დონორმილი – DONORMYL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დოქსილამინი/DOXYLAMINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე საშუალება. ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ტუბში 30 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.
1 ტაბ.
დოქსილამინის სუქცინატი………………..  15 მგ
შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 30 აბ., შეფუთვაში 2 ტუბი.
1 ტაბ.
დოქსილამინის სუბცინატი………………    15 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი.
ჩვენებები:
ძილის დარღვევა, უძილობა.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატი ნაჩვენებია 15 წლის ასაკის ზევით.;
1/2-1 შემოგარსული ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
1/2-1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ჭიქა წყალში.

მიღების და დროის სიხშირე: მიიღება ძილის წინ 15-30 წუთით ადრე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა დღის განმავლობაში;
ყაბზობა;
პირის სიმშრალე;
აკომოდაციის დარღვევა;
გაძნელებული შარდვა.
ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების ან სხვა რომელიმე გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც აქ არაა აღნიშნული აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
უკუჩვენებები:
*გლაუკომა,
*გაძნელებული შარდვა დაკავშირებული წინამდებარე ჯირკვლის ადენომასთან,
*15 წლამდე ასაკი,
*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
*ორსულობა და ლაქტაცია გაურკვეველ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.
განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მუშაობა მანქანამექანიზმებთან: მძღოლები და პირები, რომლებიც მუშაობენ მანქანა-მექანიზმებთან პრეპარატის მიღებისას ყურადღებით უნდა იყვნენ ძილიანობის განვითარების რისკის არსებობის გამო.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია სხვა პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook