დეპაკინ ქრონო – DEPAKINE CHRONO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დეპაკინ ქრონო – DEPAKINE CHRONO-ის   საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნატრიუმის ვალპროატი/
VALPROATE SODIUM

დეპაკინ ქრონო – DEPAKINE CHRONO-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალება.


დეპაკინ ქრონო – DEPAKINE CHRONO აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 აბ.
ნატრიუმის ვალპროატი    300 მგ
დამხმარე ნივთიერები:
ჰიპრომელოზა 400 (300 mПа.с), ეთილცელულოზა 20 mПа.с, ნატრიუმის საქარინი, ჰიდრატირებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა (6 mПа.с), მიკროგოლი 600, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია.
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
ნატრიუმის ვალპროატი…………..    500 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ჰიპრომელოზა 400 (300 mПа.с), ეთილცელულოზა 20 mПа.с, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოსქიდი, ნატრიუმის საქარინი, სილიციუმის ჰიდრატირებული კოლოიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა (6 mПа.с), მიკროგოლი 600, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, 30%-იანი პოლიაკრილატის დისპერსია.
ჩვენებები:
დეპაკინ ქრონო გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ეპილეფსიის სამკურნალოდ ბავშვებსა და მოზრდილებში: ბიპოლარული აფექტური მოშლილობისას. მანიაკალური სინდორმის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატის ჩვეულებრივ საწყის დოზას შეადგენს 10-15 მგ/კგ ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისად. პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება იყოს გაზრდილი ან შემცირებული.
პრეპარატის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ, ის ეძლევა ბავშვებს, თუ მათ შეუძლიათ მიიღონ ის ასეთი ფორმით.
დოზის გამოტოვება: თუ პაციენტს შემთხვევით გამორჩა პრეპარატის მიღება უნდა მიიღოს შემდეგი დოზა. მიზანშეწონილი არ არის 2 ტაბლეტის ზედიზედ მიღება, გამოტოვებული დოზის აღდგენის მიზნით.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების დროს ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები:
გულისრევა ან ტკივილები მუცელში (მკურნალობის დაწყების დროს);
მადის და წონის მომატება;
მენსტრუალური დარღვევები;
კანის რეაქციები, თმის ცვენა;
ხელების მსუბუქი კანკალი, ძილიანობა;
ღვიძლის ან პანკრეასის ფუნქციის დარღვევა;
სისხლის შედედების დარღვევა;
სმენის დაკარგვა ან თირკმლის ფუნქციის დროებითი დარღვევა.
ამ გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს:
ღვიძლის (სიყვითლე) ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა;
საჭმლის მონელების მოშლა (მადის დაკარგვა, გულრევა, განმეორებითი ღებინებით, ტკივილი მუცელში და კუჭში);
ნერვული მოშლილობა აზროვნების არევით ან განმეორებითი გულყრების;
კანის რეაქციები.
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ასევე საჭიროა ექიმის ინფორმირება ამის შესახებ.
უკუჩვენებები:
დეპაკინი ქრონოს მიღება დაუშვებელია შემდეგ შემთხვევებში:
*ჰეპატიტი (სყვითლე);
*თუ პაციენტს ან მის უახლოეს ნათესავებს წარსულში ჰქონდათ მწვავე ჰეპატიტი, განსაკუთრებით კი, თუ იგი გამოწვეული იყო სამკურნალო საშუალებების გამოყენებით;
*ნატრიუმის ვალპროატის გამოყენებისას ალერგიული რეაქციები;
*თირკმლისმიერი პორფირია.
ორსულობა და ლაქტაცია:
თუ პაციენტი ორსულადაა ან შეიძლება დაორსულდეს დეპაკინი ქრონის მიღების პერიოდში, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.
ძუძუთი კვება: აუცილებელია ექიმისგან კონსულტაციის მიღება, თუ პაციენტი აპირებს ჩვილის ძუძუთი კვებას.
განსაკუთრებული მითითებები:
დეპაკინი ქრონოს გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს ზოგიერთი მდგომარეობა, კერძოდ: დაღლილობის, ძილიანობის, მადის დაკარგვის, ღვიძლის ან თირმკლების პრობლემების, განმეორებითი ღებინების, გულისრევის, მუცელში ტკივილის ან გულყრის განმეორების შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, განსაკუთრებით თუ ეს ეხება ბავშვს, მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს წარსულში ან ამჟამად გადატანილი ყველა დაავადების შესახებ. აუცილებელია ექიმის ინფორმირება, თუ კი პაციენტს ან რომელიმე მის უახლეოს ნათესავს აღენიშნებოდა მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტების მიმართ, განსაკუთრებით სალიცილის მჟავას (ასპირინის) წარმოებულების მიმართ; ექიმს შეუძლია დანიშნოს სისხლში ვალპროატის კონცენტრაციის დონის, ღვიძლის ფუნქციის (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი ექვსი თვის განმავლობაში) და სისხლის ანალიზის მუდმივი კონტროლი.
გავლენა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას: მცირეა დეპაკინ ქრონოს გავლენის ალბათობა ავტომანქანის მართვის უნარზე და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ზედმეტ ყურადღებას, თუმცა მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობის შეგრძნება, განსაკუთრებით, თუ კი პაციენტი იღებს ანტიკონვულსანტებს ბენზოდიაზეპინებთან ერთად. თუ პრეპატის მიღების შემდეგ პაციენტი იგრძნობს ძილიანობას, არ უნდა მართოს ავტომანქანა ან შეასრულოს სამუშაო, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მკურნალობის პერიოდში ნებისმიერი წამლის მიღების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულზე. აუციელებელია ექიმის ინფორმირება თუ პაციენტი იღებს:
*ნეიროლეპტიკებს, ანტიდეპრესანტებს, ანქსიოლოტებს (ბენზოდიაზეპინები) ანტიკონვულსანტებს (ფენობარბიტალი, ფენიტიონი, პრიმიდონი, ლამოტრიჟინი, კარბამაზეპინი);
*ზიდოვუდინს;
*სალიცილის მჟავას (ასპირინი);
*მალარიის საწინააღმდეგო საშუალებებს (მეფლოქინი) ან ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინი, ნეიროპენი, პანიპენი);
*ციმეტიდინს;
*ანტიკოაგულანტებს, რომლებიც მოქმედებენ K ვიტამინის ფაქტორზე;
ექიმი განსაზღვრავს ამ პრეპარატის მიღებას ან მკაცრი კონტროლის აუცილებლობას და მკურნალობის რეჟიმისა და დოზის შეცვლის შესაძლებლობას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25 0C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook