დესმოპრესინი – DESMOPRESSIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დესმოპრესინი – DESMOPRESSIN-ის   ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანგინინვაზოპრესინს, ჰიპოფიზის ბუნებრივი ჰორმონის – ვაზოპრესინის სინთეზურ ანალოგს, რომლისგანაც განსხვავებით იგი ნაკლებად მოქმედებს სისხლძარღვთა გლუვ კუნთოვან ელემენტებზე და შინაგან ორგანოებზე. იგი ხასიათდება გამოხატული ანტიდიურეზული და უმნიშვნელო პრესორული ეფექტით. დადგენილია, რომ პრეპარატით მკურნალობა ნიქტურიით შეპყრობილ პაციენტებში იწვევს მოშარდვის მიზნით ადგომის საშუალო რაოდენობის 45%-ით და ღამის საშუალო დიურეზის დაახლოებით 0.6 მლ/წთ-ში შემცირებას. აღნიშნულის გამო, მშვიდი ძილის პირველი პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება საშუალოდ 2 სთ-ით.


დესმოპრესინი – DESMOPRESSIN აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ჩვენებები
ჰიპოფიზის ჰორმონის ვაზოპრესინის გამოყოფის შემცირებით გამოწვეული უშაქრო დიაბეტის და ღამის პირველადი ენურეზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
დროებითი პოლიურიის და პოლიდიფსიის მკურნალობა ჰიპოფიზზე ჩტარებული ოპერაცის შემდეგ.
ნიქტურიის სამკურნალოდ როგორ მონო, ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
თირკმელების კონცენტრაციის უნარის განსაზღვრის მიზნით, როგორც დიაგნოსტიკური საშუალება.
დოზირების რეჟიმი
ვენაში შესაყვანად: ტრავმები და ქირურგიული ჩარევები ჰემოფილიის მსუბუქი და ზომიერი ფორმით შეპყრობილ პაციენტებში (ვილებრანდის დაავადება).
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია.
ინტრანაზალური გამოყენებისათვის
– მოზრდილებში დოზა შეადგენს 10-40 მკგ/დღეში, 1 ან რამოდენიმე მიღებაზე. – ბავშვებში ასაკით 3 თვიდან 12 წლამდე – 5-30 მკგ/დღეში;
კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შესაყვანად დოზა მოზრდილებში შეადგენს 1-4 მკგ/დღეში, ხოლო ბავშვებში – 0.4-2 მკგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაწლავების ჭვალი, გულისრევა, არტერიული წნევის მომატება, რინიტი, ცხვირის ლორწოვანის შეშუპება, კონიუნქტივიტი, ნერწყვის გამოყოფის დარღვევა, კანზე გამონაყარი, ალგოდისმენორეა.
უკუჩვენებები
* დესმოპრესინის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
* თანდაყოლილი ან ფსიქოგენური პოლიდიფსია, ანურია.
* სხვადასხვა ეტიოლოგიის სითხის შეკავება, პლაზმის ჰიპოოსმოლარობა;
* გულის უკმარისობა და სხვა მდგომარეობები, რომლებიც მოითხოვს დიურეზული საშუალებებით მკურნალობას.
* ინტრავენური შეყვანისათვის – არასტაბილური სტენოკარდია, ვილებრანდის დაავადების II B ტიპი.
ორსულობა და ლაქტაცია
დესპოპრესინი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში. ორსულობის დროს უშაქრო დიაბეტით შეპყრობილი პაციენტების მკურნალობისას დესმოპრესინით ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია ახალშობილების განვითარების მხრივ დარღვევები.
ლაქტაციის პერიოდში დესმოპრესინი გამოიყოფა დედის რძეში რაოდენობით, რომელიც არ ახდენს გავლენა ბავშვის დიურეზზე და ჰემოსტაზზე.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების დროს გამოხატული რინიტისას, შესაძლებელია დესპოპრესინის შეწოვის დარღვევა მისი ინტრანაზალური გამოყების დროს. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის სუბლინგვალური მიღება
მოცულობით გადატვირთვის პრევენციისათვის საჭიროა პაციენტების შემდეგი ჯგუფების განსაკუთრებული კონტროლი:
♦  ბავშვები და მოზარდები, ხანდაზმულები, წყლის ან მინერალური ცვლის მოშლის მქონე პირები და პაციენტები ქალასშიდა წნევის მომატების რისკით.
პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ თირკმელების ფუნქციის დარღვევით;
♦  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას სადიაგნოსტიკო საშუალების სახით. მისი განმეორებითი დოზების ვენაში შეყვანის დროს არ არის მიზანშეწონილი ფორსირებული ჰიდრატაციის ჩატარება (შიგნით ან პარენტერულად), პაციენტმა უნდა მიიღოს სითხის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა წყურვილის მოსაკლავად.
♦  ბავშვებში ასაკით 1 წლამდე პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ სტაციონარის პირობებში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: სითხის გამოყოფის შეფერხების და ჰიპონატრიემიის განვითარების მომატებული რისკი.
მკურნალობა:
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპონატრიემიის მკურნალობა ინდივიდუალურია, საჭიროა საერთო რეკომენდაციების გამოყენება. ჰიპონატრიემიის მკურნალობა შესაძლებელია დესმოპრესინის გამოყენების შეწყვეტით, სითხის მიღების შეზღუდვით და აუცილებლობის შემთხვევაში სიმპტომატური მკურნალობით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციაზე, როგორიცაა: ანტიდეპრესანტები, სეროტონინის სელექტიური ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, კარბამაზეპინი, იწვევენ ანტიდიურეზული ეფექტის გაძლიერბას და წყლის შეფერხების – ჰიპონატრიემიის რისკის გაზრდას.
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან დესმოპრესინის კომბინაცია ორგანიზმში წყლის შეკავების გამო იწვევს ჰიპონატრიემიას.
– მონაცემები დესმოპრესინის ურთიერთქმედების შესახებ ღვიძლის მეტაბოლიზმის პროცესზე მომქმედ პრეპარატებთან არ მოიპოვება.
– პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის მძღოლებში და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას, მონაცემები არ მოიპოვება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook