დეკლოსიდი / DECLOSID

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეკლოსიდი / DECLOSID -ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბეკლომეტაზონი, კლოტრიმაზოლი, გენტამიცინი / beclometasone, clotrimazole, gentamicine

დეკლოსიდი / DECLOSID  -ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.


დეკლოსიდი / DECLOSID მალამო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


პრეპარატის
ათქ კოდი: D07CC04

შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:  ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ,  კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი ღია ფერის პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დეკლოსიდი – კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით – ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი – სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი – ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
გამოყენების ჩვენებები
– დერმატიტები;
– ეგზემა;
– ნეიროდერმიტი;
– ოტომიკოზები;
– ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
– ვაგინალური კანდიდოზი;
– კანის ჩირქოვანი დაავადებები;
– გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
გამოყენების წესი და დოზები
დეკლოსიდი თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით.
უკუჩვენებები
– ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
– კანის ტუბერკულოზი;
– სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
– ჩუტყვავილა;
– მარტივი ჰერპესი;
– პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები;
– ღია ჭრილობაზე დატანება;
– 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.
გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტი-კებთან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Laboratorios basi – Industria Farmaceutica S.A. პორტუგალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook