ენაპი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ენალაპრილის მალეატი/enalapril maleate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები

ათქ კოდი: C09AA02.

ქიმიური
რაციონალური დასახელება
(S)-1-[N-[1-(ეტოქსიკარბონილ)-3-ფენილპროპილ]-L-ალანილ]-L-პროლინ (მალეატის სახით)

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ, 5 მგ, 10 მგ ან 20 მგ აქტიურ ნივთიერებას   ენალაპრილის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები: 2,5 მგ და 5 მგ: ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი;
დამხმარე ნივთიერებები: 10 მგ და 20 მგ: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი (საღებარი ნივთიერება E172);

აღწერა
2.5 მგ ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამობურცული, ჩამოთლილი ნაპირებით, თეთრი ფერის ტაბლეტები.
5 მგ ტაბლეტები: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ჩამოთლილი ნაპირებით და ერთ მხარეზე ნაზოლით.

10 მგ ტაბლეტები მრგვალი, ბრტყელი მოწითალო-ყავისფერი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ერთ მხარეზე ნაზოლით და ტაბლეტის ზედაპირზე და მასაში თეთრი ფერის წინწკლებით.
20 მგ ტაბლეტები მრგვალი, ბრტყელი ღია-ნარინჯისფერი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით და ერთ მხარეზე ნაზოლით და ტაბლეტის ზედაპირზე და მასაში თეთრი ფერის წინწკლებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ენალაპრილი – ანტიჰიპერთენზული პრეპარატი, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ანგიოთენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დათრგუნვასთან, რაც იწვევს პლაზმაში ანგიოთენზინი II წარმოქმნის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ შეიწოვება ენალაპრილის დაახლოებით 60 %. საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას აბსორბციაზე. ექვემდებარება ღვიძლში მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტის  ენალაპრილატის წარმოქმნით, რომელიც არის უფრო აქტიური აგფ ინჰიბიტორი, ვიდრე ენალაპრილი. ენალაპრილატის პლაზმის ცილებთან კავშირი -50-60%.
ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 3-4 საათის შემდეგ, ენალაპრილის – 1 საათში. შრატში სტაბილური კონცენტრაცია – 4 დღეში. ენალაპრილატი ადგილად გადადის ჰისტოჰემატოზურ ბარიერში, ჰეპატოენცეფალური ბარიერის გარდა მცირე რაოდენობა აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში.
ენალაპრილატის ნახევრად დაშლის შეადგენს 11 საათს. გამოიყოფა უპირატესად თირკმელებით – 60% (20% ენალაპრილის და 40% ენალაპრილატის სახით), ნაწლავით – 33% (6% ენალაპრილის სახით და 27% ენალაპრილატის სახით).
გამოიდევნება ჰემოდიალიზით (სიჩქარე 62 მლ/წთ) და პერიტონეალური დიალიზით.
პრეპარატის მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 6-8 საათის შემდეგ. ეფექტი ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში. საერთო თერაპიული ეფექტი მიიღწევა რამოდენიმე კვირის განმავლობაში.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის, მეორადი ჰიპერტენზიის სამკურნალოდ თირკმელების დაავადებისას (ასევე რთული თირკმლის უკმარისობისას და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, რომელიც გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით), გულის ქრონიკული უკმარისობისას და მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქციისას (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში).

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ენალაპრილის, პრეპარატის სხვა კომპონენტების და სხვა აგფ ინჰიბიტორების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, პორფირია. პრეპარატის მიღება არ შეიძლება პაციენტებში ანგიონევროზული შეშუპებით ანამნეზში, რაც დაკავშირებული იყო ადრე აგფ ინჰიბიტორების მიღებასთან (ალერგიული რეაქციები ტუჩების, სახის, ყელის და შესაძლოა ხელისა და ფეხების შეშუპებით, რომელსაც თან ახლავს ხუთვა და ხმის ჩახლეჩვა), პაციენტებში, რომლებშიც ადრე აღინიშნებოდა ანგიონევროზული შეშუპება.

უსაფრთხოების ზომები
ენაპის გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით პაციენტებში თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზით ან ერთი ფუნქციონირებული თირკმლის არტერიის სტენოზით; გულის იშემიური დაავადებით რთულიფორმით, რთული ცერებროვასკულარული დაავადებებით და პაციენტებში აორტის სარქველის მნიშვნელოვანი ჰემოდინამიური სტენოზით ან მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიდინების სხვა დარღვევით, რადგან არსებობს არტერიული ჰიპოთენზიის განვითარების რისკი.

გამოყენების წესი და დოზები
დოზა შეირჩევა ყოველთვის ინდივიდუალურად პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
არტერიული ჰიპერთენზიის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ  დღეში ერთჯერ. დოზირების კორექცია დამოკიდებულია თერაპიული ეფექტის მიღწევაზე (არტერიული წნევის დაწევა). ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10-დან 20 მგ, აუცილებლობის შემთხვევაში და კარგი ამტანობისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 40 მგ-მდე დღეში. უფრო მაღალი დოზირებისას რეკომენდებულია 2 მიღებად დაყოფა. საწყისი დოზა პაციენტებში, რომელბმაც ვერ შეძლეს დიურეზულების მიღების შეწყვეტა მკურნალობის დაწყებამდე, შეადგენს 2,5 მგ ერთჯერადი დოზის სახით. რენევასკულარული ჰიპერტენზიის ან სავარაუდო რენევასკულარული ჰიპერთენზიის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ დღეში ერთჯერ. ენაპის დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან მაქსიმალური კლინიკური ეფექტის მიღწევამდე, ჩვეულებრივ 2-4 კვირის შემდეგ.
ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 2,5 მგ დან 10 მგ მდე ერთჯერადი დოზის სახით; მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 20 მგ ორჯერ დღეში.
მარცხენა პარკუჭის უსიმპტომო დისფუნქციის მკრუნალობა:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ დღეში ორჯერ; დოზირების ზოგიერთი კორექცია დამოკიდებულია პაციენტის მიერ პრეპარატის ტოლერანტობაზე. ჩვეულებრივ შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 10 მგ დღეში ორჯერ.
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა თირკმელების დაავადებისას:
ენაპის დოზა განისაზღვრება თირკმელების ფუნქციის და/ან კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლების შესაბამისად. პაციენტებში, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 0.5მლ/წამში (30მლ/წთ) მეტს საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ დღეში. პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 0,5 მლ/წმ-ზე ნაკლები (30 მლ/წთ) საწყისი დოზა შეადგენს 2,5 მგ დღეში და თანდათან იზრდება კლინიკური ეფექტის მიღებამდე.
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე:
პაციენტებში ჰემოდიალიზის ჩატარების დღეს – 2,5 მგ; დანარჩენ დღეებში ექიმი ახდენს დოზირების კორექციას არტერიული  წნევის მაჩვენებლების შესაბამისად.
ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამამდე, ჭამის დროს და ჭამის შემდეგ. უნდა მიეჩვიოთ პრეპარტის მიღებას რეგულარულად და ერთიდაიმავე დროს. თუ პაციენტი გამოტოვებს დოზას, უნდა მიიღოს ის რაც შეიძლება სწრაფად გახსენებსთანავე,  მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დოზის მიღებამდე დარჩა მხოლოდ რამოდენიმე საათი უნდა გამოტოვოთY ეს დოზა და განაგრძოთ მიღება დოზირების რეჟიმის მიხედვით. არასოდეს არ მიიღოთ ორმაგი დოზა. ენაპით მკურნალობა საჭიროებს რეგულარულ სამედიცინო კვლევებს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში და/ან დოზირების ცვლილებისას. სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი.

ენაპით მკურნალობა ხანგრძლივ დროს მოიცავს, გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, თუ არ გამოვლინდება მისი მოხსნის აუცილებლობა.

გვერდითი მოქმედებები
გვერდითი მოქმედებები, რომლებიც აღინიშნება ენაპით მკურნალობის პერიოდში, ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია, აქვს გარდამავალი ხასიათი და არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას:
დარღვევები გულ-სისლხძარღვთა სისტემის მხრივ:

არტერიული წნევის ძლიერი დაცემა, ორთოსტაზური კოლაფსი, იშვიათად – მკერდუკანა ტკივილი, სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი (ჩვეულებრივ დაკავშირებულია არტერიული წნევის გამოხატული შემცირებით), არითმია (ბრადი და ტაჰიკარდია, წინაგულის ციმციმი), გულისცემა, ფილტვის არტერიის განტოტვის თრომბოემბოლია, ტკივილი გულის არეში, კრუნჩხვა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე, მომატებული დაღლილობა, ძილიანობა (203%), ძალიან იშVიათად გონების დაბინდვა, მომატებული დაღლილობა, ძალიან იშვიათად მაღალი დოზის გამოყენებისას – ნევროზულობა, დეპრესია, პარესთეზია.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ვესტიბულარული აპარატის დარღვევები, სმენისა და მხედველობის დარღვევები, შუილი ყურებში.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:
პირის სიმშრალე, ანორექსია, დისპეფსიური აღლილობა (ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი), ნაწლავური გაუვალობა, პანკრეატიტი, ღვიძლის ფუნქციის და ნაღველის გამოყოფის დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე.
სასუნთქი სისტემის მხრივ: არაპროდუქციული მშრალი ხველა, ინტერსტიციალური პნევმონია, ბრონქული სპაზმი, ქოშინი, რინორეა, ფარინგიტი.
ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხმის სიმების და/ან ყელის ანგიონევროზული შეშუპება, დისფონია, პოლიმორფული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ქავილი, ჭინჭრის ცხელება, ფოტომგრძნობელობა, სეროზიტი, ვასკულიტი, მიოზიტი, არტრალგია, ართრიტი, სტომატიტი, გლოსიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ:
ჰიპერკრეატინემია, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება,,,ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰემოგლობინის და ჰემატოქსრიტის შემადგენლობის შემცირება, ერიტროციტების დალექვის სიჩქარის გაზრდა, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი (პაციენტებში ავტოიმუნური დაავადებით), ეოზინოფილია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ:
თირკმლის ფუნქციის დარღვევა, პროტეინურია.
სხვა: ალოპეცია, ლიბიდოს შემცირება, ხურვება.
თუ პაციენტს აღენიშნება გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატის გამოყენებასთან უნდა დაუყონებლივ აცნობოს ექიმს.

ჭარბი დოზირება
თუ პაციენტმა მიიღო ჭარბი რაოდენობის ტაბლეტები ერთ მიღებაზე უნდა მიმართოს ექიმს დროულად. ჭარბი დოზირების სიმპტომებია: არტერიული წნევის ძლიერი დაცემა კოლაფსის განვითარებამდე, მიოკარდიული ინფარქტი, ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა ან თრომბოემბოლიური გართულებები, კრუნჩხვა, სტუპორი.
მკურნალობა: პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავის დაბლა. მსუბუქ შემთხვევებში ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა და არილის ხსნარის შიგნით მიღება, უფრო სერიოზულ შემთხვევებში უნდა ჩატარდეს ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია არტერიული წნევის სტაბილიზირებაზე, როგორიცაა ფიზიოლოგიური ხსნარის, პლაზმის შემცვლელი ხსნარების  ვენაში შეყვანა, აუცილებლობის შემთხვევაში – ვენაში ანგიოთენზინ II შეყვანა, ჰემოდიალიზი (ენალაპრილის გამოყოფის სიჩქარე 62 მლ/წთ).

განსაკუთრებული მითითებები
არტერიული ჰიპოთენზია (არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა) შესაძლოა აღინიშნოს (მათ შორის პირველი დოზის მიღებიდან რამოდენიმე საათის შემდეგაც) პაციენტებში გულის რთული უკმარისობით ან თირკმლის ფუნქციის რთული დარღვევებით, ასევე პაციენტებში წყლისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევით, რაც განპირობებულია დიურეზულებით მკურნალობით, უმარილო დიეტით, დიარეით, ღებიებით ან ჰემოდიალიზით. არტერიული წნევის გამოხატული დაცემა ჩვეულებრივ ვლინდება ღებინებით, გულის კუმშვის გახშირებით და გულყრით. ჰიპოთენზიის განვითარებისას პაციენტი უნდა მოათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავით დაბალზე და უნდა გამოიძახოთ ექიმი. არტერიული ჰიპოთენზია და მისი რთული შედეგები აღინიშნება იშვიათად და გარდამავალი ხასიათისაა. გარდამავალი არტერიული ჰიპოთენზია არ არის უკუჩვენება პრეპარატის მიღების შეწყვეტისათვის. როგორც კი დარეგულირდება არტერიული წნევა, პაციენტი განაგრძობს პრეპარტის შემდეგი დოზის მიღებას და ახასიათებს კარგი ამტანობა. არტერიული ჰიპოთენზია შესაძლოა თავიდან არიდებული იქნეს დიურეზულების მიღების შეწყვეტით და უმარილო დიეტის შეწყვეტით ენაპით მკურნალობის დაწყებამდე. თუ ვლინდება არტერიული ჰიპოთენზიის რეციდივი, რომელსაც თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ღებინება, გულის კუმშვის სიხშირის გახშირება და კრუნჩხვა უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის. ენაპით მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პერიოდში უნდა ჩატარდეს მონიტორინგი თირკმლის ფუნქციაზე.
ენაპით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია სისხლის შრატში კალიუმის დონის მომატება, განსაკუთებით პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, შაქრიანი დიაბეტით, კალიუმის შემნახველი დიურეზულების ერტდროულად დანიშვნისას (როგორიცაა, სპირონოლაქტონი, ამილორიდი და ტრიამტერენი) ან კალიუმის შემცველი ტაბლეტების  ერთროულად დანიშვნისას.
ამიტომ ენაპის და ამ პრეპარტების  ერთდროული მიღებისას უნდა მკაცრად დაიცვათ ექიმის დანიშნულება. თუ პაციენტი გრძნობს კუნთების სისუსტეს ან არარეგულარულ გულის კუმშვას მკურნალობის პერიოდში უნდა აცნობოთ ექიმს. ალერგიული რეაქციები შესაძლოა გამოვლინდეს მემბრანის ფილტრის ზოგიერთი ტიპის გამოყენებისას, რაც გამოიყენება ჰემოდიალიზის ან სხვა სახის სისხლის ფილტრაციისას (აფერეზი). თუ ექიმი გეგმავს ამგვარ მკურნალობას, უნდ ააცნობოთ მას, რომ იღებთ ენაპს.
ალერგიის მკურნალობის პერიოდში (მადენსიბილიზირებელი თერაპია) ფუტკრის ან ბზიკის შხამის მიმართ შესაძლოა აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცოები.
თუ ექიმი გეგმავს ამგვარ მკურნალობას უნდა აცნობოთ მას ენაპით ერთდროული მკურნალობის შესახებ.
პრეპარტის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი, ამიტომ არ ინიშნება ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის დროს არ შეიძლება პრეპარტის დანიშვნა. თუ ორსულობა გამოვლინდება ენაპით მკურნალობის პერიოდში უნდა დაუყონელივ აცნობოთ ექიმს. ის დაგინიშნავთ სხვა ანტიჰიპერთენზიულ პრეპარატს.
ზეგავლენა ავტომობილის  და/ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.
ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოტენზია და თავბრუსხვევა, განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპზე და ამგვარად ახდენს ირიბ და დროებით ზეგავლებას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარტებთან
პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან, ვინაიდან ალკოჰოლი აძლიერებს ენალაპრილის  მიერ არტერიული წნავის შემცირების ეფექტს.
ენალაპრილის და დიურეზულების ან სხვა ანტიჰიპერთენზული პრეპარტების ერთდროული გამოყენება ზრდის ამ პრეპარტების ეფექტურობას. გულის უკმარისობის სამკურნალო პრეპარატებთან (საგულე გლიკოზიდურები) ურთიერთქმედება კლინიკურად უმნიშვნელო ხასიათისაა.
ქირურგიული ჩარევების წინ უნდა აცნობოთ ექიმს, რომ იღებთ ენალაპრილს, რადგან არსებობს არტერიული ჰიპოთენზიის განვითარების რისკი ზოგადი ანესთეზიისას. ენალაპრილის და არასტეროიდული ანტების საწინააღმდეგო საშუალებების და ასპირინის ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ენალაპრილის ეფექტურობის შემცირება და გაზარდოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი.
ზოგიერთი დიურეზულების ერთდროულმა მიღებამ (სპირონოლაქტონი, ამილორიდი ან ტრიამტერენი) და/ან დამატებითი ტაბლეტების დანიშვნამ, რომლებიც შეიცავენ კალიუმს, შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის შრატში კალიუმის დონის გაზრდა (ჰიპერკალიემია).
ენალაპრილი ასუსტებს თეოფილინის შემცველი პრეპარატების მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს ლითიუმის გვერდითი მოქმედება. პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ციმეტიდინს, ახანგრძლივებენ ენალაპრილის მოქმედებას. თუპაციენტი უკვე იღებს ზემოთაღნიშნულ პრეპარტებს ან უნდ ამიიღოს რომელიმე, მან უნდა აცნობოს ექიმს, რომ იღებს ენაპს.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისაგან დაცულ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
2,5 მგ-იანი  20 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 2 ბლისტერი შეფუთვაში).
5 მგ-იანი  20 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 2 ბლისტერი შეფუთვაში).
10 მგ-იანი  20 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 2 ბლისტერი შეფუთვაში).
10 მგ-იანი  30 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 3 ბლისტერი შეფუთვაში).
20 მგ-იანი  20 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 2 ბლისტერი შეფუთვაში).
20 მგ-იანი  30 ტაბლეტი (ბლისტერი 10 ტაბლეტით, 3 ბლისტერი შეფუთვაში).
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: KRK d.d., Novo mesto, სლოვენია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook