დალაცინი – DALACIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დალაცინი – DALACIN-ის   საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კლინდამიცინი/CLINDAMYCIN

დალაცინი – DALACIN-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი ადგილობრივი გამოყენებისთვის გინეკოლოგიაში.


დალაცინი – DALACIN მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ვაგინალური კრემი 2%: ტუბში 20 გ
1 გ
კლინდამიცინი…………….        20 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დალაცინის აქტიური ნივთიერება კლინდამიცინი წარმოადგენს ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელიც თრგუნავს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს, რიბოსომების 50-S სუბერთეულზე ზემოქმედებით. იგი ავლენს ბაქტერიოსტატულ, ხოლო შედარებით მაღალ დოზებში ზოგიერთი მიკროორგანიზმების მიმართ – ბაქტერიოციდულ მოქმედებას.
პრეპარატი აქტიურია იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ ვაგინოზებს: Gardnerella vaginalis, Mobiluncus spp., Bacteroides spp., Mycoplasma hominis, Peptostreptococcus spp. დალაცინი არ არის აქტიური Trichomonas vaginalis და Candida albicans-ის მიმართ. დადგენილია მიკროორაგნიზმების ჯვარედინი მდგრადობა კლინდამიცინისა და ლინკომიცინის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
5 გ დალაცინის ერთჯერადი ინტრავაგინალური შეყვანის შემთხვევაში (100 მგ კლინდამიცინი)  სისტემურ სისხლმიმოქცევაში რეზორბცირდება საშუალოდ შეყვანილი დოზის 4%. სისხლის პლაზმაში კლინდამიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს საშუალოდ 20 მგ/მლ.
ჩვენებები:
ბაქტერიული ვაგინოზების მკურნალობა, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ.
მიღების წესები და დოზირება:
ერთჯერადი დოზა (სავსე აპლიკატორი) რეკომენდებულია ძილის წინ შევიყვანოთ საშოში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
სასქესო ორგანოების მხრივ: ცერვიციტი, ვაგინიტი, ვულვის გაღიზიანება.
კუჭნაწლავის და ღვიძლის მხრივ: შესაძლოა ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ურტიკარია.
სხვადასხვა: აღწერილია სუპერინფექციის განვითარების შემთხვევები. არსებობს მონაცემები სოკოვანი ვაგინიტის წარმოშობის შესახებ.
უკუჩვენებები:
*კლინდამიცინის ან ლინკომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია კლინდამიცინის სისტემური რეზორბცია. დალაცინით მკურნალობის შემთხვევაში, გამოხატული ან ხანგრძლივი დიარეა შესაძლებელია მიუთითებდეს ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შესახებ.
ორსულობის I ტრიმესტრში ვაგინალური კრემი გამოიყენება მხოლოდ აუცილებელი ჩვენების მიხედვით. კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პრეპარატის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში არ იწვევს რაიმე პათოლოგიურ ცვლილებებს.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მიხედვით. არ არის რეკომენდებული პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა ინტრავაგინალურ საშუალებებთან.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დალაცინისა და ერითრომიცინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ანტაგონისტური ურთიერთქმედება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: PHARMACIA & UPJOHN, ა.შ.შ.

 

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook