დესლორატადინი ნორმონი / DEZLORATADIN-Normon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დესლორატადინი ნორმონი / DEZLORATADIN-Normon-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დესლორატადინი /desloratadine

დესლორატადინი ნორმონი / DEZLORATADIN-Normon-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები


დესლორატადინი ნორმონი / DEZLORATADIN-Normon აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ათქ კოდი:  J01CR
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები შეფუთვაში 20 ტაბ
1 ტაბ. დესლორატადინი  ნორმონი 5 მგ

დესლორატადინი ნორმონი -არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. მას გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
დესლორატადინი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს დესლორატადინი ნორმონი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:
სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).

მიღების წესი და დოზირება:
დესლორატადინის ტაბლეტირებული ფორმა ნებადართულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკიდან. ტაბლეტირებული ფორმა მიიღება დღეში ერთხელ. ტაბლეტის დაღეჭვა არ შეიძლება, იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს.

გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
*ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. დესლორატადინი ნორმონი  არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-30ºC ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:იხილეთ შეფუთვაზე.
გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Normon, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook