დიოქსიდინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


დიოქსიდინი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
დიოქსიდინი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ საშუალებას.
ქიმიოთერაპიული აქტივობით ხასიათდება იმ ინფექციების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია: პროტეუსით, ფრიდლენდერის ჩხირით, ნაწლავისა და დიზენტერიის ჩხირებით, სალმონელებით, სტაფილოკოკით, სტერპტოკოკით, პათოგენური ანაერობებით (აიროვანი ინფექციის გამომწვევები).
იგი მიეკუთვნება ახალი რიგის ქიმიური პრეპარატების ჯგუფს, რაც განსაზღვრას მის აქტივობას იმ ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებიც მდგრადნი არიან ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების წარმოებულების, ნიტროფურანისა და სხვა პრეპარატების მიმართ. პრეპარატი, თერაპიული კონცენტრაციით, სისხლში რჩება 4-6 სთ-ის განმავლობაში, იგი ადვილად და სწრაფად შეიწოვება ორგანოებსა და ქსოვილებში და გამოიყოფა შარდის მეშვეობით, რომელშიც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1-2 სთ-ის განმავლობაში.
დიოქსიდინი, ადგილობრივი გამოყენებისას ხსნარის ან მალამოს სახით, ნაწილობრივ შეიწოვება ჭრილობის ან დამწვარი უბნის ზედაპირით. მას არ ახასიათებს ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედება. ვენაში შეყვანისას, საჭიროა მისი დოზის მკაცრი კონტროლი.

ჩვენებები
დიოქსიდინის ხსნარს იყენებენ ადგილობრივად და საფენების სახით ჭრილობების, ჩირქოვანი კერების ღრუ ორგანოების (პირის, მენჯის, მუცლის) გამოსარეცხად, ვენაში წვეთობრივად. მალამო გამოიყენება დამწვრობით და ჭრილობებით გამოწვეული ინფექციების დროს.
დიოქსიდინის ხსნარის გამოყენების ჩვენება:
სხვადასხვა (გრუამურყოფითი ბაქტერიები, კერძოდ: პროტეუსი, კლებსიელა: სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები, ბაქტერიების ნახევრადრეზისტენტული შტამები) ბაქტერიებით გამოწვეული ჩირქოვან-ანთებითი დაავადებები. დიოქსიდინის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს ჩირქოვანი პროცესების გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც მდგრადნი არიან ანტიბიოტიკებითა და ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის მიმართ, მათ შორის სტაფილოკოკური ინფექციების დროს იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქიმიოთერაპიული პრეპარატები არ არის ეფექტური. აგრეთვე ზედაპირული ლოკალიზაციის და ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების, ხანგრძლივად მიმდინარე ძნელად შეხორცებადი ჭრილობების დროს.
ადგილობრივი გამოყენება: სხვადასხვა ინფიცირებული და ტროფიკული წყლულები, რბილი ქსოვილების ფლეგმონები, ინფიცირებული დამწვრობები, ოსტეომიელიტებით გამოწვეული ჩირქოვანი ჭრილობები.
ღრუ ორგანოებში შეყვანა: გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოების ჩირქოვანი პროცესები, ჩირქოვანი პლევრიტები, პლევრის ემპიემები, ფილტვის აბსცესები, პერიტონიტი, ცისტიტი, რბილი ქსოვილების აბსცესები, შარდის ბუშტისა და ნაღვლის გზების ოპერაციის შემდგომ ჭრილობები, ჩირქოვანი მასტიტები და სხვა.
დიოქსიდინს იყენებენ მხოლოდ მოზრდილებში სტაციონარის პირობებში.

დოზირების რეჟიმი
დიოქსიდინის ხსნარის ადგილობრივად გამოყენების მეთოდი:
ადგილობრივად იყენებენ 0.1-1% დიოქსიდინის ხსნარს. 0.1-0.2% ხსნარის მისაღებად, ამპულებს ხსნიან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან საინექციო წყალში.
ზედაპირული ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ, ჩვეულებრივი პროცედურის შემდეგ, იყენებენ პრეპარატის 0.5-%-იან ხსნარში დასველებულ საფენს. ზემოდან ახვევენ მშრალ ნახვევს, საფენების გამოცვლა ხდება ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
ღრმა ჩირქოვანი ჭრილობების დროს სადრენაჟო ზონდის საშუალებით შეყავთ 20 მლ-დან, 100 მლ 0.5% პრეპარატის ხსნარი. გადახვევა წარმოებს დღეში ერთჯერ.
ოსტეომიელიტების დროს ჩირქოვანი ჭრილობების გამორეცხვა წარმოებს 0.2% ხსნარის 15-20 წვეთი წუთში 1-2 სთ-ის განმავლობაში, მძიმე ფორმების დროს კი 12 სთ-ის განმავლობაში.
პროფილაქტიკის მიზნით, ოპერაციის შემდგომი დაჩირქების თავიდან ასაცილებლად, ინფიცირებული საშარდე გზების (შარდსაწვეთი და შარდსადინარი) გამორეცხვას აწარმოებენ 0.1%-იანი ხსნარით 3-4 სთ-ის განმავლობაში ერთხელ დღეში, წვეთობრივად 20-60 წვეთი წუთში სიჩქარით 5-9 დღის განმავლობაში.
დიოქსიდინის ხსნარის ღრუ ორგანოებში შეყვანის მეთოდი:
საჭიროა ჩატარდეს სინჯი პრეპარატის მიმართ მგრძნობელობაზე. ამ მიზნით ღრუ ორგანოში შეყავთ 10 მლ 0.5% ხსნარი, თუ 3-6 სთ-ის განმავლობაში არ აღინიშნა თავის ტკივილი, ტემპერატურის მომატება და სხვა გვერდითი მოვლენები, იწყებენ მკურნალობას.
ჩირქოვან ღრუში შეყავთ (გააჩნია მის ფართს) დღეღამეში 20-დან 100 მლ-მდე 0.5% ხსნარი (100-500 მგ), კათეტერით, სადრენაჟო მილით ან შპრიცით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 140 მლ 0.5% (700 მგ) ერთხელ დღეში.
პერიტონიტების დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს არა ნაკლებ 350 მგ-ს (70 მგ 0.5% ხსნარი).
დიოქსიდინის ვენაში შეყვანის მეთოდი:
ვენაში შეჰყავთ წვეთოვანი სახით, რომლის დროსაც იყენებენ მხოლოდ 0.5% ხსნარს ამპულებში, რომელსაც წინასწარ ხსნიან 5% გლუკოზის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში 0.2% კონცენტრაციის ხსნარის მიღებამდე. სადღეღამისო დოზაა (600-900 მგ) დაყოფილი 2-3 შეყვანაზე.
სადღეღამისო დოზის წილადობრივი შეყვანა:
გამოიყენება ძირითადად მძიმე სეპტიკური მდგომარეობების დროს, 150 მლ 0.2%-იანი ხსნარი, 60-80 წვეთი სთ-ში სიჩქარით 30 წთ-ის განმავლობაში. მძიმე ავადმყოფებში სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე, დაყოფილი 4 მიღებაზე. მკურნალობა გრძელდება 3 კვირა.
II. დიოქსიდინის 5% მალამოს გამოყენება:
ჭრილობაზე აფიქსირებენ 5% (2-3 მმ სისქის) მალამოთი გაჟღენთილ დოლბანდს.
ჩირქოვან ღრუში ათავსებენ მალამოთი გაჟღენთილ  ტამპონს. წინასწარ საჭიროა ჭრილობის გასუფთავება ჩირქოვან-ნეკროზული მასისაგან. თითოეულ პროცედურაზე იხარჯება საშუალოდ 30 გ მალამო.
დიდი ფართობის მქონე ზედაპირულ დამწვრობებზე გამოყენებული მალამოს რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გ-ს დღეში. ნახვევის გამოცვლა წარმოებს (ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით) ყოველდღე ან 3 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირას.

გვერდითი მოვლენები
ვენაში ან ღრუში პრეპარატის შეყვანისას შეიძლება აღინიშნოს: თავის ტკივილი, შეციება, ტემპერატურის მომატება, დისპეფსიური მოვლენები, კუნთების კრუნჩხვები. მათი პრევენციისათვის საჭიროა ანტიჰისტამინური და კალციუმის პრეპარატების დანიშვნა, ხოლო გვერდითი მოვლენების განვითარებისას დიოქსიდინის დოზის შემცირება, ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღება, ან დიოქსიდინის გამოყენების შეწყვეტა.

უკუჩვენებები
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* თირკმლის ფუნქციის მოშლა;
* ანამნეზში თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა;
* ორსულობა და ლაქტაცია.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook