დიაბზიდ M / Diabzid M

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიაბზიდ M / Diabzid M-ის   საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): გლიკლაზიდი, მეთფორმინი/  metformin, gliclazide

დიაბზიდ M / Diabzid M-ის   კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები. ბიგუანიდები


დიაბზიდ M / Diabzid M აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
გლიკლაზიდი BP 80 მგ
მეთფორმინის ჰიდროქლორიდი BP 500 მგ
შემავსებლები ქ.ს.

ფარმაკოლოგია:
სულფონილშარდოვანა ბიგუანიდთან კომბინაციაში.
გლიკლაზიდი ჰიპოგლიკემიური საშუალებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინსულინის სეკრეციაზე, ასევე პერიფერიულ ინსულინ-რეზისტენტობაზე. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს შემდეგში: კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედებში K+ არხების დახურვითა და Ca2+ არხების გასხსნით  მატულობს უჯრედშიდა კალციუმის დონე, რაც განაპირობებს ინსულინის გამოყოფის ინდუქციას. გლიკლაზიდი ასევე ზრდის ბეტა-უჯრედების მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ, რაც თავის მხრივ აძლიერებს გლუკოზის ინსულინსეკრეტორულ მოქმედებას. ამასთან, გლიკლაზიდი აღადგენს პერიფერიული ქსოვოლების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და ასტიმულირებს უჯრედშიდა ფერმენტების (მათ შორის გლიკოგენ–სინთეტაზას) აქტივობას. გლიკლაზიდი აქვეითებს თრომბოციტების ადჰეზიასა და აგრეგაციას, აგრეთვე ამცირებს თავისუფალი რადიკალების დონეს და ამით იგი აფერხებს ვასკულარული გართულებების განვითარებას. განმეორებით მიღებისას გლიკლაზიდი ამცირებს პლაზმის ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდიების დონეებს.
მეთფორმინი მოქმედებს, როგორც ანტიჰიპერგლიკემური საშუალება ღვიძლისა და პერიფერული ქსოვილების ინსულინის მიმართ მგრძნობელობის გაუმჯობესებით. მეთფორმინი სისხლის პლაზმაში აქვეითებს ტრიგლიცერიდების, საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს. დადებითად მოქმედებს ფიბრინოლიზური სისტემის აქტივობაზე. მეტფორმინით თერაპია არ იწვევს წონის მომატებას.
სულფონილშარდოვანა და ბიგუანიდი მოქმედებენ ერთმანეთის დანამატების სახით. მათი ფარმაკოლოგიური ჯგუფების გვერდითი მოვლენების გაზრდის გარეშე.

ფარმაკოკინეტიკა:
გლიკლაზიდის ერთჯერადი ორალური დოზა 40-დან 120 მგ-მდე, აღწევს Cmax 2.2 მგ/ლ-დან 8მგ/ლ-მდე, 2-8 საათის განმავლობაში. მდგრადი მდგომარეობის კონცენტრაცია მიიღწევა გლიკლაზიდის 40-დან 120 მგ-მდე მიღებიდან 2 დღის შემდეგ. გლიკლაზიდის ნახევრადდაშლის პერიოდი მერყეობს 8.1-დან 20.5 საათამდე ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ. Gლიკლაზიდი 7 მეტაბოლიტად მეტაბოლიზირდება, დოზის 60-70% გამოიყოფა თირკმლებით.
მეტფორმინი შეიწოვება მიღებიდან 6 საათის განმავლობაში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-60%-ს. აბსორბციის შემდეგ მეტფორმინი სწრაფად განაწილდება ორგანიზმში. მეტფორმინის ელიმინაცია თირკმლების საშუალებით ორი ფაზისგან შედგება: აბსორბირებული მეტფორმინის 95% გამოიყოფა პირველადი ელიმინაციის ფაზისას, რომლის ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათის. დანარჩენი 5% კი ნელი საბოლოო ელიმინაციის ფაზაში, ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 20 საათს. მეტფორმინი არ უერთდება პლაზმურ ცილებს, დოზის 40-60% შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით, ხოლო შემდეგი 30 % ფეკალიებით.

ჩვენება:
ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი – ტიპი II, სიმსუქნით ან სიმსუქნის გარეშე

უკუჩვენება:
ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, თირკმლისა და/ან ღვიძლის უკმარისობა, NIDDM გართულებული კეტოზითა და აციდოზით, დიაბეტური პრეკომა და კომა, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოვლენები:
გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპონატრიემია, იშვიათად ჰიპოგლიკემია.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილება:
დასაწყისისთვის განსაზღვრეთ კომბინირებული პრაპარატის დოზები სისხლისა და შარდის გლუკოზის დონეების მიხედვით პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
შარდდმდენ საშუალებებს, ბარბიტურატებს, რიფამპიცინს, კორტიკოსტეროიდებს, ესტროგენებს და სუფთა პროჟესტოგენებს შეუძლიათ გლიკემური კონტროლის შემცირება. მისი ჰიპოგლიკემური ქმედება შეიძლება გაძლიერდეს სალიცილატების, ფენილბუტაზონის, სულფონამიდების, ბეტა-ბლოკატორების, კლოფიბრული მჟავას, ვიტამინ K ანტაგონისტის, ალოპურინოლის, თეოფილინისა და MAO ინჰიბიტორების მიერ. გლიკლაზიდთან ერთად მიკონაზოლის ან ციმეტიდინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

დოზირება და მიღების წესი:
1-2 ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ საკვებთან ერთად, მაქსიმუმ 4 ტაბლეტამდე დღეში.

შენახვის შესახებ:
შეინახეთ მშრალ ადგილას, 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: 500მგ + 80მგ ტაბლეტი №30
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ratnamani healthcare pvt. ltd. ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook