დიარჰელ S – DIARRHEEL S

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიარჰელ S – DIARRHEEL S-ის საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/comb. drug

დიარჰელ S – DIARRHEEL S-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.


დიარჰელ S – DIARRHEEL S აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Argentum Nitricum D8………………..       30 მგ
Acidum arsenicum D8…………………      30 მგ
Colchicum D6…………………………..      30 მგ
Colocinthis D6…………………………..    30 მგ
Hidrargirum bichloratum D8…………..     30 მგ
Podophilum D6………………………….    30 მგ
Veratrum D4……………………………     30 მგ
Tormentilla D2…………………………      60 მგ
ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული დიარეა, გასტროენტერიტი, დისპეფსია, დიზენტერია, მეტეორიზმი, რომლის მიზეზედაც გვევლინება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
როგორც დამხმარე საშუალება, ქრონიკული პანკრეატიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლანგიტის, ქოლესცისტიტის, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დისბაქტერიოზების დროს.
მიღების წესები და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მწვავე შემთხვევებში თითო ტაბლეტი ყოველ 15 წუთში ერთხელ. არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაცია: ტოქსინების გამოსადევნად Diarrleel S-ის ტაბლეტების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, დამატებით რეკომენდებულია გააქტივებული ნახშირის მიღება.
გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
მომატებული ნერწყვდენა, რის შემდეგაც პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook