დოქსილეკი – DOXILEK

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კალციუმის დობეზილატი/
CALCIUM DOBESILATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.
1 კაფს.
კალციუმის დობეზილატი ……………… 500 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციუმის დობეზილატი ხასიათდება კაპილარების კედლების ენდოთელიუმის მიმართ სელექციური მოქმედებით იგი ამცირებს კაპილარების განვლადობას და აუმჯობესებს მათ მდგრადობას. პრეპარატის მოქმედებით ადგილი აქვს კაპილარულ რეზისტენტობის და მათი განვლადობის ნორმალიზებას, აგრეთვე მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. პრეპარატს ახასიათებს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები:
დიაბეტური რეტინოპათიის (ანგიოპათია) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ვენური უკმარისობით გამოწვეული სისხლმიმოქცევის მოშლა შეშუპებით მიმდინარე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული და პრევარიკოზული გაგანიერება, ფლებოპათიები.
მიღების წესები და დოზირება:
პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ჭამის დროს.
კაფსულების მიღება წარმოებს დაუღეჭავად, გაუხსნელად. მკურნალობის კურსი – ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება
უკუჩვენებები:
არ აღინიშნება
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობის I ტრიმესტრის პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მწარმოებელი: LEK, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook