დოქსაფინი / DOXAFIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დოქსოფილინი/doxofilline

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  – სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ქსანტინები
ათქ კოდი: R03DA11
შემადგენლობა
დოქსაფინის ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – დოქსოფილინის 400მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, D-მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის გლიკონატის სახამებელი, პოვიდონი K30, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული წყალი.

მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოდინამიკა
დოქსოფილინი, სტრუქტურის მიხედვით განეკუთვნება ქსანტინებს. იწვევს ბრონქების გლუვი კუნთებისა და ფილტვების სისხლძარღვების მოდუნებას და შესაბამისად მოქმედებს როგორც ბრონქოდილატატორი და გლუვი კუნთების რელაქსანტი.
დოქსოფილინის თრგუნავს ფოსფოდიესთერაზას მოქმედებას, იწვევს უჯრედებში ციკლური ამფ-ის შემცველობის ზრდას, შესაბამისად ფერხდება მიოზინის აქტინთან ბმის პროცესი, რაც ამცირებს გლუვი კუნთების კუმშვადობის აქტივობას, ხელს უწყობს ბრონქების მოდუნებას და ხელს უშლის ბრონქოსპაზმის განვითარებას.
სხვა მეთილქსანტინებისგან განსხვავებით, დოქსოფილინი არ მოქმედებს ადენოზინ-რეცეპტორებსა და კალციუმის იონების ტრანსპორტირებაზე. ამიტომ პრეპარატს არ ახასიათებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მასტიმულირებელი გავლენა და არ ახდენს გულის, სისხლძარღვებისა და თირკმლის ფუნქციონირებაზე გავლენას.

ფარმაკოკინეტიკა
დოქსოფილინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7 საათს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 62,6%-ს, სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 48%. მიღებული დოზის 4%-ზე ნაკლები ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდის გზით შეუცვლელი სახით, თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში (საერთო კლირენსის 90%). ჰიდროქსიეთილთეოფილინი არის დოქსოფილინის ერთადერთი დადგენილი სისხლში მოცირკულირე მეტაბოლიტი.

ჩვენება
ფილტვების ქრონიკული რესპირატორული დაავადებები:
– ბრონქული ასთმა
– ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები.

უკუჩვენება
– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
– პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ჰიპოტენზია;
– ლაქტაციის პერიოდში;
– პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
დოქსოფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანტინის სხვა წამოებულებთან ერთად. ქსანტინის ნახევარდაშლის პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს ღვიძლის დაავადებების და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერითრომიცინს, ტროლეონდომიცინს, ლინკომიცინს, ალოპურინოლს, ციმეტიდინს, პროპრანოლოლს და იყენებ ვაქცინებს. აღნიშნულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოქსოფილინის დოზის შემცირება. ფენიტოინმა, სხვა ანტიკონვულსანტებმა და ასევე მოწევამ, პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს ქსანტინის წარმოებულების ორგანიზმიდან გამოყოფის გაძლიერება და ამავე დროს დოქსოფილინის ნახევარდაშლის პერიოდის შემცირება. ამ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს დოქსოფილინის დოზის მომატება.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
არ ახდენს გავლენას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ცხოველებზე ჩატარებულმა რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დოქსოფილინის მიღება ორსულ ცხოველებში არ იწვევს ნაყოფზე ან რეპროდუქციის უნარზე ზიანის მიყენებას. თუმცა, ორსულ ადამიანებზე შეზღუდული მონაცემების გამო ქსანტინების გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მიერ რისკი-სარგებლის შეფასების შემდეგ.
დოქსოფილინის მიღება უკუნაჩვენებია მეძუძურ დედებში.

დოზის გადაჭარბება
პერორალურად მიღების დროს, დოზირების გადაჭარბებისას პაციენტს შეიძლება გამოუვლინდეს მწვავე არითმია, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ადრეულ ინტოქსიკაციაზე.Aარასასურველი გვერდითი ეფექტები შეიძლება ალაგდეს მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
დოქსოფილინი არ უნდა იქნას გამოყენებული ქსანტინის სხვა წარმოებულებთან კომბინაციაში.
ქსანტინები ეფედრინთან ერთად გამოყენებისას ავლენენ ტოქსიკურ სინერგიულ მოქმედებას.
სხვა ქსანტინების მსგავსად, თროლეანდომიცინთან, ლინკომიცინთან, კლინდამიცინთან, ალოპურინოლთან, ციმეტიდინთან, რანიტიდინთან, პროპრანოლოლთან და ვაქცინებთან ურთიერთქმედებისას შეიძლება შეამციროს ღვიძლის კლირენსი, რაც იწვევს სისხლში დოქსოფილინის დონის ზრდას. სისხლის შრატში დოქსოფილინის კონცენტრაციასა და ტოქსიკურ ეფექტებს შორის ურთიერთდამოკიდებულება არ გამოვლენილა.

დოზირება და მიღების წესი
400მგ ტაბლეტი: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები
დოქსოფილინი იშვიათად იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს. თუმცა, მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, კუჭის მოქმედების დარღვევა და გულძმარვა.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C, კარგად დახურულ კონტეინერში.
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ამოშვების ფორმა: 400 მგ ტაბლეტი #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი კომპანია: DAE HWA PHARMACEUTICAL

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook