ელგიდიუმი – ELGYDIUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქლორჰექსიდინი, კალციუმის კარბონატი/CHLORHEXIDINE; CALCIUM CARBONATE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება ჰემოსტატიური მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კბილის პასტა: ტუბში 100 გ
100 გ
ქლორჰექსიდინის  დიგლუკონატი……………………        4 მგ
კალციუმის კარბონატი……………………………………      25 გ
ექსციპიენტი: ……………………………………………..     100 გ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელგიდიუმის შემადგენლობაში შემავალი ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი გამოირჩევა ბაქტერიოციდული მოქმედების ფართო სპექტრით: გრამდადებითი ბაქტერიები: გრამუარყოფითი ბაქტერიები, სოკოვანი ფლორა. კალციუმის კარბონატი ხელს უწყობს ღვიძლის კოლაგენური ბოჭკოების აღდგენას, ღრძილებზე სისხლდენის კერების ლოკალიზებას. ზრდის ნერწყვის pH, ანეიტრალებს მჟავა გარემოს.
ჩვენებები:
პაროდონტის დაავადებების (გინგივიტი, პაროდონტიტი, პაროდონტოზი) მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირება:
აუცილებელია კბილების გაწმენდა არანაკლებ 2-ჯერ დღეში 2-3 წუთის განმავლობაში. პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის დროს რეკომენდებულია კბილის პასტა ელგიდიუმის გამოყენება სავლებ საშუალება ელუდრილთან და ღრძილების გელ პაროდიუმთან კომბინაციაში.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის გამოვლენილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Piere Fabre Medicament, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook