დენტინოქსი – DENTINOX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და  გამოშვების ფორმა:
გელი: ტუბში 10 გ
1 გ
გვირილას ნაყენი…………………………….    150 0მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1 H2O          3.4 მგ
პოლიდოკანოლ 600 ………………….           3.2 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, ქსილიტოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მარილი, პოლისორბატი 20, ედიტინის მჟავა, დინატრიუმის მარილი  2 H2O, ნატრიუმის საქარინი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კბილების ამოსვლის დროს პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება, ამ პროცესის უმტკივნეულოდ და პირველი კბილის ამოჭრის გართულებების გარეშე წარმართვის საშუალებას იძლევა. იგი უზრუნველყოფს ღრძილების შეშუპების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი (სტომატიტი) მოვლენების და ტკივილის შეგრძნების კუპირებას.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება ტკივილით მიმდინარე გართულებების და ანთებითი მოვლენების პროფილაქტიკისათვის პირველი კბილების ამოჭრის დროს.
მიღების წესები და დოზირება:
გელი სუფთა თითის ან ბამბის ჩხირის მეშვეობით დაიტანება ღრძილსა და უშუალოდ კბილის ამოჭრის ადგილას და მსუბუქად შეიზილება. პროცედურა მეორდება დღე-ღამეში 2-3-ჯერ. განსაკუთრებით ძილის წინ და ჭამის შემდეგ.
აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება კბილების ამოსვლის პერიოდში მთლიანად.
გვერდითი მოვლენები:
არ არის ცნობილი.
უკუჩვენებები:
არ არის ცნობილი.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ტრადიციულად გამოიყენება კბილების ამოსვლის დროს ტკივილის პროფილაქტიკისათვის. იგი შეიცავს შაქრის შემცველებს (ქსილიტოლსა და სორბიტოლს) და ხელს უშლის კარიესის განვითარებას,  აფერხებს კბილების შემადგენელი სტრუქტურის დაშლას.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.
მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook