხვნილი 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ეთილვანილინი, სოიოს ლე¬ციტინი 45%, ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი I),  ჰიდროგენიზებული მცენარეული ზეთი (ტიპი II).
ფარმაკოლოგიური თვისებები
გოლდ რეი წარმოადგენს რაციონალურად შერჩეულ აქტი¬ური ნივთიერებების კომპლექსს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება ფუნქციონალური შესაძლებლობების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში. პრეპარატში შემავალი კომპონენტები დადე-ბით და ეფექტურ გავლენას ახდენენ, როგორც ორგანიზმის საერთო მდგომარეო-ბაზე (ზრდიან ემოციური და ფიზი¬კური დატვირთვის მიმართ ამტანობას), ასევე, მისი ცალკეული ორგანოებისა და სისტემების ფუნქციებზეც.
ნატურალური ფუტკრის რძე მდიდარია ორგანიზმისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილებითა და ამინო-მჟავებით. მისი გამოყენება ასტიმულირებს სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, ახდენს რეპროდუქციუ¬ლი ფუნქციის ნორმალიზებას მამაკაცებსა და ქალებში, ზრდის სექსუალურ აქტივობას. ფუტკრის რძე ხელს უწყობს ძილის მოწეს-რიგებას, აღმოფხვრავს შფოთვის, მოუსვენრობის შეგრძნებას. გააჩნია იმუნომო-დულაციური ეფექტი. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შემავალი კოლაგენი ხელს უშლის კანის დაბერების პროცესს და ამცირებს სახსრების დეგენერაციულ ცვლილებებს. გააჩნია მცირედ გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტი.
ბეტა-კაროტინი წარმოადგენს ვიტამინ A-ს პროვიტამინს. მისი ვიტამინ A-დ გარდაქმნა ხდება ღვიძლში დაჟანგვის შედეგად. იგი დადებით ზემოქმედებას ახდენს მხედველობის ორგანოზე. აუცილებელია იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფექციასთან ბრძო-ლაში. ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციური დაავადებების, მათ შო-რის გაციების, მიმართ. გამოიყენება პრაქტიკულად კანის ყველა დაავადების სამკურნალოდ. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს და სიმსივნურ დაავადებათა საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებას. ბეტა-კაროტინის ანტიოქსიდან-ტური მოქმედება მნიშვნელოვან როლს თამაშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადე-ბების და მათი გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით. ზრდის “სა-სარგებლო” ქოლესტერინის შემცველობას სისხლში.
ხორბლის ღივების ზეთი ვიტამინ E-ს წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიო-ქსიდანტს. ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანე-ბელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას. ხელს უწყობს ვიტამინ A-ს ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, გააჩნია ან-ტიკანცეროგენული მოქმედება. გარდა ამისა, ვიტამინი E ხორბლის ღივების ზეთის სხვა კომპონენტებთან ერთად კომპლექსში იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათე-როსკლეროზული დაზიანებისაგან; კურნავს სექსუალურ დისფუნქციას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
ნივრის ფხვნილი, რომელიც დამზადებულია სპეციალური ტექნო¬ლოგიით, იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში, აფერხებს თრომბების წარმოქმნას, ხელს უწყობს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზაბას, გააჩნია ანტიკან-ცეროგენული მოქმედება, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ბა-ქტერიული და სოკოვანი ინფექციების მიმართ.
გამოყენების ჩვენებები
– გადაღლა, გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
– აღდგენითი პერიოდი გადატანილი ინფექციური დაავადებების, ოპერაციული ჩა-რევების, ტრავმების, სხივური და ქიმიოთერაპიის შემდეგ;
– ფიზიკური შესაძლებლობების სტიმულაცია (მაგ., სპორტსმენებში);
– კლიმაქტერული პერიოდი;
– უნაყოფობა;
– პოტენციის დაქვეითება;
– არაბალანსირებული კვება;
– სახსრების დეგენერაციული დაავადებები;
– კანის დაავადებები;
– მხედველობის დარღვევები;
– ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენ-ტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება
ბავშვებში 12 წლის ასაკიდან და მოზრდილებში ინიშნება თითო კაფსულა დღე-ღამეში ერთხელ, ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის მიღება დღის მეორე ნახევარში რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოქმედება
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი ეფექტები გამ-ოვლენილი არ არის.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგი¬ლას არაუმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: კაფსულა №10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SEDICO pharmaceutical company, ეგვიპტე

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook