ენზიმტალი – ENZYMTAL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
: კომბინირებული ფერმენტული პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 10 ც.
1 ტაბ.
ფუნგალური დიასთაზა………….    50 მგ
პაპაინი ………………………………  30 მგ
გააქტივებული ნახშირი…………..  75 მგ
სიმეტიკონი…………………………  50 მგ
ნიკოტინამიდი ……………………   25 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენზიმტალი შეიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს დისპეფსიის, მეტეორიზმისა და აბდომინალური კონტროლისათვის. პრეპარატი შეიცავს (ორგანიზმში სეკრეტირებულ) ფუნგალურ დიასტაზას (ამილაზა) და პაპაინს, რომლებიც მოქმედებენ როგორც დამატებითი ფერმენტები.
ფუნგალური დიასტაზა ასტიმულირებს საჭმლის მონელებას. ნახშირწყლები. ცილები, ცხიმები ეს ის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკვები ნივთიერებებია, რომელსაც ორგანიზმი ვერ ითვისებს მცირე შემადგენელ ნაწილებად წინასწარი დაშლის გარეშე. ეს პროცესი ხორციელდებას ხვადასხვა ორგანოს მიერ სეკრეტირებული მრავალრიცხოვანი ფერმენტების მონაწილეობით, ფუნგალური დიასტაზა ძირითადად შეიცავს ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტ ამილაზას.
პაპაინი – მცენარეული წარმოშობის პროტეოლიტური ფერმენტია.მაქსიმალურ აქტივობას ფერმენტი ავლენს pH  5–დან 8-მდე გარემოში.
სიმეტიკონს იყენებენ, როგორც მეტეორიზმის ინჰიბიტორს. ის მოქმედებს გაზის ბუშტუკების ზედაპირული დაჭიმულობის შემცირების გზით, და რითაც მიიღწევა მათი გაერთიანება. ამავე დროს აჩქარებს გაზების გადაადგილებას ნაწლავის გასწვრივ. სიმეტიკონი ამცირებს გულისრევას, მუცლის შებერვას და მეტეორიზმით გამოწვეულ ტკივილს. აქედან გამომდინარე, მოცემული კომპონენტი სასრგებლო დანამატია პრეპარატის ფერმენტული შემცველობისთვის.
აქტივირებული ნახშირი დიდი ხანია გამოიყენება აირების და ტოქსინების ადსორბენტად. ნახშირწყლებით მდიდარი საკვები იწვევს გაზების გაჩენას კუჭში და ნაწლავებში. მისი ჩართვა ენზიმტალის დრაჟეში, უზრუნველყოფს აირებისა და ტოქსინების ადსორბციას, რომელიც გამოიყოფა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქციისას, და აქედან გამომდინარე არის შვების მომგვრელი მუცლის შებერვის და დისპეფსიის დროს.
ნიკოტინამიდი მონაწილეობას ღებულობს როგორც კოენზიმი ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ამ ნაერთის უკმარისობა ვითარდება არაბალანსირებული დიეტის დროს უფროსი ასაკის პაციენტებში ნაწლავური მიკროფლორის სიჭარბისას. ნიკოტინამიდის დეფიციტს შეუძლია ჰიპოქლორჰიდრიის განვითარება, რაც გავლენას ახდენს საჭმლის მონელებასა და ნაწლავურ აბსორბციაზე;
ნიკოტინამიდის უკმარისობა იწვევს აგრეთვე ლაქტოზის აუტანლობას, რაც დიარეის  ერთერთი მექანიზმია.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი არ აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტში, გამოიყოფა განავალთან ერთად.
ჩვენებები:
ენზიმტალი გამოიყენება კვების დროს მიღებული ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების გადამუშავების დარღვევით გამოწვეული მუცლის შებერვის დროს;
ვაგუსური ეტიოლოგიის აბდომინალური დისკომფორტი; ბოყინისა და პრეკარდიული სიმპტომებისას, რომელიც ვითარდება აირების ჭარბი გამოყოფის გამო.
მიღების წესი და დოზირება:
ყოველი ჭამისას მიიღება 1–2 დრაჟე, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყლით. აუცილებლობისას დოზა და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
გვერდითი ეფექტები:
არ არის შემჩნეული
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის აღწერილი.
ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები:
250C ტემპერატურაზე, მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე,
ვადა: 1.5 წელი.
მწარმოებელი: GENOM BIOTECH, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook