დოქსეპინი – DOXEPIN

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს დიბენზოქსეპინის წარმოებულ ტრიციკლური სტრუქტურის ანტიდეპრესანტს. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში ადრენერგულ გადაცემაზე ზეგავლენით. ნორადრენალინის ნეირონული უკუმიტაცების ბლოკადასთან. პრეპარატს გააჩნია აგრეთვე ანქსიოლიზური და სედატიური აქტივობა. იგი ავლენს ცნს-ზე მასტიმულირებელ მოქმედებას და აინჰიბირებს მაო-ს (მონოამინოქსიდაზას). დოქსეპინის პირველადი ანქსიოლიზური მოქმედება, აგრეთვე მისი ოპტიმალური ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ჩვენებები
დეპრესია და/ან განგაშის მდგომარეობა ნევროზების, ალკოჰოლიზმის, ცნს-ის ორგანული დაავადებების, ფსიქოზების (მათ შორის ინვოლუციური დეპრესიის და მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზები) დროს.
დოზირების რეჟიმი
მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად ზომიერად გამოხატული დეპრესიის და/ან განგაშის მდგომარეობის დროს დოქსეპინი თავდაპირველად ინიშნება დოზით 75 მგ/დღეში, შემდგომში თანდათანობით შეარჩევენ ინდივიდუალურ ეფექტურ დოზას, რომელიც ჩვეულებრივ შეადგენს 75-150 მგ-ს დღეში.
მნიშვნელოვანი ხარისხით გამოხატული დეპრესიის და/ან განგაშის მდგომარეობის დროს დოქსეპინის დოზა აღწევს 300 მგ/ს დღეში.
პაციენტებში მცირედ გამოხატული დარღვევებით პრეპარატი ინიშნება დოზით – 25-50 მგ/დღეში.
დოქსეპინი გამოიყენება პერორალურად 1-2-ჯერ დღეში (დოქსეპინის ერთჯერადი მისაღები დოზა დღის განმავლობაში არ უნდა აჭარბებდეს 150 მგ-ს). ძილის დარღვევის დროს სადღეღამისო დოზის უმეტეს ნაწილს იღებენ საღამოს.
გვერდითი მოვლენები
პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, აფტოზური სტომატიტი, შარდის შეკავება, სხეულის წონის დაქვეითება, მომატებული ოფლიანობა, შეციება, საერთო სისუსტე, სახის ჰიპერემია, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ძილიანობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზიები, ატაქსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, გვიანი დისკინეზია ტრემორი, ჰიპოტენზია ან ჰიპეტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია;
ლიბიდოს მომატება და/ან დაქვეითება, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება, გალაქტორეა (ქალებში), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი, სიყვითლე, ალოპეცია, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება.
უკუჩვენებები
* გლაუკომა;
* შარდის შეკავების ტენდენცია;
* ორსულობის  და ლაქტაციის პერიოდი;
* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;
* ანამნეზში პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
♦ პრეპარატის გამოყენების უეცარი შეწყვეტისას, შესაძლებელია „მოხსნის სინდრომის“ (გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე) განვითარება.
♦  ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს: ძილიანობა, სტუპორი, მხედველობის დარღვევა, პირის სიმშრალე, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია, კომა, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, არითმია.
♦  პრეპარატის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
♦  მკურნალობის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ალკოჰოლის გამოყენებისაგან.
♦  პრეპარატის და ქლოპრომაზინის ერთდროული მიღებისას ვითარდება ჰიპერპირექსია.
♦  ციმეტიდინისა და დოქსეპინის კომბინაციისას შესაძლებელია პლაზმაში ამ უკანასკნელის დონის მომატება, აგრეთვე მისი ძირითადი მოქმედების ან ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
♦  შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატისა და ტოლაზამიდის კომბინაციისას შესაძლებელია გამოხატული ჰიპოგლიკემიის განვითარება.

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook