ტაქსოტერი – TAXOTERE

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): დოცეტაქსელი/DOCETAXEL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარისმოსამზადებლად: ფლაკონში 0.5 მლ, გამხსნელთან კომპლექტში.
0.5 მლ
დოცეტაქსელი ………     20 მგ
დამხმარე ნივთიერება პოლისორბატი 80. გამხსნელი: 13% ეთანოლის ხსნარი 1.83 მლ ინექციისათვის.
კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 2 მლ, გამხსნელთან კომპლექტში.
2 მლ
დოცეტაქსელი…………..   80 მგ
დამხმარე ნივთიერება: პოლისბორატი 80.
გამხსნელი: 13% ეთანოლის ხსნარი 7.33 მლ ინექციისათვის.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დოცეტაქსელი – სიმსივნის საწინააღმდეგო მცენარეული წარმოშობის ციტოტოქსიკური მოქმედების პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს ტუბულინის დაგროვებას მიკრომილაკებში  და ხელს უშლის მათ დაშლას, რაც იწვევს სიმსივნურ უჯრედებში მიტოზის ფაზის და ფაზთაშორისო პროცესების დარღვევას. დოცეტაქსელი დიდი ხნის განმავლობაში რჩება სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი აღწევს მაღალ კონცენტრაციას. ამის გარდა დოცეტაქსელი აღმოჩნდა აქტიური არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა უჯრედების მიმართ, რომლებიც ჭარბი რაოდენობით წარმოქმნიან p გლიკოპროტეინს, რომელიც კოდირებულია მრავლობითი მდგრადობის გენით. In vivo დოცეტაქსელს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი თაგვებში განვითარებული სიმსივნეების მიმართ და ადამიანისგან ექსტრაპოლირებული სიმსივნური უჯრედების მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
დოცეტაქსელის კინეტიკა დოზადამოკიდებულია და გამოსახულია შესაბამისად სამფაზიანი ფარმაკოკინეტიკური მოდელით, ნახევარგამოყოფის პერიოდებით შესაბამისად – 4 წუთი, 36 წუთი და 11.4 საათი. დოცეტაქსელი 95%-ზე მეტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ციტოქრომ – P450 მონაწილეობით და ტერტბუთილის ეთეროვანი ჯგუფის დაჟანგვის შემდეგ დოცეტაქსილი გამოიყოფა შარდისა და განავალის საშუალებით 7 დღის განმავლობაში.  ექსკრეცია შარდითა და განავლით შეადგენს რადიაქტიური დოზის 6% და 75% შესაბამისად. დაახლოებით 80% რადიოაქტიური პრეპარატისა გამოყოფილი განავალით აღმოჩენილია 48 საათის განმავლობაში ძირითადი მეტაბოლიტის სახით და ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით, უცვლელი სახით, დოცეტაქსელის ფარმაკოკინეტიკა არ იყო დამოკიდებული პაციენტის ასაკსა და სქესზე. პაციენტთა მცირე რაოდენობას (ნ=23) ღვიძლის  ფუნქციის მცირედ გამოხატული დარღვევით (ალტ და ასტ >1.5, დაბალია ნორმასთან შედარებით, იმავდროულად მომატებული ტუტე ფოსფატაზას აქტივობით ნორმასთან შედარებით >2.5 ნორმა). საერთოდ კლირენსი იყო დაბალი 27%-ით მის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. დოცეტაქსელის კლირენსი არ იცვლებოდა ავადმყოფებში სითხის შეკავების მცირე და ზომიერი გამოვლინებით. მონაცემები კლირენსის ცვლილებისა ავადმყოფებში სითხის შეკავების გამოხატული გამოვლინებით არ მოიპოვება. დოცეტაქსელის დოქსორუბიცინთან კომბინირებული გამოყენების დროს დოცეტაქსელის კლირენსი იზრდება მისი ეფექტურობის შენარჩუნებით. ამ დროს არ იცვლება დოქსორუბიცინისა და დოქსორუბიცინოლის (დოქსორუბიცინის მეტაბოლიტი) კლირენსი პლაზმაში.
ჩვენებები:
ტაქსოტერი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:
ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზირებული სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს, როგორც პირველადი ქიმიოთერაპიული მკურნალობა (პირველი რიგი), ან წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია);
ფილტვის ადგილობრივად გავრცელებული, ან მეტასტაზირებული არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნის დროს პირველი და მეორე რიგის თერაპიის სახით;
საკვერცხეების მეტასტაზირებული სიმსივნე წინამორბედი მკურნალობის არაეფექტურობის გამო (მეორე რიგის თერაპია).
მიღების წესი და დოზირება:
ყველა ავადმყოფს ტაქსოტერის შეყვანამდე მაღალი მგრძნობელობის და სითხის შეკავების შემცირების თავიდან აცილების მიზნით უნდა ჩაუტარდეს პრემედიკაცია გლუკორკოტიკოსტეროიდული პრეპარატებით, მაგალითად, დექსამეთაზონი 16 მგ/დღეში დოზით (8 მგ 2-ჯერ დღეში) პერორალურად სამი დღის განმავლობაში, დაწყებული ტაქსოტერის გადასხმამდე ერთი დღით ადრე. ტაქსოტერი შეჰყავთ ვენაში ერთსაათიანი ინფუზიის სახით.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე:
ტაქსოტერი შეჰყავთ დოზით 100 მგ/კვ.მ. მონოთერაპიის დროს და 75 მგ/კვმ დოქსორუბიცინთან (50 მგ/მ2) კომბინაციაში, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი სიმსივნე:
ტაქსოტერი ინიშნება დოზით 75-100 მგ/კვმ მონოთერაპიის დროს და 75 მგ/კვმ პლატინის პრეპარატებთან კომბინაციაში, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
საკვერცხის მეტასტაზირებული სიმსივნე:
ტაქსოტერი გამოიყენება დოზით 100 მგ/კვმ, ყოველ სამ კვირაში ერთხელ.
დოზის კორექცია:
ტაქსოტერი შეყავთ ნეიტროფილების მაჩვენებლის >1.500 კვმმ მეტი რაოდენობის დროს. ნეიტროფილების <500 კვმმ-ზე ნაკლები რაოდენობის დროს, რომელიც გრძელდება ერთი კვირის განმავლობაში, ან განვითარდა ფებრილური ნეოტროპენია, ან კანის გამოხატული რეაქცია, ან გამოვლინდა პერიფერიული ნეიროპათია დოცეტაქსელით მკურნალობისას საჭიროა შემდეგი გადასხმებისას შემცირდეს დოზები 100 დან 75 მგ/კვმ და/ან 75-დან 60 მგ/კვმ. თუ აღნიშნული გართულებები გრძელდება დოცეტაქსელის 60 მგ/კვმ გამოყენების დროსაც, მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები:
♦ ავადმყოფები, რომელთაც აქვთ გამოხატული ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
იმ ავადმყოფებში, რომელთაც სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების დონე (ალტ ან/და ასტ) 1.5-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი, ან ტუტე ფოსფატაზა 2.5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს, ტაქსოტერის რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კვ.მ ავადმყოფებში, რომელთაც მომატებული აქვთ ბილირუბინის დონე, და/ან ალტ და ასტ  6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი, ტაქსოტერის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები ტაქსოტერის კომბინირებული გამოყენების შესახებ სხვა მედიკამენტებთან ერთად ავადმყოფებში, რომელთაც გამოხატული აქვთ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
♦ ბავშვებში:
ტაქსოტერის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში შესწავლილია არასაკმარისად. არსებობს შეზღუდული გამოცდილება ტაქსოტერის ბავშვებში გამოყენების  შესახებ.
♦ ხანდაზმული ადამიანები:
ფარმაკოკინეტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რაიმე სპეციალური მითითება ტაქსოტერის ხანდაზმული ასაკის ადამიანებში გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.
ხსნარის დამზადების ინსტრუქცია:
რეკომენდაციები უსაფრთხოების ტექნიკის შესახებ: ტაქსოტერი წარმოადგენს კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატს; ისევე როგორც სხვა პოტენციურად ტოქსიკური ნივთიერებების შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა მისი გამოყენებისას და ხსნარების დამზადებისას. რეკომენდებულია ხელთათმანების გამოყენება. თუ ტაქსოტერის კონცენტრატი, წინასწარ შერეული ხსნარი ან ხსნარი ინფუზიისათვის ხვდება კანზე, საჭიროა მისი დაუყოვნებლივ, ზედმიწევნით დაბანა წყლით და საპნით. ტაქსოტერის კონცენტრატის, წინასწარ შერეული ხსნარის, ან საინფუზიო ხსნარის ლორწოვან გარსებზე მოხვედრისას, საჭიროა მათი დაუყოვნებლივი დაბანა გამდინარე წყლით.
შიგნით შესაყვანი ხსნარის დამზადება:
პარენტერულად გამოსაყენებელი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი კონცენტრატი უნდა გაიხსნას.
ტაქსოტერიის (დოცეტაქსელი 10 მგ/მლ) წინასწარ შერეული ხსნარის დამზადება:
გახსნის წინ აუცილებელია ფლაკონები პრეპარატით და გამხსნელით მოთავსდეს ოთახის ტემპერატურაზე 5 წუთის განმავლობაში.
გამხსნელის ფლაკონის მთელი შიგთავსი ნემსის საშუალებით თავსდება შპრიცში და შეჰყავთ ტაქსოტერიან ფლაკონში.
ფლაკონი, მიღებული ნარევით, უნდა შეინჯღრეს 15 წამის განმავლობაში და დარჩეს 5 წუთით ოთახის ტემპერატურაზე, რის შემდეგაც ხსნარი მოწმდება ჰომონეგურობაზე და გამჭვირვალობაზე (ქაფის არსებობა 5 წუთის შემდეგაც ითვლება ნორმად).
წინასწარშერეული ხსნარი შეიცავს დოცეტაქსელს 10 მგ/მლ-ში. და სტაბილურია 8 საათის განმავლობაში მაცივარში შენახვისას ტემპერატურაზე +20-დან +80-მდე. ან, ოთახის ტემპერატურაზე.
საინფუზიო ხსნარის დამზადება:
წინასწარ შერეული ხსნარის აუცილებელი მოცულობა, საჭირო დოზის შესაბამისად, შეჰყავთ საინფუზიო სისტემაში ან ფლაკონში, რომელიც შეიცავს 250 მლ 5% გლუკოზის ხსნარს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს. თუ დოცეტაქსელის საჭირო დოზა აღემატება 240 მგ-ს, მაშინ ინფუზიისათვის საჭიროა გამოყენებულ იქნას სითხის დიდი მოცულობა, რათა დოცეტაქსელის კონცენტრაცია არ აღემატებოდეს 0.9 მგ/მლ.
ტაქსოტერის წინასწარ შერეული ხსნარი და საინფუზიო ხსნარი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პრეპარატი პარენტერული გამოყენებისათვის, აუცილებელია დათვალიერდეს შეყვანის წინ; ნალექის არსებობის შემთხვევაში ხსნარი უნდა გადაიღვაროს.
გვერდითი მოვლენები:
ტაქსოტერის ყველაზე გავრცელებულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს შექცევადი ნეიტროპენია.ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება მინიმალურ რაოდენობამდე 7 დღის შემდეგ, გამოხატული ნეიტროპენიის საშუალო ხანგრძლივობა (ნაკლები, ვიდრე 500 კუბმმ-ში) ასევე შეადგენს 7 დღეს.
გამოვლენილია თრომბოციტოპენის და ანემიის შემთხვევები.
მაღალი მგრძნობელობის რეაქცია: ჩვეულებრივ ვლინდება ტაქსოტერის გადასხმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ვლინდება მსუბუქად, ან ზომიერად გამოხატული რეაქციებით (წამოხურება გამონაყარი, ქავილი, მკერდის არეში შებოჭვის შეგრძნება, ტკივილი ზურგის არეში, ქოშინი, წამლისმიერი ცხელება ან შემცივნება), მძიმე რეაქციის დროს გამოხატული არტერიული ჰიპოტონიით და/ან ბრონქოსპაზმით, ან გენერალიზებული გამონაყარით: ერითემა, რომელიც ქრება ინფუზიის შეწყვეტის და ადექვატური მკურნალობის შემდეგ.
კანისა და კანის დანამატების მხრივ: ალოპეცია, მსუბუქი ან ზომიერად გამოხატული კანის რეაქციები. ნაკლებად აღინიშნება გამოხატული გამონაყარი ან კიდურების (ხელის გული, ტერფი) შემოსაზღვრული ერითემა შეშუპებით და შემდგომი აქერცვლით, რომელიც მოითხოვს დოცეტაქსელით მკურნალობის შეჩერებას ან შეწყვეტას. ფრჩხილების მძიმე ხასიათის დაზიანება (ონიქოლიზისი) გვხვდება იშვიათად. აგრეთვე ძალიან იშვიათად გვხდება ბულოზური გამონაყარის შემთხვევები (ლაიელისა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი).
სითხის შეკავება: აღწერილია პერიფერიული შეშუპებისა და იშვიათად პლევრული და პერიკარდიული გამონაჟონის შემთხვევები, ასციტი, ცრემლდენა კონიუნქტივიტთან ერთად (ან მის გარეშე) და სხეულის მასის გადიდება. პერიფერიული შეშუპებები ვლინდება ძირითადად ქვედა კიდურებზე, ხოლო შემდგომში შეიძლება გახდეს გენერალიზებული, რომლის შემდეგაც სხეულის წონა შესაძლოა გაიზარდოს 3 კგ-ით ან მეტით. სითხის შეკავების სიხშირემ და გამოხატულებამ შეიძლება მოიმატოს პრეპარატის ხელმეორედ შეყვანისას;
ტაქსოტერის საშუალო ჯამური დოზები, რომლის დროსაც აღწერილი სითხის შეკავება შეადგენდა:პრემედიკაციის ჩატარების შემთხვევაში 818.9 მგ/კვ.მ., ხოლო პრემედიკაციის ჩატარების გარეშე 487.7 მგ/კვ.მ. ზოგიერთ შემთხვევაში იგი ვლინდებოდა თერაპიის პირველი კურსის ჩატარებისას. სითხის შეკავებას არ ახლდა მწვავე ოლიგურია და არტერიული ჰიპოტონია. იშვიათ შემთხვევაში სითხის შეკავებას ერთვოდა დეჰიდრატაცია და ფილტვების შეშუპება.
კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ანორექსია, ყაბზობა, სტომატიტი, გემოვნების დარღვევა, ეზოფაგიტი, ტკივილი კუჭის არეში, იშვიათად კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა.
პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია მსუბუქი ან ზომიერი პარესთეზიით გამოვლენილი, დიზესთეზია ან ტკივილი, წვის ჩათვლით, მოძრაობის დარღვევები გამოხატული სისუსტით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებების შექცევადობა აღინიშნებოდა  35.3% ავადმყოფებში, რომელთაც ჩაუტარდათ ტაქსოტერით მკურნალობა დოზით 100 მგ/კვ.მ. აღნიშნული დარღვევები დამოუკიდებლად ქრებოდა 3 თვის განმავლობაში.
გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება. ძალიან იშვიათად აღინიშნებოდა ვენური თრომბოემბოლია და მიოკარდიუმის ინფარქტი.
ღვიძლის და ბილიარული სისტემის მხრივ: იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით დოზით 100 მგ/კვ.მ, შრატის მიერი ალტ, ასტ, ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის დონის სისხლის შრატში მომატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2.5-ზე მეტად. აღინიშნება 5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ მონოთერაპია ტაქსოტერით, დოზით 75 მგ/კვ.მ აღინიშნა მხოლოდ შრატისმიერი ბილირუბინის დონის მომატება 2%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებოდათ კომბინირებული თერაპია ტაქსოტერით დოზით 75 მგ/კვ.მ, შრატისმიერი ალტ, ასტ მომატება აღინიშნა 1%-ზე ნაკლები, ხოლო ბილირუბინის და ტუტე ფოსფატაზის – 2.5%-ზე ნაკლებ შემთხვევაში.
სხვა რეაქციები: რეაქციები შეყვანის ადგილას გამოვლინდა ზომიერად და გამოიხატა შემდეგი სახით:
ჰიპერპიგმენტაციები, ანთებები, შეწითლებები ან კანის სიმშრალე, ფლებიტები, სისხლჩაქცევები, ან ვენის შეშუპება.
ძალიან იშვიათად ვითარდებოდა რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ინტერსტიციული პნევმონია, ასევე აღინიშნა ასთენია, ართრალგია და მიალგია.
უკუჩვენებები:
* დოცატექსელზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ გამოხატული მაღალი მგრძნობელობა ანამნეზში;
* ნეიტროფილების რაოდენობა ნაკლები ვიდრე 1.500 კუბ.მმ-ში;
* ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი;
* ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ თერაპია ტაქსოტერით, აუცილებელია სისხლის კლინიკური ანალიზი. ტაქსოტერით მკურნალობის კურსის ჩატარებისას გამოხატული ნეიტროპენიის დროს (<500 კუბმმ 7 დღის განმავლობაში და მეტად) რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება შემდგომი კურსების დროს, ან ადექვატური სიმპტომური ზომების მიღება.
◄ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოსავლენად, ავადმყოფები საჭიროებენ მონიტორინგს, განსაკუთრებით, პირველი და მეორე ინფუზიის დროს. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქსოტერის ინფუზიის პირველივე წუთებიდანვე. ჰიპერმგრძნობელობის მსუბუქი გამოვლენისას (სახის გაწითლება ან კანის ლოკალური რეაქციები), არ არის საჭირო პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა. ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციებისას, როგორიცაა: არტერიული ჰიპოტენზია, ბრონქოსპაზმი ან გენერალიზებული გამონაყარი, ერითემა, საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება აღნიშნული გართულებების კუპირებისათვის, ასეთ პაციენტებში ტაქსოტერის განმეორებითი კურსის ჩატარება არ არის ნებადართული.
◄ იმ პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მონოთერაპია დოცეტაქსელის დოზით 100 მგ/კვ.მ  და აღენიშნებათ შრატისმიერი ტრანსამინაზების (ალტ და/ან ასტ) მაღალი აქტივობა – ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 1.5-ზე მეტად, შეუღლებული ტუტე ფოსფატაზას შრატისმიერი დონის მომატებასთან ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2.5-ზე მეტად, ძალიან მაღალია რისკი მძიმე გვერდითი ეფექტების გამოვლენის თვალსაზრისით: სეფსისი, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ფებრილური ნეიტროპენია, ინფექციები, თრომბოციტოპენია, სტომატიტი და ასთენია. ამასთან დაკავშირებით, ღვიძლის ფუნქციის მომატებული მაჩვენებლების მქონე პაციენტებისათვის ტაქსოტერის რეკომენდებული დოზაა 75 მგ/კვ.მ; ღვიძლის ფუნქციური სინჯები უნდა განისაზღვროს ტაქსოტერით თერაპიის დაწყებამდე და მკურნალობის ყოველი შემდგომი ციკლის დაწყებამდე.
◄ იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ბილირუბინის დონის მომატება და/ან ალტ და ასტ-ს მაღალი აქტივობა (>3.5-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით), შეუღლებული ტუტე ფოსფატაზას შრატისმიერი დონის მომატებასთან ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 6-ზე მეტად, ტაქსოტერის გამოყენება რეკომენდებული არ არის. დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში ტაქსოტერის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენების შესახებ.
◄ სითხის შეკავების შესაძლებლობის გამო აუცილებელია გულდასმით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ ასციტი, პლევრული ან პერიკარდული გამონაჟონი.
◄ მკურნალობის შეწყვეტიდან, სულ ცოტა 3 თვის განმავლობაში, აუცილებელია ორსულობისაგან თავის შეკავება.
ჭარბი დოზირება:
არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების რამდენიმე შემთხვევის შესახებ. დღეისათვის დოცეტაქსელის ანტიდოტი, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა გამოგვეყენებინა დოზის გადაჭარბებისას, არ არსებობს.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზება სპეციალიზებულ განყოფილებაში და სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების ზედმიწევნითი კონტროლი.
დოზის გადაჭარბების მოსალოდნელი ძირითადი გამოვლინებებია: ძვლის ტვინის დათრგუნვა, პერიფერიული ნეიროპათია და ლორწოვანი გარსების ანთება.
სიმპტომური თერაპიის ზომები მიიღება საჭიროების შემთხვევაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
კლინიკურ გამოკვლევებში დოცეტაქსელის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან შესწავლილი არ არის.
In vitro გამოკვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატის ბიოტრანსფორმაცია შესაძლებელია შეიცვალოს შემდეგ ნივთიერებებთან მისი ერთდროული გამოყენებისას: ციტოქრომ P4503A სისტემის მაინდუცირებელი, მაინჰიბირებელი და მეტაბოლიზმის საშუალებები, როგორიცაა: ციკლოსპორინი, ტერფენადინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, დიფენჰიდრამინი, პროპრანოლოლი, პროპაფენონი, ფენიტოინი, სალიცილატები, სულფამეტოქსაზოლი და ნატრიუმის ვალპროატი, არ ახდენდნენ ზემოქმედებას დოცეტაქსელის ცილებთან შეკავშირებაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ტაქსოტერი 20 მგ – 18 თვე; ტაქსოტერი 80 მგ -24 თვე.
სასურველია დოცეტაქსელის წინასწარ გახსნილი ხსნარი მომზადებისთანავე იქნას გამოყენებული, ხოლო ხსნარი ინფუზიისათვის უნდა იქნას გამოყენებული 4 საათის განმავლობაში.
მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook