ენგილენი / ENGILEN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება
(
აქტიური ნივთიერება):
კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორები  და ნაღვლმდენი საშუალებები
პრეპარატის ათქ კოდი A05AX
აღწერილობა:
მყარი ჟელატინის კაფსულები, ზომა #0, მქრქალი, კორპუსი ღია-მწვანე ფერის, თავსახური კარამელის ფერის, შეიცავს ერთგვაროვან ყვითელ-ყავისფერ ფხვნილს თეთრი ნაწილაკებით; შენახვის პროცესში შესაძლებელია კონგლომერატების წარმოქმნა.
შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ბაყაყურას ნაყოფების მშრალი ქსტრატი 140 მგ
ყვითელი კოჭას ფესურების მშრალი ექსტრაქტი 25 მგ
არტიშოკის ფოთლების მშრალი ექსტარქტი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰიდროფოსფატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ენგილენი – კომბინირებული მცენარეული პრეპარატი, რომლის ეფექტს განსაზღვრავს შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება. ბაყაყურას შემადგენლობაში შემავალი სილიმარინი ავლენს ჰეპატოპროტექტორულ და ანტიტოქსიურ მოქმედებას. ახდენს ჰეპატოციტების მემბრანების სტაბილიზაციას და ხელს უშლის ტრანსამინაზების კარგვას. აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს და აინჰიბირებს ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროცესს. ხელს უშლის უჯრედული სტრუქტურების რღვევას (მცირდება მალონის დიალდეჰიდის წარმოქმნა და ჟანგბადის მოხმარება). აფერხებს უჯრედში რიგი ჰეპატოტოქსიური ნივთიერებების შეღწევას. ასტიმულირებს რნმ-პოლიმერაზას, ზრდის ცილების და ფოსფოლიპიდების სინთეზს, აჩქარებს ჰეპატოციტების რეგენერაციის პროცესს. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების დროს აბლოკირებს აცეტალდეჰიდის წარმოქმნას და ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს, ინარჩუნებს გლუტათიონის მარაგს, რომელიც ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესს ჰეპატოციტებში. ყვითელი კოჭას კომპონენტი – კურკუმინი მოქმედებს, როგორც ნაღველმდენი (ქოლერეზული და ქოლეკინეტიკური) და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება, ამცირებს ნაღვლის ნაჯერობას ქოლესტეროლით. ახასიათებს ბაქტერიოციდური და ბაქტერიოსტატიკური აქტივობა ოქროსფერი სტაფილოკოკის, სალმონელას და მიკობაქტერიების წინააღმდეგ. არტიშოკის ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავონოიდები ავლენს ნაღველმდენ და დიურეზულ მოქმედებას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ეკზოგენური ტოქსინების და მეტაბოლიზმის ტოქსიური პროდუქტების გამოდევნას, ხელს უწყობს სისხლის შრატში შარდოვანას დონის შემცირებას, ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოენზიმების წარმოქმნას, რაც აუმჯობესებს ქოლესტეროლის, ლიპიდების ცვლას და კეტონური სხეულების მეტაბოლიზმს. ანტიბიოტიკოთერაპიის დროს მოქმედებს ღვიძლისა და თირკმლის პარენქიმაზე, როგორც დეტოქსიკაციური საშუალება. ხელს უშლის მომატებულ აირწარმოქმნას ნაწლავებში. არტიშოკის ექსტრაქტში შემავალი მინერალები და მიკროელემენტები: კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ასკორბინის მჟავა, კაროტინი, B1 და B2 ვიტამინები და ინულინი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ენგილენის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ერთობლივი მოქმედებით, ამიტომ კლინიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია; არ ხერხდება ყველა კომპინენტზე ერთდროული დაკვირვება მარკერებით ან ბიოკვლევებით.
გამოყენების ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში:
– ღვიძლის ტოქსიური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლური და მედიკამენტოზური);
– სხვადასხვა ეტიოლოგიის მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი;
– ღვიძლის ციროზი;
– ტკივილის სინდრომი (სპაზმური ხასიათის) ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების დისკინეზიები, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი) დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებების დროს;
– ნაღვლის სადინრების დილატაცია და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
– დისპეფსიები;
– თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
– ქრონიკული ნეფრიტი;
– შარდ-კენჭოვანი დაავადება;
– ურატურია
– ათეროსკლეროზი
– გაცხიმოვნება
გამოყენების წესი და დოზები
ენგილენი მიიღება შიგნით, კვებამდე, მცირე რაოდენობის სითხის მიყოლებით.
12 წლიდან  – 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში
6-12 წლამდე – 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში
მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობა 2-3 კვირა. მკურნალობის განმეორებითი კურსი ტარდება  მკურნალი ექიმის რეკომენდაციით.
უკუჩვენებები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სანაღვლე გზების ობსტრუქცია.

გვერდითი მოქმედება
ხანდახან პრეარატის კომპონენტებზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციები. ერთეულ შემთხვევებში აღინიშნება სუსტი საფაღარათო მოქმედება, ზოგჯერ – დისკომფორტი ფერდქვეშა არეში. ხანგრძლივი გამოყენებისას ზოგჯერ შესაძლოა დისპეფსიური მოვლენები.
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ენგილენი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკურნალი ექიმის რეკომენდაციით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის.
გამოყენება პედიატრიაში
6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზირება
ამ დრომდე რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის მიღებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღებისას საჭიროა ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენება, სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
გამოშვების ფორმა
მყარი ჟელატინის კაფსულები. 15 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი:
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: ADIPHARM LTD, ბულგარეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook