დიფოსფოცინი / Difosfocin

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

დიფოსფოცინი / Difosfocin-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ციტიქოლინი/citicoline

დიფოსფოცინი / Difosfocin-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოსტიმულატორი, ნოოტროპული საშუალება.


დიფოსფოცინი / Difosfocin აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა:
1000მგ/4მლ საინექციო ხსნარი შეიცავს
აქტიური ნითიერება: 1000მგ ციტიქოლინი
დამხმარე ნივთიერება:  ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოდინამიკა:
ციტიქოლინი წარმოადგენს უჯრედული მემბრანის ძირითადი ულტრასტრუქტურული კომპონენტის წინამორბედს, უპირატესად ფოსფოლიპიდების, ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით, აღადგენს დაზიანებული უჯრედის მემბრანას, აინჰიბირებს ფოსფოლიპაზას მოქმედებას, ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, იცავს უჯრედებს დაღუპვისგან-აპოპტოზის მექანიზმზე ზემოქმედებით. ინსულტის მწვავე პერიოდში ამცირებს თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების მოცულობას, აუმჯობესებს ქოლინერგულ გადაცემას. კრანიო-ცერებრალური ტრავმის დროს ამცირებს პოსტტრავმული კომის ხანგრძლივობას, ნევროლოგიური სიმპტომების გამოვლინებას და ამცირებს აღდგენითი პერიოდის ხანგრძლივობას.
თავის ტვინის ქრონიკული ჰიპოქსიის დროს  ციტიქოლინი ეფექტურია კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესების თვალსაზრისით, როგორიცაა მეხსიერების გაუარესება, უინიციატივობა, ყოველდღიური საქმიანობის და თვითმომსახურეობის გაძნელება.
ციტიქოლინი ეფექტურია სისხლძარღვოვანი და დეგენერაციული ეტიოლოგიის სენსორული და მოტორული ნევროლოგიური დარღვევების სამკურნალოდ.

ფარმაკოკინეტიკა:
ციტიქოლინი კარგად შეიწოვება ი/მ და ი/ვ  მიღებით. აღინიშნება პრაქტიკულად სრული აბსორბცია.
მეტაბოლიზმი: ი/ვ და ი/მ შეყვანისას ციტიქოლინი მეტაბოლიზდება ღვიძლში ქოლინის და ციტიდინის წარმოქმნით. შეყვანის შემდეგ ქოლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად იმატებს.
განაწილება: ციტიქოლინი უპირატესად ნაწილდება თავის ტვინის სტრუქტურებში, ქოლინის ფრაქცია ნაწილდება სტრუქტურულ ფოსფოლიპიდებში, ციტიდინის ფრაქცია კი ციტიდინურ ნუკლეოტიდებში და ნუკლეინის მჟავებში.
გამოყოფა:ციტიქოლინის  მიღებული დოზის მხოლოდ 15 %  გამოიყოფა ორგანიზმიდან, 3% თირკმლებით და დაახლოებით 12 % ამოსუნთქული ჰაერით.

ჩვენებები:
იშემიური ინსულტის მწვავე პერიოდი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში)
იშემიური და ჰემორაგიული ინსულტის აღდგენითი პერიოდი
ქალა-ტვინის ტრავმა, მწვავე (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) და აღდგენითი პერიოდი.
კოგნიტური და ქცევითი დარღვევები თავის ტვინის დეგენერაციული და სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ. გამოხატული ვაგოტონია (ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმფათიკური ნაწილის ტონუსის მომატება). იშვიათი მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ფრუქტოზის აუტანლობასთან.
18 წლამდე ასაკი (არასაკმარისი კლინიკური მონაცემების  გამო).

ორსულობა და ლაქტაცია:
საკმარისი მონაცემები ციტიქოლინის გამოყენების შესახებ ორსულებში არარსებობს. ორსულობის პერიოდში ციტიქოლინი გამოიყენება მხოლოდ რისკი/სარგებლის გათვალისწინებით. ლაქტაციის დროს ციტიქოლინის დანიშვნისას რეკომენდებულია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი), თავის ტკივილი, თავბრუ, სიმხურვალის შეგრძნება, ტრემორი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰალუცინაციები, უძილობა, აგზნება, მადის დაქვეითება. ზოგჯერ ციტიქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს პარასიმფათიკური სისტემის სტიმულირება და არტერიული წნევის ხანმოკლე ცვლილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ციტიქოლინი აძლიერებს L-დიჰიდროქსიფენილალანინის ეფექტს, არ არის რეკომენდებული დაინიშნოს მეკლოფენოქსატის შემცველ საშუალებებთან ერთად.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 1000მგ/4მლ ი.მ./ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №3
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Magis Farmaceutici, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook