დოქსტრანი B12 – DOXTRAN B12

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: დიკლოფენაკი ბეტამეთაზონი ჰიდროქსოკობალამინის
ინექციები/ Diclofenac-Betamethasone-Hydroxocobalamin Injection
ფარმაკოთერაპიული მოქმედება: ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო, ანტინევრიტული.
ფორმულა:
ყოველი ამპულა სტერილური ხსნარით შეიცავს:
დიკლოფენაკ ნატრიუმი……………………..  75.0 მგ;
ბეტამეთაზონ დინატრიუმის ფოსფატი (ბეტამეთაზონის 2.0 მგ – ის
ფუძის ექვივალენტური) …………………..  2,63 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილ ალკოჰოლი 120 მგ; პროპილენ გლიკოლი 600 მგ; ნატრიუმის მეტაბისულფიტი 9 მგ; დინატრიუმის ედეტატი 0.33 მგ; ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH- ის კორექციისათვის; საინექციო წყალი q.s.f. 3 მლ.
ყოველი ბოთლი განსაზავებელი ფხვნილით შეიცავს: ჰიდროქსოკობალამინ სულფატს (ჰიდროქსოკობალამინის 10.0 მგ – ის ფუძის ექვივალენტური) 10.365 მგ.
დამხმარე ნივთიერება: მანიტოლი 600 მგ.
ჩვენებები:
ძვლებისა და კუნთების მწვავე ტკივილის მკურნალობა.
მტკივნეული და ანთებითი ძვალ – სახსროვანი და სახსარგარეთა პროცესები ნევროზული კომპონენტით.
წელის და საჯდომი ნერვის, კისერ – მხრის ტკივილი. პოლირადიკულონეიროპათია, როდესაც მონოთერაპია უშედეგოა.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დიკლოფენაკი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია
(NSAID). იგი არასტეროიდული საშუალებაა ძლიერი ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით. იგი
პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორია (თრგუნავს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას). დოქსტრან B12-ს გააჩნია სწრაფი საწყისი მოქმედება, რაც მას განსაკუთრებით ეფექტს ხდის მწვავე ტკივილისა და ანთებითი ეპიზოდების მკურნალობისათვის.
შაკიკის შეტევების დროს, დიკლოფენაკმა გამოავლინა ეფექტურობა თავის ძლიერი ტკივილის მოხსნაში და გულისრევის შემსუბუქებაში.
In vitro დიკლოფენაკი ხრტილში არ თრგუნავს პროტეოგლიკანების ბიოსინთეზს ადამიანებში არსებული ექვივალენტური კონცენტრაციებით.
ბეტამეთაზონი გლუკორტიკოიდია, რომელიც ანთებას რამდენიმე მექანიზმით   თრგუნავს, მაგალითად, ანთებითი რეაქციის მედიატორების
(მაგ. ვაზოაქტიური და ქემოტაქსისის ფაქტორები) წარმოქმნის ინჰიბირებით და ლიპოლიზური და პროტეოლიზური ფერმენტების წარმოქმნის შემცირებით. ის ასევე ზეგავლენას ახდენს ლიმფოციტების რაოდენობაზე და მათზე დამოკიდებულ იმუნურ რეაქციებზე.
ვიტამინი B12 (ჰიდროქსოკობალამინი) მოქმედებს კოენზიმის სახით რამდენიმე მეტაბოლურ ფუნქციაზე, ლიპიდების, ნახშირწყლებისა და ცილების ჩათვლით. იგი აუცილებელია უჯრედის ზრდისა და გამრავლებისათვის, ჰემატოპოეზისთვის და ნუკლეოპროტეინებისა და მიელინის სინთეზისათვის, მეთიონინის, ფოლის მჟავასა და მალონის მჟავას მეტაბოლიზმზე მისი ზეგავლენის გამო. ვიტამინი B12– ის დეფიციტმა შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს ნერვული სისტემა ნეირონის დეგენერაციით, გამოიწვიოს დემიელინიზაცია და ნეირონის სიკვდილი.
ფარმაკოკინეტიკა
დიკლოფენაკი:
დიკლოფენაკის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მისი კუნთში შეყვანიდან დაახლოებით 20 წუთში მიიღწევა. კუნთში შეყვანის შემდეგ AUC   დაახლოებით ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე იგივე დოზის პერორალური მიღების შემდეგ, დიკლოფენაკის 99%- ზე მეტი უკავშირდება პლაზმურ ცილებს, ხოლო განაწილების მოცულობა 0.12-0.17 ლ / კგ – ს შეადგენს.
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევიდან ორი საათის შემდეგ, მისი უკვე უფრო მაღალი კონცენტრაცია ვლინდება სინოვიალურ სითხეში, ვიდრე პლაზმაში და უფრო მაღალი რჩება შეყვანიდან 12 საათის განმავლობაში.
სინოვიალური სითხიდან ნახევრად დაშლის პერიოდი 3-6 საათია. დიკლოფენაკის ტოტალური სისტემური კლირენსი პლაზმიდან  263 ± 56 მლ / წთ – ია, ხოლო ტერმინალური ნახევრადდაშლის პერიოდი კი  1-2 საათი. დიკლოფენაკი მეტაბოლიზდება ღვიძლის მიერ და გამოიყოფა შარდსა და ნაღველში გლუკურონიდისა და მეტაბოლიტების – სულფატის კონიუგატების სახით. შარდშიგამოყოფილი დოზის მხოლოდ 1% შეესაბამება შეუცვლელ დიკლოფენაკს: კონიუგატი შარდშიაღდგენილი დოზის 5-10%- ს შეადგენს. 5%- ზე ნაკლები გამოიყოფა ნაღველში. ადამიანებში ძირითადი მეტაბოლიტებია 4- ჰიდროდიკლოფენაკი, რომელიც საერთო გამოყოფილი დოზის დაახლოებით 40%- ს შეადგენს. დიკლოფენაკის სამი სხვა მეტაბოლიტი (3- ჰიდროქსი, 4,5- დიჰიდროქსი – დიკლოფენაკი) ერთად შარდში გამოყოფილის დოზის 10-20%- ს შეადგენენ.
დიკლოფენაკისა და მისი მეტაბოლიტების ელიმინაცია სწრაფია: მიღებული დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა დოზირებიდან პირველი 12 საათის განმავლობაში. დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ჯანმრთელ პირებში განმეორებითი დოზირებების შემდეგ  მუდმივია;  თუმცა პაციენტებში თირკმლის უკმარისობით წამალმა და / ან მისმა მეტაბოლიტებმა შეიძლება გამოავლინონ აკუმულირების უნარი (კლინიკურად უმნიშვნელო). პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (მაგ. ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ციროზი პორტული დეკომპენსაციით) ხასიათდებიან ჯანმრთელი პირების მსგავსი კინეტიკით და მეტაბოლიზმით.
ჰიდროქსოკობალამინი:
კუნთში შეყვანისას, ჰიდროქსოკობალამინი სრულად შეიწოვება მისი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა შეყვანიდან 1 საათის შემდეგ. სისტემურ ცირკულაციაში მოხვედრის შემდეგ, ჰიდროქსოკობალამინი უკავშირდება სპეციფიკურ სატრანსპორტო ცილას, ტრანსკობალამინს.დადგენილია სამი ტრანსკობალამინი (ტრანსკობალამინი I, II და III). ტრანსკობალამინთან  შეკავშირებული ჰიდროქსობალამინი სწრაფად ტოვებს პლაზმას და ნაწილდება ღვიძლის პარენქიმულ უჯრედებში. მოზრდილებში, ჰიდროქსოკაბალამინის რეზერვების 90%- მდე გვხვდება ღვიძლში. ჰიდროქსოკობალამინი უმთავრესად გამოიყოფა ნაღველში. ჰიდროქსოკობალამინის ორი მესამედიგამოიყოფა ნაღვლით და შემდეგ რეაბსორბირდება ნაწლავის ლორწოვანში, ენტეროჰეპატური ციკლის მეშვეობით.  დანარჩენი კი გამოიყოფა განავალში, რაც ზრდის ჰიდროქსოკობალამინის რაოდენობას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ეპითელური უჯრედების აქერცვლით და ასევე ნაწლავში ბაქტერიების სინთეზით. ნორმალურ პირობებში, ჰიდროქსოკობალამინის შარდში ექსკრეცია შეზღუდულია. მიღებული დოზის პროგრესული გაზრდით, მისი გლომერულური ფილტრაცია თანდათანობით მატულობს.
ბეტამეთაზონი:
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა ბეტამეთაზონ დინატრიუმის ფოსფატის კუნთში შეყვანიდან 60 წუთის შემდეგ. თერაპიული დოზის რეკომენდებულ ფარგლებში ბეტამეთაზონის 60-70% უკავშირდება პლაზმის ცილებს, უმთავრესად ალბუმინს. ბეტამეთაზონის განაწილების მოცულობა 1.4 ±0.3 ლ/კგ – ია. ბეტამეთაზონ დინატრიუმის ფოსფატის პლაზმაში ნახევრად დაშლის პერიოდი პერორალური ან პარენტერული გამოყენების შემდეგ არის 5 საათი, ბიოლოგიური ნახევრად დაშლის პერიოდი 36-54 საათი, ხოლო თირკმლის კლირენსი 2.9 ± 0.9 მლ / წთ / კგ – ია.   ბეტამეთაზონის ეთერები ჰიდროლიზს განიცდიან ქსოვილოვან დონეზე ინექციის ადგილას. ბეტამეთაზონი მეტაბოლიზდება ღვიძლში, ან უმთავრესად ნაღველით გამოიყოფა, გლუკურონის მჟავასთან კონიუგირებული ფორმით.
განსაკუთრებული კლინიკური სიტუაციები:
ღვიძლის მძიმე უკმარისობის და ჰიპოთირეოიდიზმის დროს, გლუკოკორტიკოიდების მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან შეფერხებას განიცდის, რამაც შეიძლება ბეტამეთაზონის ფარმაკოლოგიური მოქმედება გააძლიეროს. იმავე გზით, ჰიპოალბუმინემიამ და ჰიპერბილირუბინემიამ შეიძლება გამოიწვიოს ცილებთან შეუკავშირებელი ძირითადი ნივთიერების შრატის მიერ დონის არასასურველი მომატება. გლუკოკორტიკოიდების ნახევრად დაშლის დრო უფრო ხანგრძლივია ორსულებში და პლაზმური კლირენსი უფრო დაბალია ახალშობილებში, ვიდრე ბავშვებში და   ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
დოზირება შეირჩევა სამედიცინო კრიტერიუმების და პაციენტის კლინიკური სიტუაციის შესაბამისად. რეკომენდებული შემდეგი დოზირება.
მოზრდილები და 12 წელს ზემოთ ბავშვები: 1-2 ფლაკონი დღეში – კუნთში.
გამოყენების მეთოდი:
ინექციის ადგილას დისკომფორტის, ან ადგილობრივი გვერდითი მოვლენების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია მკაცრად დავიცვათ ინექციის გამოყენების ინსტრუქციები, განსაკუთრებით:
საინექციო ადგილის სათანადო ასეპტიკა. სათანადო ასეპტიკა მანიპულაციის დროს. ინექცია ტარდება რაც შეიძლება ღრმად. შეიყვანეთ ნელა. ნაზად დაზილეთ ინექციის ადგილი სითხის დისტრიბუციის გასაადვილებლად.
უკუჩვენებები:
ორსულობა, ლაქტაცია, აქტიური ან საეჭვო გასტროდუოდენალური წყლული ან  გასტროინტესტინალური წყლულის ანამნეზი, ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ბაქტერიული ინფექციები (მანამ სანამ პრეპარატი გამოიყენება სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან ან ქიმიოთერაპიასთან), ვირუსები, სისტემური მიკოზები, მწვავე ფსიქოზი, ოსტეოპოროზი.
დიკლოფენაკის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
ასთმური შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი დიკლოფენაკის, ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით გამოწვეული.
გაფრთხილება
დიკლოფენაკი:
გასტროინტესტინური. პაციენტებში გასტროინტესტინური დარღვევების ან კუჭის ან ნაწლავების წყლულების, წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების მანიშნებელი სიმპტომებით აუცილებელია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა.
ჩვეულებრივ მათ უფრო მძიმე შედეგები აქვთ ხანდაზმულ პაციენტებში კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენებითან წყლულებით / პერფორაციით, ჰემატემეზისით და მელენათი. ისინი მკურნალობისას ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდნენ, გამაფრთხილებელი სიმპტომებით ან მათ გარეშე.
დიკლოფენაკის გამოყენება საჭიროა შეწყდეს იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც პაციენტებში ამ წამლის მიღებისას აღინიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა ან დაწყლულება.
ღვიძლი: პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით აუცილებელია სათანადო სამედიცინო მეთვალყურეობა.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებების მსგავსად, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები ჩათვლით, შეიძლება ასევე იშვიათად განვითარდეს წამლის მიმართ ადრე ექსპოზიციის გარეშე.
სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად დიკლოფენაკმა შეიძლება შენიღბოს ინფექციის ნიშნები და სიმპტომები ფარმაკოდინამიკური თვისებების გამო.
ბეტამეთაზონი:
ბეტამეთაზონმა შეიძლება შენიღბოს ზოგიერთი ინფექციის ნიშნები. დოქსტრან B12– ით მკურნალობის დროს პაციენტებში იმუნიზაციის პროცედურები არ ტარდება, იმუნოლოგიური ეფექტის შეცვლის გამო. პაციენტები ლატენტური ტუბერკულოზით ან რეაქტიულობით ტუბერკულინის მიმართ, სათანადო კონტროლის ქვეშ არიან, ვინაიდან შესაძლებელია დაავადების რეაქტივაცია. ორ კვირაზე მეტ ხანსგახანგრძლივებული კორტიკოთერაპია ACTH გამოყოფის ინჰიბირებით იწვევს ადრენოკორტიკული უკმარისობის განვითარების რისკს. თირკმელზედა უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ამ შემთხვევეში სტრესული მდგომარეობების დროს (ოპერაცია, მძიმე ტრავმა და მძიმე ინფექციები) და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უეცარი მოხსნის შედეგად. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შეწყვეტა თანდათანობით უნდა მოხდეს.
განსაკუთრებული მითითებანი:
დიკლოფენაკი:
პაციენტები თირკმლის, ღვიძლის ან გულის უკმარისობით და ხანდაზმულები:
პაციენტები თირკმლის, გულის ან ღვიძლის უკმარისობით და ხანდაზმულები უნდა იყვნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რადგანაც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გააუარესონ თირკმლის ფუნქციის მდგომარეობა. გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზები და აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
პაციენტებში გულის და თირკმლის უკმარისობით, პროსტაგლანდინების მნიშვნელობა თირკმლის სისხლის მიმოქცევის შენარჩუნებაში მხედველობაშია მისაღები, იგივე შეეხება პაციენტებს, რომლებიც შარდმდენებით მკურნალობენ ან პაციენტებში დიდი ქირურგიული ოპერაციების შემდეგ. თირკმლის ფუნქციაზე ზეგავლენა წამლის მოხსნის შემდეგ ხშირად შექცევადია.
ღვიძლი: დიკლოფენაკი უნდა მოიხსნას, ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიური ტესტების არსებობისას ან გაუარესებისას, თუ განვითარდება ღვიძლის დაავადების ნიშნები და სიმპტომები ან იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება სხვა მოვლენები, როგორიცაა ეოზინოფილია, გამონაყარი. ჰეპატიტი შეიძლება პროდრომული სიმპტომების გარეშე განვითარდეს. დიკლოფენაკმა შეიძლება გამოიწვიოს შეტევები პაციენტებში ღვიძლის პორფირიით.
ჰემატოლოგიურ: დიკლოფენაკმა შეიძლება დროებით მოახდინოს თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირება (იხ. ანტიკოაგულანტები სამედიცინო ურთიერთქმედებაში). პაციენტებში ჰემოსტაზური, სისხლმდენი დიათეზის და ჰემატოლოგიური დარღვევებით აუცილებელია სათანადო მონიტორინგი.
ხანგრძლი მკურნალობა: ყველა იმ პაციენტში, რომლებიც არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს ღებულობდნენ აუცილებელია მონიტორინგი პროფილაქტიკური მიზნით: თირკმლის ფუნქცია, ღვიძლის ფუნქცია (ღვიძლის ფერმენტების მომატება) და სისხლის უჯრედების რაოდენობა.ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში.
სხვა წამლების მსგავსად, რომლებიც აინჰიბირებენ პროსტაგლანდინების სინთეზს, დიკლოფენაკმა და სხვა არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ ბრონქოსპაზმი, თუ გამოყენებული იქნება პაციენტებში ასთმური დაავადებით. ასევე სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში გულის უკმარისობის ან არტერიული ჰიპერტენზიის ისტორიით, ვინაიდან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შეშუპება.
ბეტამეთაზონი:
კორტიკოიოდები სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში შემდეგი დაავადებებით: წყლულოვანი კოლიტი (პერფორაციის რისკი), ახალი ნაწლავური ანასტომოზი, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ოსტეოპოროზი, მიასთენია და დიაბეტი. ზოგიერთ პაციენტში, ძირითადად ხანდაზმულებში,მან შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა; ამრიგად ამ პაციენტებმა არ უნდა შეასრულონ მოქმედებები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
ორსულობა:
ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს, კარდიოვასკულურ სისტემაში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ცნობილი ეფექტის (მაგ. არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და საშვილონოს შეკუმშვათა არარსებობა), ორსულობის ბოლო თვეებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების არახელსაყრელი გამოყენებისა და ამასთან დაკავშირებით ორსულებში კვლევების არარსებობის გამო.
ლაქტაცია:
დოქსტრანი B12 – ს გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
ბავშვებში გამოყენება:
დოქსტრანი B12 უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ურთიერთქმედებები:
დიკლოფენაკი:
– ლითიუმი და დიგოქსინი: დიკლოფენაკმა შეიძლება გაზარდოს ლითიუმისა და დიგოქსინის პლაზმურიკონცენტრაციები. ანტიკოაგულანტები: მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები არ მიუთითებენ იმაზე, რომ დიკლოფენაკი ზეგავლენას ახდენს ანტიკოაგულანტების მოქმედებაზე, პაციენტებში,რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დიკლოფენაკსა და ანტიკოაგულანტებს ცალკეულ შემთხვევებში სისხლდენების განვითარების რისკი არსებობს. ამიტომ ასეთ პაციენტებში აუცილებელია სათანადო მონიტორინგი ანტიკოაგულანტის დოზის კორექციისათვის. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების მსგავსად, დიკლოფენაკის მაღალმა დოზებმა შეიძლება დროებით დათრგუნონ თრომბოციტების აგრეგაცია.
– ანტიდიაბეტური საშუალებები: კლინიკურმა კვლევებმა უჩვენებს, რომ დიკლოფენაკის გამოყენებაშეიძლება პერორალურ ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ერთად მათ კლინიკურ ეფექტზე ზეგავლენის გარეშე. მიუხედავად ამისა, არსებობს ჰიპოგლიკემიური და ჰიპერგლიკემიური მოვლენების ცალკეული შემთხვევები, რაც ამ პრეპარატების დოზის კორექციას საჭიროებს.
– ციკლოსპორინი: ნეფროტოქსიკურობის შემთხვევები აღინიშნება პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ ციკლოსპორინსა და არსტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს, დიკლოფენაკის ჩათვლით. ეს შეიძლება განვითარდეს ორივე წამლის თირკმლის პროსტაგლანდინებზე მოქმედების გამო.
–        მეთოტრექსატი: მეთოტრექსატისა და NSAID- ის გამოყენებისას ინტერვალით < 24 საათი აღინიშნებოდა ტოქსიკურობის მძიმე შემთხვევები. ეს ურთიერთქმედება ვითარდება NSAID- ით გამოწვეული თირკმლის ექსკრეციის დარღვევის შედეგად მეთოტრექსატის კუმულირების გამო.
–         ქინოლონი: ქინოლონისა დაNSAID- ის ერთდროული გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. ისინი შეიძლებაგანვითარდეს პაციენტებში ეპილეფსიის ან კრუნჩხვების შემთხვევების არსებობისას ან არ არსებობისას.ამიტომ, NSAID- ის გამოყენებისას ქინოლონის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო.
– სხვა NSAID- ები და კორტიკოიდები: დიკლოფენაკის გამოყენებამ ასპირინთან, სხვა NSAID- ებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად შეიძლება გაზარდოს გასტროინტესტინური სისხლდენების რისკი. უნდა მოვერიდოთ ორი ან მეტი NSAID- ის ერთდროულ გამოყენებას
– შარდმდენები: სხვა NSAID- ის მსგავსად,  დიკლოფენაკმა შეიძლება დათრგუნოს შარდმდენების მოქმედება. კალიუმის – დამზოგველი შარდმდენების ერთდროული გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს შრატში კალიუმის დონის მომატებასთან, რისი მონიტორინგიც აუცილებელია.
– საგულე გლიკოზიდები: NSAID- ის და საგულე გლუკოზიდების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს გულის უკმარისობის სიმპტომები, დააქვეითოს გლომერულური ფიტრატის ინდექი დაგაზარდოს გლიკოზიდების პლაზმური დონე.
– მიფეპრისტონი: NSAID- ის გამოყენება არ შეიძლება მიფეპრისტონის მიღებიდან 8-12 დღის განმავლობაში, რადგანაც მისი ეფექტი შეიძლება დაქვეითდეს.
– ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: NSAID- ის და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების
(მაგ. ბეტა -ბლოკატორები, ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტი, შარდმდენები) ერთობლივმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება, ვაზოდილატაციური პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით.
ჰიდროქსოკობალამინი:
–ალკოჰოლი (ჭარბი მოხმარება 2 კვირის განმავლობაში), ამინოსალიცილატი, კოლხიცინი (განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან დაკავშირებული): შეიძლება შეამცირონ B12 ვიტამინის შეწოვა კუჭ – ნაწლავის ტრაქტში.
– ანტიბიოტიკები: შეიძლება ხელი შეუშალონ შრატში და ერითროციტებში B12ვიტამინის განსაზღვრის მიკრობიოლოგიური კვლევის მეთოდებს, დაბალი შედეგებით.
– ფოლის მჟავა: მაღალი და მუდმივი დოზებით მან შეიძლება შეამციროს B12 ვიტამინის პლაზმური კონცენტრაციები.
ბეტამეთაზონი:
– ასპირინი: ქვეითდება სალიცილემია.
პერორალური ანტიკოაგულანტები და ჰეპარინი: ამცირებენ ანტიკოაგულაციურ ეფექტს.
– პერორალური კონტრცეპტივები: ზრდიან კორტიკოიდულ ტოქსიურობას.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტები L- ფსიქოპათიის რისკი.
ჰორმონები ესტროგენი / ანდროგენი: შეშუპება, წონაში მატება.
იმუნოსუპრესანტები: ოპორტუნისტული ინფექციების განვითარების რისკი (მაგ. ტუბერკულოზი).
– პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები და ინსულინი: ჰიპერგლიკემია გლუკოზის მიმართტოლერანტობის დაქვეითების გამო.
– ანტიჰიპერტენზიული საშუალებები: ანტიჰიპერტენზიული ეფექტის დაქვეითება წყლისა და მარილისშეკავების გამო.
– შესუსტებული ვირუსის ვაქცინები: მძიმე გენერალიზებული დაავადების რისკი.
– ალფა – ინტერფერონი: მისი მოქმედების ინჰიბირების რისკი.
ღვიძლის მიკროსომული ფერმენტული სტიმულატორები (მაგ. რიფამპიცინი, კარბამაზეპინი,ფენობარბიტალი, ფენიტოინი, პრიმიდონი): კორტიკოიდების მოქმედების დაქვეითება.
– ხანგამოშვებითი კოჭლობის სტიმულატორები (მაგ. ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი, ასთემიზოლი, ტერფენადინი, ვინკამინი, პენტამიდინი): კორტიკოიდებით განვითარებული პოტენციური ჰიპოკალიემია.
– დიგიტალისი: პოტენციურმა ჰიპოკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს სათითურას პრეპარატების ტოქსიკური ეფექტი. ჰიპოკალიემიის გამომწვევმა სხვა პრეპარატებმა (მაგ. ზოგიერთი შარდმდენები დასაფაღარათოები) კი დამატებითი ეფექტები.
გვერდითი მოვლენები:
დიკლოფენაკი:
დიკლოფენაკი უნდა მოიხსნას მძიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში.
გამოიყენება სიხშირის შემდეგი მაჩვენებლები: ხშირი >10%, არახშირი >1-10%, იშვიათი > 0.001 – 1%,ცალკეული შემთხვევები <0.001 %.
კუჭნაწლავის ტრაქტი:
არაიშვიათი: ეპიგატსრიუმის არეში ტკვილი, გასტროინტესტინური სხვა დარღვევები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია მეტეორიზმი, ანორექსია.
იშვიათი: გატსრონიტესტინური სისხლდენა (მაგ. ჰემატემეზისი, მელენა, სისხლიანი ფაღარათი), კუჭის ან ნაწლავების წყლულები სისხლდენებით ან პერფორაციით ან მათ გარეშე.
ცალკეული შემთხვევები: აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი, ეზოფაგური კერები, ნაწლავური შეხორცებები, ნაწლავის ქვედა ნაწილის მხრივ დარღვევები, როგორიცაა არასპეციფიკური ჰემორაგიულიკოლიტი და წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება, სტენოზის ფორმირება,პანკრეატიტი და შეკრულობა.
ცენტრალური ნერვული სისტემა:
არაიშვიათი: თავის ტკივილი, თავბრუ.
იშვიათი: ძილიანობა, სისუსტე.
ერთეული შემთხვევები: სენსორული დარღვევები როგორებიცაა: პარესთეზიები, მეხსიერების დარღვევა, დეზორიენტაცია, უძილობა, გაღიზიანება, კრუნჩხვები, დეპრესია, შფოთვა, კოშმარები, ტრემორი, ფსიქოზური რეაქციები, ასეპტიური მენინგიტი.
განსაკუთრებული შეგრძნებები:
ერთეული შემთხვევები: მხედველობის დარღვევა (მაგ. გაორებული მხედველობა, დიპლოპია), დარღვეული სმენა, ხმაური ყურებში, გემოს დაკარგვა.
კანი: არაიშვიათი: გამონაყარი
იშვიათი: ჭინჭრის ციება.
ერთეული შემთხვევები: ბულოზური გამონაყარი, ეგზემა, მრავალფორმული ერითემა, სტივენს -ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი (მწვავე ტოქსიკური ეპიდერმოლიზი), ერითროდერმა (ექსფოლიატური დერმატიტი), თმის ცვენა, ფოტომგრძნობელობის რეაქციები; პურპურა ალერგიული პურპურის ჩათვლით.
თირკმელი:
იშვიათი: შეშუპება.
ერთეული შემთხვევები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურინარული დარღვევები, როგორებიცაა ჰემატურია და პროტეინურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი. პაპილარულინეკროზი.
ღვიძლი:
არაიშვიათი: შრატის ამინოტრანსფერაზების მაჩვენებლების მომატება (ალტ, ასტ).
იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ჰეპატიტის ჩათვლით (სწრაფმავალი ერთეულ შემთხვევებში) სიყვითლით ან სიყვითლის გარეშე.
სისხლი:
ერთეული შემთხვევები: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი.
ჰიპერმგრძნობელობა:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, როგორიცაა ბრონქოსპაზმი, სისტემური ანაფილაქსია,ანაფილაქტოიდური რეაქციები ჰიპოტენზიის ჩათვლით.
ერთეული შემთხვევები: ვასკულიტი, პნევმონიტი.
კარდიოვასკულური სისტემა:
ერთეული შემთხვევები: ტაქიკარდია, გულმკერდის ტკივილი, ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა.
სხვა:
ერთეული შემთხვევები: იმპოტენცია.
ბეტამეთაზონი:
ხანგრძლივი მკურნალობისას, კორტიკოიდებით თერაპიის ცნობილი ეფექტებია:
სითხისა და ელექტროლიტების მხრივ დარღვევები: ნატრიუმის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემია, ალკალოზი, სითხის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.
ჩონჩხ კუნთოვანი სისტემა: კუნთების სისუსტე, მიოპათია, კუნთოვანი მასის დაკარგვა, მიასთენიის გაუარესება, ოსტეოპოროზი, ვერტებრალური კომპრესიის შედეგად მოტეხილობები, ბარძაყისა და მხრის ძვლების თავების ასეპტიური ნეკროზი, ლულოვანი ძვლების პათოლოგიური მოტეხილობები, მყესთა გახლეჩვა.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: პეპტიური წყლული შესაძლო პერფორაციებით და ჰემაროგიის რისკით, პანკრეატიტი, მუცლის შებერილობა, წყლულოვანი ეზოფაგიტი.
კანი და კანის დანამატები: ჭრილობის დარღვეული შეხორცება, კანის ატროფია, თხელი და ნაზი კანი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები, სახის ერითემა, მომატებული ოფლიანობა, აკნეს ტესტების დათრგუნული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
ნერვული სისტემა: კრუნჩხვები, მომატებული ქალასშიდა წნევა პაპილედემათი, თავბრუ, თავის ტკივილი.
ენდოკრინული სისტემა: არარეგულარული მენსტრუაცია, კუშინგოიდური სინდომი, მეორადი ადრენოკორტიკული და ჰიპოფიზური იმუნოლოგიური ტოლერანტობა (განსაკუთრებით სტრესის, ტრავმისა და ქირურგიული ოპერაციების დროს), ნახშირწყლების დაქვეითებული ტოლერანტობა, შაქრიანი დიაბეტის ლატენტური გამოვლინება.
თვალი: უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი.
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები: უარყოფითი აზოტოვანი ბალანსი პროტეინის კატაბოლიზმის გამო.
ფსიქოზური დარღვევები: ეიფორია, გუნება – განწყობილების შეცვლა, დეპრესია, გაღიზიანება,უძილობა.
სხა: ანაფილაქტოიდური ან ჰიპერმგრძნობელობის და ჰიპოტენზიური რეაქციები ან შოკის მსგავსი რეაქციები.
ძირითადად ეს რეაქციები ქრებიან დოზის თანდათანობითი შემცირებით.
ჭარბი დოზირება:
შემთხვევეთი ჭარბი დოზირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, მაშინაც კი თუ ინტოქსიკაციის არანაირი ნიშანი ან სიმპტომი არ არსებობს.
სავარაუდო ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს უახლოეს საავადმყოფოში ან ტოქსიკოლოგიურ ცენტრში.
შეფუთვა: შეფუთვაში 3 და 6 ამპულა სტერილური ხსნარით და 3 და 6 ამპულა განსაზავებელი ფხვნილით.
შეინახეთ ეს და ყველა წამალი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას არა უმეტეს 300 C.
გაცემის წესი: ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი: Laboratorios Phoenix S.A.I.C. y F. Hamahuaca, არგენტინა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook