დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ნატრიუმის დიკლოფენაკი/diclofenac

დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები


დიკლო-დენკი 75 ინექცია / Diclo-Denk 75 Injection აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება:
თითოეული ამპულა შეიცავს 75 მგ ნატრიუმის დიკლოფენაკს.
დამხმარე ნივთიერება:
ბენზილის სპირიტი 105 მგ, პროპილენის გლიკოლი 600 მგ, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, საინექციო წყალი
აღწერილობა
თეთრი ან ღია ყვითელი შეფერილობის წყალხსნარი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია ცხოველებში ჩატარებული ცდებიდან. კერძოდ, ისინი თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. ადამიანებში დიკლოფენაკი აქვეითებს ტკივილს ანთებითი პროცესებისას, ამცირებს შესიებასა და ტემპერატურას. დიკლოფენაკი ასევე თრგუნავს ადენოზინდიფოსფატითა და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.
ფარმაკოკინეტიკა
დიკლოფენაკი მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რომელთა ეფექტურობაც დამტკიცებულია ცხოველებში ჩატარებული ცდებიდან. კერძოდ, ისინი თრგუნავენ პროსტაგლანდინების სინთეზს. ადამიანებში დიკლოფენაკი აქვეითებს ტკივილს ანთებითი პროცესებისას, ამცირებს შესიებასა და ტემპერატურას. დიკლოფენაკი ასევე თრგუნავს ადენოზინდიფოსფატითა და კოლაგენით გამოწვეულ თრომბოციტების აგრეგაციას.

უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები:
a) ხანმოკლე ტოქსიკური ეფექტი
ხანმოკლე ეფექტების გამოსავლენად ჩატარებულ ცხოველთა კვლევებს რაიმე სპეციფიური მგრძნობელობა არ გამოუვლენიათ. ინტოქსიკაციის სიმპტომებისთვის მიმართეთ ნაწილს `გადაუდებელი ზომები, დოზის გადაჭარბების სიმპტომები და ანტიდოტები~.
b) ხანგრძლივი ტოქსიკური ეფექტი
ქრონიკული ტოქსიკური ეფექტები გამოიკვლიეს ვირთხებზე, ძაღლებზე და მაიმუნებზე. ტოქსიკურ დოზაზე, რაც შეადგენს 0.5-2.0 მგ/კგ-ს სახეობის გათვალისწინებით, გამოვლინდა წყლულები და სისხლის მაჩვენებლების შეცვლა.
c) მუტაგენურობის და კარცენოგენობის ალბათობა
მუტაგენურობაზე ჩატარებულმა In-vitro da in-vivo კვლევებმა გამორიცხეს დიკლოფენაკის სავარაუდო მუტაგენური პოტენციალი. ვირთხებსა და თაგვებში დიკლოფენაკის სიმსივნის წარმომქმნელი პოტენციალის გამოსავლენად ჩატარებულმა კვლევებმა ტუმოროგენობისკენ მიდრეკილება ვერ გამოავლინეს.
d) რეპროდუქციული ტოქსიურობა
დიკლოფენაკის ემბრიოტოქსიურობის ალბათობა გამოიკვლიეს ცხოველთა სამ სახეობაზე (თაგვებში, ვირთხებსა და კურდღლებში). დედის მიერ ტოქსიკური დოზის მიღების შემდეგ გამოვლინდა ნაყოფის სიკვდილიანობა და ზრდა-განვითარებაში ჩამორჩენა. სიმახინჯეები არ დაფიქსირებულა. დიკლოფენაკის მიღებისას იზრდება ორსულობის და მშობიარობის ხანგრძლივობა. ფერტილობაზე არ მოქმედებს უარყოფითად. დედისთვის არატოქსიკური დოზით მიღებისას, წამალი არ მოქმედებს ბავშვის პოსტ-ნატალურ განვითარებაზე.
ჩვენებები
ტკივილის და ანთებითი პოცესების სიმპტომური მკურნალობა, ისეთ შემთხვევებში როგორიცაა:
– რამდენიმე სახსრის მწვავე ანთებითი პროცესი (ართრიტები), პოდაგრის მწვავე შემთხვევები;
– რამდენიმე სახსრის ქრონიკული ანთებითი პროცესი (ქრონიკული ართრიტი, ქრონიკული პოლიართრიტი/რევმატიული ართრიტი);
– ბეხტერევის დაავადება (ანკილოზური სპონდილიტი) და ხერხემლის სხვა ანთებითი რევმატიული დაავადებები;
– სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისას განვითარებული მწვავე ანთებითი პროცესები;
– რბილი ქსოვილების რევმატიზმი;
– ტრავმის შემდგომი შეშუპება და ანთება.
ყურადღება: საინექციო ხსნარი მიიღება მაშინ, როდესაც საჭიროა დაუყოვნებელი ეფექტის მიღება ან ტაბლეტების და სანთლების მიღებაა შეუძლებელი. ჩვეულებრივ, თერაპიისათვის საკმარისია ინექციის ერთჯერადი შეყვანა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისთვის დიკლო-დენკ 75 ინექცია შეადგენს 1 ინექციას. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს პრეპარატის სხვა ფორმებით – რექტალური სანთლებით ან ტაბლეტებით, ორალურად. ინექციის დანიშვნის შემთხვევაში საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ დღე-ღამეში.
დიკლო-დენკ 75 ინექცია განკუთვნილია ღრმა ინტრავენური შეყვანისთვის. რადგან არსებობს ანაფილაქსური რეაქციის რისკი, პაციენტი ინექციის შეყვანიდან 1 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ექიმის დაკვირვების ქვეშ. პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს მკურნალი ექიმის მიერ. რევმატული დაავადებებისას დიკლო-დენკ 75 შეიძლება გამოყენებულ იქნას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
უნდა გვახსოვდეს, რომ გვერდითი ეფექტების გამოვლენა ძირითადად დოზაზე დამოკიდებული და განსხვავებულია სხვადასხვა ინდივიდში. განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისხლდენების რისკი (წყლული, ლორწოვანის დეფექტები, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), დამოკიდებულია დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: საკმაოდ ხშირია (> 10 %) გულისრევა, ღებინება, დიარეა, უმნიშვნელო სისხლდენების შემთხვევები, რამაც ინდივიდუალურ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ანემია.
ხშირად შესაძლებელია (≥ 1% – < 10%) ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენა, როგორიცაა: დისპეპსია, მეტეორიზმი, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, მადის დაქვეითება, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (საიდანაც შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და პერფორაცია).
ძალიან იშვიათად (≥ 0.1% – < 1%) ვითარდება ჰემატემეზი, მელენა და სისხლიანი დიარეა. ეპიგასტრიუმის მიდამოში ძლიერი ტკივილის განვითარების, განავლის გამუქების და განავალში სისხლის აღმოჩენისას შეწყვიტეთ მკურნალობა და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ძალიან იშვიათად (> 0.01 %) გვხვდება სტომატიტი, გლოსიტი, საყლაპავის დაზიანება, ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილის მხრივ (მაგ. მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენები, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი). ცენტრალური ნერვული სისტემა და სენსორული ორგანოები
ხშირია (≥ 1 % – < 10 %) თავის ტკივილი, აღზნება, გაღიზიანება, დაღლილობა, თავბრუსხვევა.
ძალიან იშვიათია (< 0.01 %) მგრძნობელობის და მხედველობის დაქვეითება (დაბინდული ან გაორებული მხედველობა), გემოს შეცვლა, ყურებში შუილი, სმენის გარდამავალი დარღვევები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, მოუსვენრობის გრძნობა, ღამის კოშმარები, კანკალი, დეპრესიის და სხვა ფსიქოლოგიური რეაქციების გამოვლენა.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში დიკლოფანაკის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ასეპტიური მენინგიტის სიმპტომები, კისრის რიგიდობის, თავის ტკივილის, გულისრევის, ღებინების, სიცხის და დეზორიენტაციის ჩათვლით.

კანი
შესაძლებელია გამოვლინდეს (≥ 1 % – < 10 %) კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით. იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ურტიკარია და ალოპეცია. ძალზედ იშვიათია (< 0.01 %) მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე, კანზე გამონაყრის შეწითლება და ბუშტუკების წარმოქმნა (ეკზანთემა, ერითემა), პურპურა (ასევე ალერგიული პურპურა), კანის სერიოზული რეაქციების განვითარება (სტივენ-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი).

თირკმელი
ძალიან იშვიათად (< 0.01 %) ვითარდება თირკმელების ნეკროზი (ინტერსტიციალური ნეფრიტი, პაპილონეკროზი) ან თირკმლის მწვავე უკმარისობა, პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. თირკმელების ფუნქცია რეგულარულად უნდა გადამოწმდეს.

ღვიძლი
ხშირია (≥ 1 % – < 10 %) სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მომატება.
იშვიათია (≥ 0.1 % – < 1 %) ჰეპატიტის შემთხვევები (სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმები, ერთეულ შემთხვევებში ფულმინანტური მიმდინარეობის ან პროდრომული ნიშნების გამოვლენის გარეშე)

პანკრეასი
ძალიან იშვიათად (< 0.01 %) დაფიქსირდა პანკრეასის ანთებითი მოვლენები.

სისხლი
იშვიათ შემთხვევებში (≥ 0.1 % – < 1 %) დაფიქსირდა ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი. მისი გამოვლენის პირველი ნიშნებია სიცხე, ანგინა, ტუჩების ზედაპირული დაზიანება, გრიპისმაგვარი სიმპტომები, ცხვირიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევები. ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში აუცილებელია სისხლის მაჩვენებლების მონიტორინგი.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) გვხვდება ჰემოლიზური ანემიაც (ერითროციტების მომატებული დაშლის შედეგად განვითარებული ანემია).

სისხლძარღვთა სისტემა
ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) დაფიქსირდა: გულის ფრიალი, ტკივილი მკერდის მიდამოში და მომატებული არტერიული წნევა. ერთეულ შემთხვევებში (< 0.01 %) გამოვლინდა გულის უკმარობა.

სისტემური რეაქციები და სხვა ორგანოები
შესაძლებელია მწვავე ჰიპერსენსიტიული რეაქციების გამოვლენა: სახის ან ენის შეშუპება, ხორხის შეშუპება სასუნთქი გზების შევიწროვებასთან ერთად სუნთქვის გაძნელება და ასთმის განვითარება, გულის ფრიალი, არტერიული წნევის დაცემა შოკის დონემდე. აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. მოცემული სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს წამლის პირველივე მიღებისას.
ხანდახან (≥ 0.1 % – < 1 %) ვლინდება პერიფერიული შეშუპება, განსაკუთრებით კი მომატებული არტერიული წნევის ან თირკმელის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში (< 0.01 %) ფიქსირდება ალერგიული ვასკულიტი და პნევმონია.
ძალიან იშვიათ შემთხვევაში (< 0.01 %) ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფი, რომელთაც მიეკუთვნება დიკლო-დენკ 75 ინექცია) გამოვლინდა ინფექციური პროცესის მიმდინარეობის გაუარესება (მაგალითად ნეკროზული ფასციიტის განვითარება). თუ დიკლოფენაკ ნატრიუმის მკურნალობისას აღინიშნება სიმპტომების გამოვლენა (სიწითლე, შეშუპება, ლოკალური ტემპერატურის მომატება, ტკივილი, სიცხე) ან გაუარესება, აუცილებელია მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
უკუჩვენება
– დიკლოფენაკის ნატრიუმის და მისი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– უცნობი მიზეზით სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დარღვევა, კოაგულაციის დარღვევა;
– კუჭის და/ან დუოდენალური წყლული;
– ცერებრალური ჰემორაგიები, კუჭ-ნაწლავის და სხვა სისტემის სისხლდენები;
– ბავშვები და 15 წლამდე ასაკის მოზარდები
ორსულობა და ლაქტაცია
დიკლოფენაკის ნატრიუმი არ გამოიყენება ორსულობის ბოლო ტრიმესტრში.
ორსულებში დიკლოფენაკის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ამის გამო დიკლოფენაკის ნატრიუმი გამოიყენება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მისი მოქმედების გამო დიკლოფენაკის ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო მოქმედების დათრგუნვა, ასევე ბოტალის სადინარის ნაადრევი დახურვა, ზრდის დედის და ბავშვის მიდრეკილებას სისხლდენისაკენ და დედის შეშუპების რისკს.
აქტიური ინგრედიენტი, დიკლოფენაკი და მისი მეტაბოლიტები უმნიშვნელო რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან დიკლოფენაკის ხანმოკლე გამოყენებისას ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, ამიტომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების შეწყვეტა. პრეპარატის ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა განხილულ იქნას ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს მოქმედების სისწრაფე, რის გამოც შესაძლებელია მანქანის მართვის და/ან მუშაობის უნარის დაქვეითება. შესაბამისად დიკლოფენაკის მიღებისას სასურველია მანქანის მართვის თავის არიდება და მუშაობის, ასევე ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროებს სწრაფ რეაქციებს. არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება.
განსაკუთრებული მითითებები
ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს დიკლო-დენკ 75 ინექციის გამოყენებისას შეყვანის დროს დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ (დოზებს შორის დიდი ინტერვალები ან დოზის დაქვეითება).
შესაბამისად მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ:
– პორფირია;
– კუჭ-ნაწლავის დარღვევების, კუჭის და ნაწლავის წყლულის ნიშნების ან ნაწლავის ანთების (წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების) ისტორიის მქონე პაციენტებში;
– მაღალი არტერიული წნევა, გულის და თირკმლის უკმარობა
– ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანება;
უახლოეს პერიოდში ჩატარებული ქირურგიული ჩარევა;
– სისტემური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა) და ასევე შემაერთებელი ქსოვილების სხვა დიფუზიური დაავადებები.
სიფრთხილე გამოყენებისას
დიკლო-დენკ 75 ინექციით მკურნალობისას საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლი, იმ პაციენტებში ვისაც აწუხებს: ჭინჭრის ციება, ცხვირის ღრუს შეშუპება (ცხვირის პოლიპი), სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებები (ასთმა), სასუნთქი სისტემის ქრონიკული ინფექციური დაავადებები ან ახასიათებთ ალერგიული რეაქციები არასტეროიდული ანთების საწინაამდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ. ასეთი პაციენტები განსაკუთრებულად არიან მიდრეკილნი ისეთი ზემგრძნობიარე რეაქციებისადმი, როგორიცაა ასთმური შეტევები (ასპირინით გამოწვეული ასთმა), კვინკეს შეშუპება ან ჭინჭრის ციება. პრეპარატი დიდი სიფრთხილით გამოიყენება ისეთ პაციენტებში, ვისაც ახასიათებს ჰიპერმგრძნობელობა, რაც ვლინდება კანზე გამონაყარის, ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.
კომბინირებული თერაპიის ჩატარება ისეთ წამლებთან ერთად, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს ან სისხლის შაქრის დონეს, საჭიროა სისხლის შედედებისა და შაქრის კონტროლი. დიკლოფენაკს შეუძლია დროებით შეაფერხოს სისხლის შედედება. სისხლის შედედებითი დაავადებების მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი კონტროლის ქვეშ. ლითიუმთან (გონებრივი და ფსიქიკური დარღვევების მქონე ავადმყოფებში) ან სპეციფიურ დეჰიდრატაციულ თერაპიასთან (კალიუმდამზოგველი შარდმდენები) ერთად კომბინირებული მკურნალობისას აუცილებელია სისხლში ლითიუმის და კალიუმის დონის კონტროლი.
დიკლოფენაკის ხანგრძლივი გამოყენებისას მუდმივად უნდა ხდებოდეს ღვიძლის და თირკმელის ფუნქციების და სისხლის მაჩვენებლების გადამოწმება.
იმ შემხვევაში თუ დიკლო-დენკ 75 ინექცია გამოიყენება ქირურგიულ ჩარევამდე, აუცილებელია მკურნალი ექიმის ან სტომატოლოგის ინფორმირება ამის შესახებ.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ თუ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია შაქარზე და მის შემადგენელ პროდუქტებზე, გთხოვთ მკურნალობის დაწყებამდე აცნობოთ ექიმს.
ხანგრძლივი დროით პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებისას, ტკივილგამაყუჩებელი საშუალების არასწორმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკვილი, რომელიც არ ქრება დოზის მომატების დროსაც კი.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალების გამოყენებამ ან რამდენიმე ანალგეზიური საშუალების ერთდროულმა მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პერმანენტული დაზიანება თირკმლის უკმარისობის დონემდე (ანალგეზიური ნეფროპათია).
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევის სახით, როგორიცაა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა. ბავშვებში შეიძლება განვითარდეს მიოკლონური კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება. ასევე მოსალოდნელია სისხლდენა კუჭ- ნაწლავიდან, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ რომელიმე სხვა პრეპარატს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ინფორმაცია ასევე ეხება იმ პრეპარატებსაც, რომლებსაც იღებდით უახლოეს პერიოდში.
კომბინირებული მიღებისას დიკლო-დენკ 75 ინექციას შეუძლია გაზარდოს ლითიუმის, ფენიტოინის, დიგოქსინის პლაზმური კონცენტრაცია. აუცილებელია სისხლში ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
მას შეუძლია შეამციროს დეჰიდრატაციული და არტერიულ წნევაზე მოქმედი (შარდმდენი და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების) პრეპარატების ეფექტი. ნატრიუმის დიკლოფენაკს შეუძლია შეამციროს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების (გულის უკმარობის და არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებების) ეფექტურობა. ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება ასევე გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი. კალიუმის დამზოგველ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის მომატება.
მკურნალობა გლუკოკორტიკოიდებთან ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის რისკს (იხ. გვერდითი ეფექტები).
დიკლო-დენკ 75 ინექციის შეჰყვანა მეტოტრექსატის მიღებამდე 24 სთ-ით ადრე ან გვიან, ზრდის მეტოტრექსატის კონცენტრაციას და მის არასასურველ ეფექტებს. პრობენეციდის ან სულფინპირაზინის შემცველ პრეპარატებს (პოდაგრის სამკურნალო პრეპარატები) შეუძლიათ შეაფერხონ დიკლოფენაკის გამოყოფა. ამან შეიძლება გაზარდოს ორგანიზმში ნატრიუმის დიკლოფენაკის კონცენტრაცია და პრეპარატის გვერდითი ეფექტების გამოვლენა.
კლინიკურ პრაქტიკაში დღემდე არ გამოვლენილა დიკლოფენაკის და სისხლის შედედებაზე მოქმედი პრეპარატების ურთიერთმოქმედება. თუმცა მათი ერთობლივი გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლის შედედების პარამეტრების კონტროლი. არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (როგორიც არის ნატრიუმის დიკლოფენაკი) შეუძლიათ გაზარდონ ციკლოსპორინით გამოწვეული თირკმლის ტოქსიურობა.
ინდივიდუალურ შემთხვევებში დაფიქსირებულია, რომ დიკლოფენაკის მიღებამ შეიძლება გავლება მოახდინოს შაქრის დონეზე, რაც მოითხოვს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის დარეგულირებას. შესაბამისად, მათი ერთდროული გამოყენებისას რეკომენდირებულია სისხლში შაქრის დონის კონტროლი. ერთეულ შემთხვევებში დიკლოფენაკის და პროსტაგლანდინების ანალოგების ერთდროული გამოყენებისას დაფიქსირდა მიოკარდიუმის ინფარქტი და ანაფილაქსიური შოკი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს, სიცხეს და სინესტეს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,ინახება 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 75მგ/3მლ 3მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №10
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: DENK PHARMA GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook