ელოფენალი / ELOFENAL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი / fenspiridi hydrochloridum

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები ბრონქული ასთმის მკურნალობისათვის
შემადგენლობა

1 მლ
ფენსპირიდის ჰიდროქლორიდი………… 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, კალიუმის სორბატი, გლიცეროლი, საქაროზა, საქარინის ნატრიუმი, ლიქვორისი (ძირის მშრალი, წყლიანი ექსტრაქტი), თხევადი ფორთოხლის არომატიზატორი 02 278, ჰიდროქლორმჟავა, გამხსნელი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ანთების-საწინააღმდეგო და ბრონქოლიზური მოქმედება. ანთების საწინააღმდეგო აქტივობა მოიცავს ანთებითი პროცესების მედიატორების (ციტოკინები,TNF-α, არაქიდონული მჟავას წარმოებულები, თავისუფალი რადიკალები) წარმოქმნის შემცირებას. როგორც ჰისტამინური H1-რეცეპტორის ბლოკატორი ელოფენალი ამცირებს: შეშუპებას; რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსის შესივებას; ჭარბ სეკრეციას; ბრონქოსპაზმს.
ჩვენებები
ბრონქიტისა და პნევმონიტის სიმპტომატური მკურნალობისათვის (როგორც ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება).
ყურადღება: მოცემული პრეპარატით მკურნალობა არ გამორიცხავს ანტიბიოტიკების გამოყენებას, თუ ამის საჭიროება არსებობს.
მიღების
წესები და დოზები
პრეპარატები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.
2 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: 4 მგ სხეულის წონის ყოველ კგ-ზე დღეში:
– 10 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის შემთხვევაში: 10-20 მლ სიროფი (დღეში 2-4 ჩაის კოვზი);
– 10 კგ-ზე მეტი სხეულის წონის შემთხვევაში: 30-60 მლ სიროფი (დღეში 2-4 სუფრის კოვზი) მოზრდილები: 45-90 მლ სიროფი (დღეში 3-6 სუფრის კოვზი).
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
ერთი ჩაის კოვზი (5 მლ) შეიცავს 10 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდსა და 3 გ საქაროზას (რაც შეადგენს 0.25 პურის ერთეულს).
ერთი სუფრის კოვზი (15 მლ) შეიცავს 30 მგ ფენსპირიდის ჰიდროქლორიდსა და 9 გ საქაროზას (რაც შეადგენს 0.75 პურის ერთეულს).
თუ დაგავიწყდათ ელოფენალის მიღება: გამოტოვებული ცალკეული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
გვერდითი
მოვლენები
შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ეპიგასტრული ტკივილები, ძილიანობა.
იშვიათად ტაქიკარდია, რაც გადის დოზის შემცირებისას.
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს: ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის გამონაყარი, კვინკეს შეშუპება,“საფენისმიერი” დერმატიტი, erythema perstans.
უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა ფენსპირიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ;
– 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
ორსულობა
და
ლაქტაცია
ორსულობა: ელოფენალი რეკომენდებული არ არის ორსული ქალებისათვის.
ლაქტაცია: მონაცემები ფენსპირიდის დედის რძეში გადასვლის შესახებ არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ფენსპირიდის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
განსაკუთრებული მითითებები
ელოფენალი შეიცავს საქაროზას. ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტის იშვიათი თანდაყოლილი პრობლემები.

5 მლ სიროფი შეიცავს 3 გ საქაროზას, ხოლო 15 მლ სიროფი შეიცავს 9 გ საქაროზას, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს დიაბეტის მქონე პაციენტების მიერ.
ელოფენალი შეიცავს გლიცეროლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის მხრივ პრობლემები და დიარეა.
ელოფენალი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები (შესაძლებელია აღინიშნოს დაყოვნებული რეაქციები).
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა: პრეპარატის მიღების პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვას, ვინაიდან ამ პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის მიერ ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის შესაძლებლობაზე.
ჭარბი
დოზირება
ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები: ძილიანობა ან აგზნება, გულისრევა, პირღებინება, ტაქიკარდია (გულის მოქმედების მნიშვნელოვანი აჩქარება).
დანიშნულზე მეტი დოზის მიღებისას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი გირჩევთ კუჭის ამორეცხვას და გულის მუშაობის მონიტორინგს.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა პრეპარატებთან ფენსპირიდის ურთიერთქმედების შესახებ ცნობილი არ არის. ფენსპირიდს გააჩნია ანტიჰისტამინური მოქმედება. ამიტომ, შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან:
– სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები (ანტიალერგიული მედიკამენტები);
– ბარბიტურატები (საძილე პრეპარატები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები);
– ანალგეზიური საშუალებები;
– ნარკოტიკული პრეპარატები;
– მაო ინჰიბიტორები (დეპრესიის სამკურნალო საშუალებები); – ალკოჰოლი.
შენახვის
პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვის პირველად გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება 3 თვის განმავლობაში.

ვარგისობის ვადა – 3 წელი
გამოშვების ფორმა:
2მგ/მლ 150მლ სიროფი ბოთლში
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: პოლფარმექს, პოლონეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook