დიკლარენი / Diclaren

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის დიკლოფენაკი/diclofenac

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები
ათქ კოდი:
M02AA15
1. რა არის დიკლარენი და რისთვის გამოიყენება
დიკლარენი არის გელი, რომელიც შეიცავს დიკლოფენაკს დოზით 10 მგ/გ
დიკლოფენაკი წარმოადგენს ფენილაცეტილ მჟავას წარმოებულს. იგი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას აქტივობას, რაც თავის მხრივ, იწვევს პროსტაგლანდინებისა და სხვა ანთებითი მედიატორების სინთეზის ინჰიბირებას.
დიკლოფენაკი მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება:
– კუნთების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტკივილის;
– დაჭიმულობების;
– პოსტტრავმული ტკივილის სამკურნალოდ.
2. რისი ცოდნაა საჭირო დიკლარენის მიღებამდე
ნუ გამოიყენებთ დიკლარენს
– თუ გაწუხებთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკის ან დიკლარენის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ.
– თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ასთმა, ჭინჭრის ციება ან სხვა ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები დიკლარენის გამოყენების დროს:
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სისტემური გვერდითი მოვლენების სიხშირე დიკლოფენაკის ადგილობრივი გამოყენების დროს ნაკლებია მის ორალურ გამოყენებასთან შედარებით.
დიკლარენის კანიდან აბსორბციის შესაძლებლობის არსებობის გამო, არ არის გამორიცხული სისტემური ეფექტების გამოვლენის ალბათობა. სხვა ფაქტორებთან ერთად, აღნიშნული ალბათობა დამოკიდებულია დაზიანებულ ადგილზე გელის დატანილი ზედაპირის ფართობზე, გელის რაოდენობასა და მოქმედების ხანგრძლივობაზე.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების (ასას) კანისმხრივი გამოყენების უსაფრთხოება: ძალიან იშვიათად აღინიშნა ასას გამოყენებასთან ასოცირებული სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის ფატალური, ექსფოლიაციური დერმატიტის, სტივენს-ჯონსის სინდრომის და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის სახით. აღნიშნული რეაქციების გამოვლენის რისკი უფრო მაღალია მკურნალობის დასაწყისში და შემთხვევათა უმეტესობაში გამოვლინდება მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში. დიკლარენის გამოყენება უნდა შეწყდეს ქავილის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან ჰიპერმგრძნობელობის სხვა რეაქციების მანიფესტაციის შემთხვევაში.
დიკლარენის დატანა დასაშვებია მხოლოდ ჯანმრთელ კანზე (არ დაიტანოთ ღია ჭრილობებზე). დიკლარენი არ უნდა მოხვდეს კონიუნქტივასა და ლორწოვან გარსებზე. არ შეიძლება მისი შიგნით მიღება.
არ არის სასურველი დიკლარენით დამუშავებულ მიდამოზე მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედება.
დიკლარენი სიფრთხილით გამოიყენება ასთმისა და პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებში.
დიკლარენის გამოყენება დასაშვებია მოზრდილებსა და მოზარდებში.
სხვა მედიკამენტების გამოყენება
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს.
დიურეზული საშუალებები, ანგიოტენზინის მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორები (ამფ ინჰიბიტორები) და ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები აქვეითებენ დიურეზული და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ეფექტურობას. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგ პაციენტში (მაგ.: დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები) ამფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტის, ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს თირკმლის ფუნქციური უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების ალბათობის ზრდის ჩათვლით, რაც, ჩვეულებრივ, შექცევადია. მსგავსი ურთიერთქმედება გათვალისწინებულ უნდა იქნას პაციენტებში, რომლებიც იყენებენ დიკლოფენაკს, განსაკუთრებით, თუ იგი დაიტანება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან კომბინაციაში. შესაბამისად, მედიკამენტების ამგვარი კომბინაცია სიფრთხილით ინიშნება, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. საჭიროა ასეთი პაციენტების მდგომარეობის სწორი მართვა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კომბინირებული თერაპიის დასაწყისში და პერიოდულად, მკურნალობის შემდგომაც.
დიკლარენის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
არ არსებობს მონაცემები დიკლარენის ურთიერთქმედებისა საკვებთან და/ან სასმელთან.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დიკლოფენაკის კანისმიერი აბსორბციის შესაძლებლობის და ამასთანავე, ორსულობის პერიოდში მისი დანიშვნის შესახებ არასაკმარისი ცნობების არსებობის გამო, დიკლოფენაკის გამოყენება ორსულებში არ არის რეკომენდებული.
დიკლოფენაკი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი
დიკლარენი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დიკლარენის შემადგენლობაში შემავალ ინგრედიენტებზე
დიკლარენი შეიცავს პროპილპარაბენს (E216) და მეთილპარაბენს (E218), რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, მათ შორის მოგვიანებითაც.
იგი ასევე შეიცავს პროპილენ გლიკოლს, რამაც გამოყენების დროს შეიძლება კანის გაღიზიანება განაპირობოს.
3. დიკლარენის გამოყენება
მოზრდილები: დიკლარენის თხელი ფენა, საჭიროების შესაბამისად, დაიტანეთ დაავადებულ ადგილას დღეში 3-4-ჯერ და ნაზად შეიზილეთ.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებასა და მკურნალობის შედეგზე. მკურნალობის შედეგის შეფასება რეკომენდებულია მისი დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.
ბავშვები: დიკლარენი არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, შესაბამისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დამადასტურებელი კვლევების არარსებობის გამო.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ამ ჯგუფის პაციენტები არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები: დიკლარენი უკუნაჩვენებია ამგვარი პაციენტებისთვის.
გამოყენების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ.
დიკლარენი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამატებითი სამკურნალო საშუალების სახით ორალურ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
თუ გამოიყენეთ დიკლარენი საჭიროზე მეტი დოზით
დიკლოფენაკი მცირე რაოდენობით ხვდება სისტემურ ცირკულაციაში, ამგვარად მისი ადგილობრივი დანიშვნის შედეგად დოზის გადაჭარბება ნაკლებ სავარაუდოა.
თუ დაგავიწყდათ დიკლარენის გამოყენება
ნუ გამოიყენებთ ორმად დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, დიკლარენსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.
დიკლარენი კარგად გადაიტანება. ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, სიწითლე, ერითემა, ლოკალური ან სისტემური გამონაყარი კანზე, მაგალითად როგორიცაა: კონტაქტური დერმატიტი (გამონაყარი, შეშუპება ან ბუშტუკოვანი გამონაყარი), ბულოზური დერმატიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება, ბულოზური რეაქციები, სტივენს-ჯონსის სინდრომისა და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის ჩათვლით (ძალიან იშვიათად).
ცნობილია ფოტოსენსიბილიზაციის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ფართო უბანზე ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სისტემური გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ტკივილი ეპიგასტრიუმში.
გვერდითი ეფექტების დამძიმების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ანოტაციაში არ არის აღწერილი, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. დიკლარენის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის ხემმიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ დიკლარენს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეინახეთ კოლოფში, დახურულ მდგომარეობაში, არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.
ნუ გამოიყენებთ დიკლარენს, თუ შენიშნეთ კონტეინერის დაზიანების ნიშნები.
გამოუყენებელ მედიკამენტს ნუ გადააგდებთ. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ იგი. ამგვარად დაიცავთ გარემოს დაბინძურებისაგან.

გამოშვების
ფორმა: 10მგ/გ 30 გ, 60 გ ან 100 გ  გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Laboratorios basi – Industria Farmaceutica S.A. პორტუგალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook