დინამოგენი / Dynamogén

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დინამოგენი / Dynamogén-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug


დინამოგენი / Dynamogén-ის  აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები:
დინამოგენს ახასიათებს აღმდგენი და მატონიზირებელი მოქმედება, აღმოფხვრის
ფიზიკურ და გონებრივასთენიას, აძლიერებს მადას.
შეიცავს ორი აქტიური სუბსტანციის კომბინაციას: გლუტოდინს და არგინინის
ასპარტატს.
გლუტოდინი  ორგანიზმში  იშლება ციპროჰეპტადინად და ალფა-კეტოგლუტარატად,
ხოლო არგინინისასპარტატი შესაბამის შეუცვლელ ამინომჟავებად.
ციპროჰეპტადინს ახასიათებს ანტიჰისტამინური, ანტიქოლინერგული და
ანტისეროტონინული აქტივობა.
ალფა-კეტოგლუტარატი წარმოადგენს გლუტამინის წინამორბედს და ატფ-ის წყაროს.
გლუტამინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს ამინომჟავების ცვლაში და ნეირონების
მეტაბოლიზმში.
არგინინი– შეუცვლელი ამინომჟავაა, ის კრეატინინის წინამორბედია, ხელს უწყობს
ამიაკის გაუვნებელყოფას, ქსოვილების რეგენერაციას, შედის ძვლების და ხრტილების
შემადგენლობაში.
ასპარტატი-ამინომჟავაა და მონაწილეობს რიბონუკლეოტიდების(რნმ-ის წინამორბედი)
წარმოქმნაში.

ჩვენებები:
ყველა იმ მდგომარეობის მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ ძირითადი ელემენტების ბალანსის აღდგენას, რომლებიც მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში:
· მადის დაქვეითება
· ასთენია, ფსიქოასთენია  (გამოფიტვა, გადაღლა);
· ანორექსია;
· გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება  (მეხსიერების დაქვეითება, გაფანტულობა);
· ზრდაში ჩამორჩენა;
· მალაბსორბციის სინდრომი;
· რეკოვალესცენციის პერიოდი:  გადატანილი ინფექციური დაავადების შემდგომი
პერიოდი; ოპერაციული  ჩარევების შემდგომი პერიოდი;
· რეპარაციული პროცესების დაჩქარება;
· ოლიგოსპერმია, იმპოტენცია.

დოზირება:
ბავშვებში 2 წლის ზემოთ და მოზრდილებში 1 ამპულა 2 ჯერ დღეში, უმჯობესია 30 წთ-ით ადრე კვებამდე.
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გამოხატული ანორექსია და წონის მძიმე დეფიციტი,
დოზა შეიძლება გაიზარდოს 3 ამპულამდე დღეში.
მიღების წესი:
· გამოვაცალკევოთ ერთი ამპულა
· მობრუნებით მოვაშოროთ ამპულის ზედა ყური
· შიგთავსი გადმოვასხათ ჭიქაში, ამპულაზე ხელის მსუბუქი მოჭერით.
გვერდითი მოვლენები:
ციპროჰეპტადინის ალფა-კეტოგლუტარატმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი
ძილიანობა, რომელიც როგორცწესი რამდენიმე დღეში თავისით გაივლის.
ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ტრანსპორტის მართვის და მსგავსი პოტენციურად
საშიში მოქმედებებისშესრულების დროს, რომლებიც საჭიროებენ სწრაფ ფსიქიურ და
მოძრაობით რეაქციებს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ციპროჰეპტადინის მიმართ, ორსულობა, ლაქტაცია.
პრეპარატი არ არის რეკომენდებული ღვიძლის და თირკმლების მძიმე პათოლოგიების
დროს.
განსაკუთრებული მითითებანი:
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის,
შარდის გამოყოფის შეფერხების და დახურულკუთხოვანი გლაუკომის დროს.
10 მლ პრეპარატი შეიცავს 4.224 გ საქაროსას (რაც შეესაბამება 0.3 პურის ერთეულს), რაც
გათვალისწინებული უნდა იყოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ გამოიყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან და ნეიროლეპტიკებთან
კომბინაციაში. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთდროულად ტრიციკლურ
ანტიდეპრესანტებთან, მათ შორის  MAO-ს ინჰიბიტორებთან.არ არის რეკომენდებული
დინამოგენი დაინიშნოს კომბინაციაში საძილე საშუალებებთან, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს ამ პრეპარატების საძილე ეფექტის გაძლერება. პრეპარატმა შეიძლება
გამოიწვიოს ალკოჰოლის ეფექტების გაძლიერება ერთდროულად მიღებისას.
ვარგისიანობის ვადა  და  შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბნელ და  გრილ ადგილას, არ დაუშვათ გაყინვა. ვარგისია გამოშვებიდან 5 წელი
გამოშვების ფორმა: 10მლ პერორალური გამოყენების ხსნარი პოლიმერული მასალის ერთდოზიანი ამპულა №20
აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი კომპანია: faes farma, ესპანეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook