დობუტამინი – DOBUTAMINE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


დობუტამინი – DOBUTAMINE აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ბეტა1-ადრენომიმეტურ საშუალებას. იგი მიოკარდზე ავლენს დადებით ინოტროპულ მოქმედებას, ზომიერად ზრდის გულის შეკუმშვის სიხშირეს, ზრდის გულის სისტოლურ  წუთმოცულობას, აქვეითებს სისხლმიმოქცევას მცირე წრეში და პერიფერიული სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობას სისტემური არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე. პრეპარატი იწვევს გულის პარკუჭების ავსების წნევის დაქვეითებას, ზრდის კორონარულ სისხლმიმოქცევას და ხელს უწყობს მიოკარდის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას.
გულის სისტოლური მოცულობის მომატებამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმელების პერფუზიის გაუმჯობესება და ნატრიუმისა და წყლის ექსკრეციის მომატება. ბავშვებში წუთმოცულობის მომატებას თან ახლავს პერიფერიული სისხლძარღვების შედარებით ნაკლებად გამოხატული საერთო წინააღმდეგობის დაქვეითება და პარკუჭების ავსების წნევის შემცირება. ამავე დროს, უფრო მეტად აღინიშნება გულისცემის სიხშირის და არტერიული წნევის მომატება.
ჩვენებები
გულის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა (დეკომპენსაციის დროს, როგორც დროებითი დამხმარე საშუალება ტრადიციული თერაპიის ფონზე);
გულის დაბალი წუთმოცულობა – როგორც ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გვერდითი მოვლენა დადებითი ნარჩენი წნევით ამოსუნთქვისას.
გულის იშემიური დაავადების დროს დიაგნოსტიკური საშუალების სახით.
დოზირების რეჟიმი
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი შეყავთ ვენაში წვეთოვანი გზით. სიჩქარით 2.5-10 მკგ/კგ/წთ-ში. აუცილებლობისას შეყვანის სიჩქარე შესაძლებელია გავზარდოთ 20-40 მკგ/კგ/წთ-ში.
გვერდითი მოვლენები
ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია, მოციმციმე არითმია (ტაქისისტოლური ფორმა), გულმკერდში ტკივილი, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისრევა, თავის ტკივილი, მკერდის არეში არასპეფიციფიკური ტკივილი, ჰიპოკალიემია. შეყვანის ადგილას შესაძლებელია ფლებიტის განვითარება.
უკუჩვენებები
იდიოპათური ჰიპერტროფული სუბაორტული სტენოზი პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ ჰიპოვოლემიის არსებობისას მისი კომპენსაცია უნდა ვაწარმოოთ დობუტამინის შეყვანამდე.
♦ როდესაც არსებობს წინააღმდეგობა პარკუჭების ავსების დროს, ან სისხლის დინების გზაზე პარკუჭებიდან, დობუტამინის შეყვანა არ იძლევა ჰემოდინამიკის გაუმჯობესებას.
♦ დობუტამინის შეყვანა უნდა ვაწარმოოთ გულის შეკუმშვის სიხშირის, ეკგ-ს არტერიული წნევის, აგრეთვე დიურეზის სიდიდის კონტროლის შესაბამისად.
♦ რეკომენდებულია აგრეთვე გულის სისტოლური და წუთმოცულობის, პარკუჭების ავსების წნევის, ცენტრალური ვენური წნევის, ფილტვის არტერიის წნევის კონტროლი.
♦ აუცილებელია პაციენტის სხეულის ტემპერატურის და მისი ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობის კონტროლი.
♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში და ბავშვებში.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook