ელუდრილი – ELUDRIL

  • თურმანიძის მალამოები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ხსნარი პირის ღრუს დასამუშავებლად: ფლაკონში 90 მლ
100 მლ
ქლორჰექსიდინის დიკლუკონატი…………….          0.10 გ
ქლორბუტანოლი…………………………………….     0.10 გ
ნატრიუმის დოკუზატი…………………………….     0.10 გ
სპირიტი………………………………………….        42.8% 3/3
ექსციპიენტი: პიტნის ზეთის ესენცია, სუფთა წყალი 100 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ელუდრილი ავლენს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ტკვილგამაყუჩებელ, შეხორცებისათვის ხელისშემწყობ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედი კომპონენტების ოპტიმალური შემცველობა უზრუნველყოფს პირის ღრუს ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ელუდრილი სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.
ჩვენებები:
ანგინები;
ლორ-ორგანოების დაავადებების დროს პრე- და პოსტოპერაციული მოვლის საშუალება;
გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
პირის ღრუს ლორწოვანი პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
მოსახსნელი პროთეზების დეზინფექცია.
მიღების წესი და დოზირება:
ელუდრილი გამოიყენება განზავებული სახით, ნახევარ ჭიქა წყალზე (განზავება 1:6 ან 1:10) 2-ჩაის კოვზი. ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, როგორც პირის ღრუს სავლები საშუალება. რეკომენდებულია ელუდრილის გამოყენება კომპლექსურად ღრძილების სამკურნალო გელ პაროდიუმთან და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.
განსაკუთრებული მითითებები:
ელუდრილი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.
შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook