გულყვითელას ნაყენი / Tinctura calendulae

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

გულყვითელას ნაყენი / Tinctura calendulae-ის  საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

გულყვითელას ნაყენი / Tinctura calendulae -ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები


გულყვითელას ნაყენი / Tinctura calendulae აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
გ/1000მლ;
გულყვითელას ყვავილები – 100გ,
ეთილის სპირტი 70% – საჭირო რაოდენობით 1ლ ნაყენის მისაღებად.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ახასიათებს ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობის შემახორცებელი და ნაღვლმდენი მოქმედება.
ჩვენებები
• ინფიცირებული ჭრილობები;
• დამწვრობა;
• პირის ღრუსა და ღრძილების დაავადებები;
• ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
• ქოლეცისტიტი.
მიღების წესები და დოზები
პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად: 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა თბილ წყალში;
გარეგანი გამოყენებისათვის: საფენების სახით – 1 ჩაის კოვზი ნაყენი იხსნება ერთ ჩაის ჭიქა წყალში;
შიგნით მისაღებად (როგორც ნაღვლმდენი საშუალება): 10-20 წვეთი ნაყენი იხსნება ცოტაოდენ წყალში და მიიღება 2-3-ჯერ დღეში.
ბავშვები: შესაძლებელია მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქცია.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია მიღება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოიქმედებს ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
შენახვის წესი:

ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
გამოშვების ფორმა: 50მლ ფლაკონი #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: ნეოფარმი, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook