გრიფოკელ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Grifokehl D5 (Naturopath)

  • თურმანიძის მალამოები

გრიფოკელ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Grifokehl D5 (Naturopath)-ის  ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გრიფოკელ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Grifokehl D5 (Naturopath)-ის  კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები


გრიფოკელ D5 ამპულები (ნატუროპათი) / Grifokehl D5 (Naturopath) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Grifola frondosa D5-ის 1 მლ წყალხსნარს, HAB-ის 5ბ და 11 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი

ჩვენება
იმუნოსტიმულაცია, მარტივი ჰერპესი და სარტყლისებრი ლიქენი

თვისებები
სოკო Grifola frondosa (იაპონიაში MaiTake-ს უწოდებენ) მისთვის დამახასიათებელი გამაჯანსაღებელი თვისებებისგამო ადაპტოგენს წარმოადგენს. ის გამომწვევი მიზეზის მიუხედავად არეგულირებს
ზოგად მდგომარეობას. გარდა ამისა, იაპონიაში ჩატარებულმა კვლევებმა MaiTake-ის სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება დაადასტურა, რომელიც გაძლიერებულ უჯრედულ იმუნიტეტზე იყო დამყარებული. დადასტურდა მისი ჰიპოტენზიური მოქმედება და სისხლში შაქრის დონის დაქვეითების უნარი. ამ მექანიზმზე დამყარებულია ასევე მისი ანტივირუსული ეფექტი. პრეპარატის ეფექტურობისათვის გადამწყვეტია ექსტრაქტის დამზადება როგორც სოკოს მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ნაწილებისაგან ისე, როგორც წარმოდგენილია Grifokehl-ში.

მიღების წესი და დოზირება
შეჰყავთ 1 მლ კვირაში 2-ჯერ ინტრამუსკულურად, კანქვეშ ან ინტრავენურად

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები ცნობილი არ არის
გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook