დერუა / Derua

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დერუა / Derua-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ქონდროიტინი, გლუკოზამინი/ chondroitin sulfate, glucosamine

დერუა / Derua-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები


დერუა / Derua აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C – 200 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის – 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატს დიდი პრეპარატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას.
მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ “საპოხ” ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.
D-გლუკოზამინის სულფატი _ ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა
სისტემური გამოყენებისას გლუკოზამინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია სახსრის ხრტილში, ღვიძლში, თირკმელებში.
გლუკოზამინის ფრაქცია, რომელია არ მეტაბოლიზდება და არ უერთდება პლაზმის ცილებს, ორგანიზმიდან უპირატესად შარდით გამოიდევნება.

ჩვენება
– სახსრებისა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:
– პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);
– სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);
– მხარ-ბეჭის პერიართრიტი;
– ოსტეოქონდროზი;
– სპონდილოზი;
– ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;
– მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზირება და მიღების წესი
დერუა Artro Formula-ს თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა სამჯერ) 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა ორჯერ) 1.5 – 2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.
დერუა Artro Formula-ს ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად – ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
120 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #120
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook